Online-რეპუტაციის შესახებ საუბრობენ ყველგან, წიგნებში, ჟურნალებში, ბლოგებზე, კონფერენციებზე და ლექციებზე. “დღეს თუ Google-ში შენზე ერთი სამი გვერდი შედეგები არ მოიძებნა, ეს შენი პიროვნებიბ არარსებობის ტოლფასია” და ა.შ. საუბარია Online-რეპუტაციის HR-ში აქტიურად გამოყენებაზე, ადამიანები იბრძვიან თავიანთი “იმიჯის” სრულყოფისთვის. თუმცა, გუშინ Financial Times-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით “Why I don’t care about online reputation” ამ საკითხზე ალტერნატიული ხედვაა წარმოდგენილი.
There’s no point in trying to manage your reputation on the internet any more. It’s too late. Skeletons are out of their cupboards and rampaging about online, and anyone can say whatever they like about a company or a person without fear of redress.
სტატიაში საუბარია იმის შესახებ რომ Online-რეპუტაციაზე ზრუნვა და ყოველი ცუდი კომენტარის შემდეგ უძილო ღამეების გატარება დროისა და ჯანმრთელობის ფუჭად ხარჯვაა. ხოლო ინტერნეტში კომენტარებისა თუ ბლოგპოსტების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია ისეთ დევალვაციას განიცდის რომ მასზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. ხოლო HR-ზე დამაშინებელი ისტორიები უბრალოდ გამონაკლისი შემთხვევებია და დროთა განმავლობაში Facebook-ში გამოქვეყნებული “უხერხული” სურათები ნორმა გახდება.
I still think we needn’t worry too much about our own presence online. There are so many indiscretions to be found on the internet that they are as devalued as the Zimbabwean currency. Indeed, if HR departments took any notice of drunken Facebook pictures, there would be no one under 30 left to hire.
სტატია ზოგადად ზედმეტად ცალმხრივია და ზოგ მონაკვეთებში უკიდურესობებშიც ვარდება, თუმცა წამოჭრილია რამოდენიმე ყურადსაღები საკითხი:
- ინფორმაციის დევალვაცია
- ნორმების გადაფასება
- ინტერნეტში ინფორმაციის პრივატულობა
ჩემი აზრით ინფორმაციის დევალვაცია ინტერნეტში, თუ კი ასეთი მოხდება, გამოიწვევს ინტერნეტის როგორ მედია-საშუალების დეგრადაციას. ამის შედეგად კი ჩვენთვის ასე საყვარელი ინტერნეტი დაემსგავსება დანარჩენ მედია საშუალებებს სადაც მართალია ხმის ამოღების საშუალება ყველას ექნება თუმცა მოსმენით მხოლოდ მცირედს მოუსმენენ.
ნორმების გადაფასებას პრინციპში მივესალმები კიდევაც. ის რომ 30 წლის წინ არ არსებობდა ციფრული ფოტო-კამერები და Facebook არ ნიშნავს იმას რომ ადამიანები (მაგ. ისინი ვინც ახლა HR-ში ზის) ალკოჰოლს არ მიირთმევდნენ ან სისულელეებს არ აკეთებდნენ.
ინტერნეტში ინფორმაციის პრივატულობაზე კი სტატიიდან მხოლოდ ციტატას მოვიყვან.
If something is available to 1.7bn people at the click of a mouse, it isn’t terribly private.
დიახ, ძალზედ პრივატულ ინფორმაციას ინტერნეტში არაფერი ესაქმება.
სტატია სრულად შეგიძლია იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.ft.com/cms/s/0/fae79802-3ff3-11df-8d23-00144feabdc0.html
