ინტერნეტი მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა ახალი მოვლენაა. მაგალითად როდესაც მე დავიბადე ის ჯერ კიდევ მხოლოდ ლაბორატორიებში, კვლევით თუ სამხედრო დაწესებულებებში არსებობდა და ერთეულებს ჰქონდა მისი გამოყენების ბედნიერება, დღესდღეობით კი ის ყველა სახლშია თუ ჯიბეში არა. თუმცა მოკლე 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში ინტერნეტში გაიელვა ბევრმა მოვლენამ რომლებიც ვირუსული გახდა და ისტორიას კიდევ დიდი ხანი შემორჩება. LOLcat-ები, ჩაკ ნორისის ფაქტები, ნიგერიელი სპამერები, ბლენდერში გატარებული iPhone, პირველი სიცილაკი “:-)” და უავრავი სხვა.
ამასთან დაკავშირებით წავაწყდი საინტერესო გვერდს “Internet Memes“, რომელიც ინტერაქტიური timelines, სიის ან რუკის ფორმატში წარმოგვიდგენს ინტერნეტ მომენტების უმრავლესობას 1970 წლიდან დღემდე. ასეთი მოველნების უმეტესობა 2000 წლის შემდეგ მოხდა, თუმცა 90-იანი წლებიც მდიდარია ბევრი ისტორიული მომენტით.
გადაავლეთ თვალი, გაიხსენეთ ინტერნეტის ადრეული წლები და შეიგრძენით ნოსტალგია.
