მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში, თავი II

პირველი თავი შეგიძლიათ იხილოთ აქ

ოდნობუკი

Geoclass.ge-ს ცუდი მასპინძლობით განაწყენებული ჩავუყევი ტოპ.გე-ს რეიტინგს და იმ დღისათვის პოპულარობით მეორე ქსელს Myface.ge-ს მივადექი. ეს ქსელი, როგორც ერთერთ ფორუმზე ამოვიკითხე შემდეგ, რუსთავი 2-ც კი “გააპიარა” 2 წლის წინ და იმედისმომცემიც უნდა ყოფილიყო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მის გამოკვლევას.

ერთი შეხედვით საიტის სახელი და “ჰედერი” მიგვითითებს რომ საიტი wannabe Facebook-ია, თუმცა ლოგო და ქსელის შიგა მოწყობილობა აშკარად ოდნოკლასნიკებით არის შთაგონებული.

საიტის ჰედერი

აღსანიშნავია ის იმედისმომცემ ქსელში რეგისტრაცია რჩეულთა ხვედრია. პოსტის ავტორს ამ ერთი შეხედვით მარტივი პროცესის წარმატებულად გავლისთვის 2 ცდა დასჭირდა. თუმცა ასე თუ ისე გადავლახე ეს პროცესი და myface.ge-ს სრულუფლებიანი წევრი გავხდი, ჩემი ფსევდო გვარ-სახელით დავსახლდი საქართველოში ქალაქ: “კავკასიის მთების შვილი”-ში.

პროფილის გვერდი

აქვე დავწრმუნდი რომ ფსევდონიმის აღება სწორი გადაწყვეტილება ყოფილა რადგანაც myface.ge-ს ადმინისტრაციას ცნება “ინფორმაციის თავისუფლება” ძალიან პირდაპირ ესმის, ამიტომაც ამ ქსელში დაფარული არაფერია… არავისგან. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ადამიანთა პროფილები, სურათები, კედლის წარწერები, მისწეროთ მათ წერილი და ა.შ. უფრო შემაშფოთებელი კი ის არის რომ საიტს ვერავითარი “პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების” პარამეტრები ვერ ვუპოვე… რას იზამ აქ სრული ლუსტრაციაა.

თუმცა კი ადმინისტრაცია თავის მომხმარებლებზე ზრუნავს და გვაფრთხილებს:

დაFlagვის ფუნქციის შესახებ აქ ჯერ არაფერი სმენიათ, ამიტომაც ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მხოლოდ ელფოსტით არის შესაძლებელი.

ნაცნობების პოვნა ამ საიტზე ჩემთვის წარუმატებლად დასრულდა, ვიპოვე მხოლოდ ერთი მეგობარი რომელიც აქ დარეგისტრირდა 2 წლის წინ, თუმცა ამის შემდეგ აქ აღარ მობრუნებულა (არ მიკვირს). თუმცა საიტი ასე თუ ისე ცოცხალია და საიტზე ვინმეს პოვნა და მის სურათზე +5-ს დაწერა ყოველთვის შეიძლება “ამჟამად საიტზე” გვერდის საშუალებით.

საიტი სამენოვანია, თუმცა პირობითად. რუსულად და ინგლისურად მხოლოდ ქსელის 20-30 პროცენტია ნათარგმნი. ინგლისურის თარგმნის ხარისხი არ მომწონდა სანამ გვერდის რუსული ვერსია არ ვიხილე.

როგორც ვთქვი ზოგადად ინტეფეისი უფრო ოდნოკლასნიკებისკენ იხრება და Facebook-თან საერთო საიტს მხოლოდ ქუდი აქვს. აქ თქვენ იპოვით უკვე ნახსენებ +5-ებს, იქნებით მუდმივად ხაზზე (თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ) და სხვა ოდნოკლასნიკურ ბედნიერებას.

თუმცა იყო რაღაც რაც ამ საიტზე მომეწონა და ეს ე.წ. “საიდუმლო კავშირებია”. მიუხედავად იმისა რომ ამ ფუნქციას ბოლომდე ვერ ჩავწვდი, როგორც მივხვდი ის საშუალებას გაძლევთ “big brother”-ის ქსელში საიდუმლო ურთიერთობები იქონიოთ სხვა მომხმარებლებთან. ჩემი აზრით ეს ფუნქცია ქართული რეალიების გათვალისწინებით შესაძლებელია ძალიან პოპულარული და ფინანსურად მომგებიანიც კი გახადოთ… ერთი სიტყვით მომავლის იდეალური ქართული სოც.ქსელისთვის ჩასანიშნი “feature” არის.

საიტს ასევე აქვს დახმარების განყოფილებაც (FAQ) რომელიც მართალია ქართული ენის გრამატიკაზე განაწყენებულია, თუმცა იგი ძირითად კითხვებზე პასუხს მოიცავს.

შემაჯამებლად მინდა ვთქვა რომ myface.ge რეიტინგული (შედარებით), 2 წლის სოციალური ქსელისათვის ძალიან დაუმუშავებელია. სისტემას არ გააჩნია რაიმე მონეტიზაციის გამოკვეთილი მოდელი და როგორც ჩანს ჯერჯერობით ენთუზიაზმის იმედად არის. საიტს არ აქვს ხედვა და არც რაიმე მიზანი ჩანს მის უკან. სოც.ქსელში არ არის გათვალისწინებული არავითარი პირადი უსაფრთხოების ზომები რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრისთვის გადამწყვეტი ფაქტორია სოც.ქსელში დარეგისტრირებისას. პოზიტიური მხრიდან მხოლოდ საიდუმლო კავშირების იდეას თუ გამოვყოფ რომელიც არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომეწონა “კონცეპტის” დონეზე.

ვერდიქტი: 3/10

მთავარია ვინ იქნება შემდეგი !

სხვა საინტერესო პოსტები

  • გამარჯობა, ალესქანდე.

    კაი პოსტების სერიაა. მცირე შესწორებები მინდა შევიტანო ამ პოსტის ინფორმაციულ–ისტორიულ მხარეში. 2 წლის წინ "რუსთავი 2"-მა, myface.ge კი არ გაარეკლამა არამედ face.ge და ის იმ დროისთვის, თუ არ ვცდები პირველი ქართული სოციალური ქსელი და თავისებური პასუხიც რუსულ "ოდნოკლასნიკებზე". YouTube–ზე სიუჟეთიც ვიპოვე :)) - face.ge launch, მაგრამ ვერც ამ პროექტმა გაამართლა :) იმ დროს ქართველებისთვის +5 უფრო მიმზიდველი იყო.
    ესე გააგრძელე ქართულ სოციალურ ქსელებს კრიტიკა ნამდვილად სჭირდება, რომ მიხვდნენ და რამე შეცვალონ.
  • მადლობა :) ვცდილობ როგორც შემიძლია.

    ხო ნუ რუსთავი 2ის სიუჟეტს რაც შეეხება ეგ სხვაგან წავიკითხე და მაგან შემიყვანა შეცდომაში (მაგას ჩავასწორებ) თუ არა მე რ2 და საერთოდ ტელევიზორი 3 წელიწადზე მეტია არ მინახავს :)
  • ხო ეგ არაფერი. მთავარია ეს საქმე გააგრძელო, სოც. ქსელები შემდეგ იმედია სხვა საიტებსაც შეეხები :)
blog comments powered by Disqus
DigitalCows.net on Facebook
Rss Feed