Bloggers, Go Mobile

NB პოსტი ძირითადად ეხება იმათ ვისაც ბლოგი Wordpress-ის ძრავზე აქვს საკუთარ ჰოსტზე.

როგორც მოგეხსენებათ, მობილური ინტერნეტი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ მოვლენაში კი ლომის წილი სმარტფონების პოპულარიზაციას და მობილური ბრაუზერების დახვეწას მიუძღვის.

როგორც უკვე ვახსენე, დღესდღეობით ინტერნეტი მობილურზე wap საიტებით აღარ შემოისაზღვრება და ტექნიკური პროგრესის წყალობით დღეს ჩვენს ტელეფონს თითქმის იგივე შეუძლია რაც კომპიტერს. თუმცა ტელეფონი ტელეფონად რჩება და მის 3-4 დიუმიან ეკრანს ვერანაირი პროგრესი ვერ გაუტოლებს 22 დიუმიან HD მონიტორს, ამიტომაც ხშირად ტექსტის წაკითხვა ტელეფონში საკმაოდ დამღლელია.

ამ ნაკლის გამოსასწორებლად გამჩენმა მოგვავლინა mobile-ოპტიმიზირებული გვერდები. Wordpress.com-ზე დაჰოსტილ ბლოგებს ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევებში მოხსნილი აქვთ რადგანაც სტანდარტულ თემებში მობილური გვერდების ფუნქცია ჩაშენებულია და მშვენივრადაც მუშაობს, აი Wordpress-ის ძრავის შემთხვევაში კი ეს ასე ყოველთვის არ არის (ჩემი დაკვირვებით უფრო არ არის).

საბედნიეროდ ამ პრობლემის მოგვარება უადვილესია. არსებობს რამოდენიმე Plug-in რომელიც ავტომატურად ამატებს თქვენს ბლოგს “მობილურ თემას”, თუმცა ჩემი ფავორიტი WPtouch არის. ჩანართი ადვილად დასაინსტალირებელ/დასაკონფიგურებელია, მუშაობს სტაბილურად და საკმაოდ მეგობრულია სხვა ჩანართების მიმართ (მაგალითად Disqus). WPtouch-ს ასევე გააჩნია twitter-ის ინტეგრაცია. ჩანართი მუშაობს როგორც iPhone/iPod-ისთვის ასევე android-ზე ბაზირებული სისტემებისთვის.

და ბოლოს თვალსაჩინოებისთვის მინდა გაჩვენოთ რამოდენიმე სკრინი:

Before:

After:


სხვა საინტერესო პოსტები

blog comments powered by Disqus
DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed