შესავალი
აი ასე, სანამ სხვები წერენ ივენთებზე სადაც ქართული ინტერნეტის ინოვაცია და ბლოგოსფერო უნდა გააღვიძონ და შთააგონონ, მე იმის გამო რომ ასეთ რაღაცეებში ფიზიკური სიშორის გამო ვერ ვმონაწილეობ, გადავწყვიტე არც მეტი არც ნაკლები ტურნე მოვაწყო ქართულ სოციალურ ქსელებში! დიახ ასეთებიც არსებობს!
ბევრი ჩემი კოლეგა თუ მკითხველი იტყვის რომ ისინი ყურადღების და ძვირფასი დროის ღირსნი არ არიან. მეც დიდი ხანი ვფიქრობდი წამომეწყო თუ არა ეს მოგზაურობა, თუმცა ბოლოს მივედი დასკვნამდე რომ თუ მათზე არავინ ილაპარაკებს (და მითუმეტეს კრიტიკულად) ისინი არც არასოდეს განვითარდებიან. “მოგზაურობის” პერიოდში დრო და დრო ბლოგში სხვა თემებზეც დავპოსტავ ასე რომ გამაგრდით, მხოლოდ ქართული სოც. ქსელებით თქვენს ტანჯვას არ ვაპირებ
.
ახლა ცოტაოდენი ინფო მოგზაურობის შესახებ. მე მოვიმარჯვე პსევდოსახელი, პსევდოგვარი და პსევდოელფოსტა, ასეთი შეიარაღებით გადავწყვიტე ქართული სოციალური ქსელების (უშუალოდ ქსელები და არა ფორუმები ან ჩატები) დალაშქვრა. ექპერიმენტი მოიცავს ქსელში რეგისტრაციას, მისი რამოდენიმე დღე გამოყენებას და შემდეგ ჯამური ვერდიქტის გამოტანას. ვეცდები რაც შეიძლება ობიექტური ვიყო და არსებულ ქაოსში ვიპოვო რაიმე მარგალიტები (კარგი გაგებით
). ამ ყველაფერს ბოლოს კი რაიმე ჯამური პოსტი დააგვირგვინებს. მოვინახულებ რაც შეიძლება ბევრ სოც. ქსელს, მათ პოვნაში კი იმედია Google.com და Top.ge დამეხმარება, თუმცა თქვენც თუ კი რაიმე საიტი გაგახსენდათ აუცილებლად შემატყობინეთ კომენტარებში თუ ელფოსტით.
სოც. ქსელების მფლობელებს (თუ ასეთები შემოვლენ აქ) მინდა ვუთხრა რომ პოსტების ეს სერია წარმოადგენს ჩემს სუბიექტურ აზრს რომელიც დაფუძნებული არის პრაქტიკულ გამოცდილებაზე, მე არ მამოძრავებს არავითარი კომერციული თუ სხვა ზრახვები. ასე რომ არავითარი პრეტენზიები (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ჩემი შემოქმედების მიმართ არ მიიღება
და ბოლოს მინდა ჩემი მოგზაურობა დაწყებულად გამოვაცხადო და ჩემს პირველ დანიშნულების ადგილზე მოგითხროთ (რადგანაც აქ მოსაყოლი არცთუ ბევრია).
Top.ge-ს მიხედვით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი (ვიზიტების რაოდენობის მიხედვით) დღესდღეობით არის Geoclass.ge, ზუსტად ეს იყო ჩემი პირველი გაჩერება. საერთოდ სოციალური ქსელების ერთერთი მთავარი მისია არის დააკავშიროს საერთო ინტერესების მქონე ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ერთმანეთთან, ხომ ასეა? არა! ყოველ შემთხვევაში Geoclass.ge-ს ადმინისტრაცია ასე არ ფიქრობს, მიუხედავად ჩემი მცდელობებისა საზღვარგარეთიდან ამ ძვირფასს საიტზე შესვლა ვერ მოვახერხე, ის როგორც ჩანს საქართველოს გარეთ უბრალოდ დაბლოკილია. რის გამოც მე მისი შესწავლა ვერ მოვახერხე
ამიტომაც შემოვიფარგლები მწირი ინფორმაციით რომელიც მოვიპოვე. ეს არის ჩვენთან პოპოლარული odnoklassniki.ru-ს შეძლებისდაგვარად ზუსტი კოპია იგივე ფერებით, იგივე ფუნქციებით, იგივე იდეით. ასევე ცნობილი რომ ამ საიტზე რეგისტრირებულია ქართული ინტერნეტის ერთერთი პირველი მიკროვირუსული მიკრომოვლენა ჯაბა ჯიქურაშვილი იგივე ვაზისუბნელი რეპერი ტოქსი. სულ ეს არის რაც ვიცი…
მომავალ შეხვედრამდე… მთავარია ვინ იქნება შემდეგი !
