Trust Agents, ცნობილი ბლოგერების, კრის ბროგანის და ჯულიენ სმიტის პირველი წიგნია. წიგნი რასაკვირველია ეხება ნდობის მოპოვებას ინტერნეტში, ბლოგისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა ცდება ინტერნეტის ფარგლების და რეალურ ცხოვრებაში ნდობის მოპოვებაზეც მოგვითხრობს.
ამ წიგნზე ბევრი მსმენია და მოუთმენლადაც ველოდი საშუალებას ის წამეკითხა, დიდი ენთუზიამით დავიწყე კიდეც კითხვა… მიუხედავად ამისა წიგნით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დავრჩი. თუმცა დავიწყოთ კარგით.
წიგნში აღწერილია ინტერნეტში ნდობის მოპოვების პროცესი და შემდგომ ამ ნდობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება (შეძენილი კლიენტებისა თუ ბიზნეს პარტნიორების სახით). ინფორმაცია მოცემულია როგორც თეორიის ასევე მაგალითებისა და ე.წ. ACTION სვეტების სახით. ასევე გადავეყარე რამოდენიმე კარგ კომპაქტურ ადვილად გასაგებ რჩევა-თეორიას, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ჩემი წინა პოსტია.
მაგრამ ამავე დროს…
წიგნის უმეტესი ნაწილი წავიკითხე “ძალით”. წერის სტილმა რაღაცნაირად გაბნეულია და დიდი ხნით ტექსტზე კონცენტრაციას თითქმის შეუძლებელს ხდის, რის გამოც ამ წიგნმა საკმაოდ იდიდ დრო წამართვა. ეს ალბათ წიგნის წერის არცთუ დიდი გამოცდილების ბრალია. ასევე წიგნში განხილული საკითხები საკმაოდ ზედაპირული იყო და ინფორმაციის უმეტესობა ჩემთვის უკვე ცნობილი იყო. და ბოლოს მეტი ACTION მეგობრებო… ძალიან ბევრი ლირიული გადახვევაა ტექსტში.
წიგნის შესაჯამებლად მინდა ვთქვა შემდეგი:
- წიგნში არის რამოდენიმე მართლაც კარგი ეპიზოდი რომელშიც გამოსადეგი ინფორმაციაა
- კარგად არის ნაჩვენები ის ფაქტი რომ ინტერნეტს და “რეალს” მიუხედავად დიდი განსხვავებებისა ბევრი საერთო აქვთ და ხშირად ის წესები რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს, გამოსადეგია ინტერნეტშიც
- წიგნი კარგი იქნება იმათთვის ვისაც ამ საკითხებზე (ბლოგინგი, ნეთვორკინგი, ინტერნეტ მარკეტინგი) ადრე ბევრი არ წაუკითხავს და ეძებს რაიმე კარგ “შესავალ” წიგნს.
ჩემი შეფასება 3.5 ქულა, 5 ბალიან შკალაზე.
პ.ს. ახალი ლოგო/ჰედერი როგორ მოგწონთ?
