ჰობი + vlog = $60 მილიონი

ყველა ადამიანის დიდი ოცნებაა ფული იშოვოს იმით, რისი გაკეთებაც მას უყვარს. თუმცა, ბევრისთვის საყვარელი საქმე ჰობის ნიშას იკავებს ხოლმე, ხოლო თავის რჩენა ბევრ შემთხვევაში მისთვის ნაკლებად საინტერესო/მოსაწყენი/[ჩასვით ნებისმიერი უარყოფითი ზედსართავი სახელი] საქმიანობით უხდება. ამასთანავე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იდეა იმისა რომ ადამიანს ბევრად უფრო წარმატებული კარიერის და ცხოვრების მოწყობა შეუძლია თავისი ჰობის, ბიზნესად გარდაქმნით ვიდრე დიდ და პოპულარულ უნივერსიტეტში სწავლით და შემდეგ დიდ კომპანიაში, დიდ თანამდებობაზე მუშაობით რომელიც გულის სიღრმეში გძულს.  სეთ გოდინი ამბობს რომ თუ დღესდღეობით ადამიანს გააჩნია კომპიუტერი, სწრაფი ინტერნეტი და ჰობი, ეს საკმარისია იმისათვის რომ ამ ადამიანმა სხვისთვის მუშაობას თავი გაანებოს და თავისი “ქარხანა” გახსნას სადაც ის საყვარელ საქმეს გააკეთებს.

ერთი ასეთი “ქარხნის” მეპატრონე გარი ვაინერჩუკია. ბელორუსში დაბადებული, ამერიკაში გადახვეწილი რუსი ემიგრანტების შვილი, გარი ბავშვობიდანვე ჩართული იყო საოჯახო ბიზნესში, ალკოჰოლის მაღაზიაში. კოლეჯში სწავლის პერიოდში მან ბიზნესის რებრენდინგი დაიწყო, ასე დაიბადა Wine Library. 1997 წელს გარიმ ინტერნეტში გასვლა გადაწყვიტა და ღვინის ონლაინ მაღაზიაც შექმნა და ამავე დროს თავისი თავის ღვინის ექსპერტად დამკვიდრება დაიწყო.

სოციალური ვების ერის დასაწყისში კი მან vlogინგში დაინახა პოტენციალი და შექმა Wine library TV სადაც ყოველ ეპიზოდში ის ღვინოს აჭაშნიკებს და თავისებურ შეფასებას აძლევს. 4 წელიწადში გარიმ 800-ზე მეტი ეპიზოდი ჩაწერა (დღევანდელი მდგომარეობით ბლოგზე 848 ეპიზოდია), ამ ეპიზოდემა კი მას დაეხმარა 4 მილიონი ბრუნვის მქონე მაღაზია, 60 მილიონიან ბიზნესად ექცია.  ფულთან ერთად გარი გახდა ღვინის ერთერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი, სოც. მედია კონსულტანტი და New York Times-ის ბესტსელერის Crush it! -ის ავტორი.

მედიასაშუალების სწორად შერჩევისა, სოციალურ მედიაში ალღოს და არაჩვეულებრივი შოუმენობის უნარის გარდა გარის წარმატების მთავარი საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების განსხვავებული ფორმაა. ვაინერჩუკმა მოახერხა ღვინის დეგუსტაცია რთულად გასაგები (და კიდევ უფრო რთულად შესასრულებელი) პროცესი, რომელიც მეცნიერებისა და ხელვნების დონეზე იყო აყვანილი, შეექმნა ვიდეო კონტენტი რომელიც ადვილად და საინტერესოდ გადმოცემს ამა თუ იმ ღვინის თვისებებს და რაც მთავარია მაყურებელს უბიძგებს ღვინო თვითონ დააჭაშნიკოს და მისი შეფასებაც თავად დაიწყოს.

კიდევ ბევრს დავწერდი ამ vlog-ის შესახებ (რადგანაც ძალიან მომეწონა), თუმცა მოყოლილს ნანახი სჯობს.

თქვენ გიფიქრიათ როდესმე ვლოგის, როგორც მარკეტინგისა და თვითრეალიზაციის საშუალების შესახებ? გქონიათ ვლოგინგის მცდელობები? გაგვიზიარეთ აზრები კომენტარებში. :)

სხვა საინტერესო პოსტები

  • მიფიქრია ვლოგის შექმნაზე, თუმცა ამ ეტაპზე არ ვარ მზად ამისათვის.
    გარი კარგი ტიპია :)
  • კაია
blog comments powered by Disqus
DigitalCows.net on Facebook
Rss Feed