ოცნებიდან რეალობამდე

ორგანიზაცია One Laptop Per Child-ს და მის იდეას ჩვენი საზოგადოება წელს გაეცნო, იმის შემდეგ რაც პრეზიდენტმა განაცხადა რომ ჩვენ პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლიდან თავისი საკუთარი კომპიუტერები  ექნებათ. როგორც აღმოჩნდა კომპიუტერები OLPC-ს XO-1 ყოფილა. შეგახსენებთ რომ XO-1 არის მცირე ზომის, ულტრაგამძლე ლეპტოპი რომლის ღირებულებაც სულ 100 დოლარს შეადგენს და რომელიც გათვლილია განვითარებადი ქვეყნებისთვის სადაც კომპიუტერის შეძენის საშუალება ყველა მშობელს არ აქვს. ამ საკითხზე საქართველოში დიდი დისკუსია იყო ინტერნეტში და ამ წამოწყებას ბევრი გამკრიტიკებელიც გამოუჩნდა, თუმცა ეს პოსტი ამაზე არ არის.

გასული წელს, TabletPC და Kindle-ს გარშემო ციებ-ცხელების დაწყების შემდეგ, OLPC განაცხადა რომ მას აქვს ამბიცია შექმნას ტაბლეტი XO-3 რომელიც იქნება არამხოლოდ მობილური და ყოვლისგამძლე არამედ შეასრულებს როგორც კომპიუტერის ასევე iPad-ის და Kindle-ს ფუნქციასაც და რაც მთავარია მისი ფასი 100 დოლარს არ უნდა აღმატებოდა. OLPC-ს წარმომადგენლებდა მაშინვე დასძინეს რომ იმ დროისათვის ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იყო, თუმცა ეს მათ ოცნებას ხელს არ უშლიდა.

მინდა შეგახსენოთ რომ 100 დოლარიანი ლეპტოპი რამოდენიმე წლის წინ როცა OLPC მხოლოდ იდეის დონეზე იყო ასევე შეუძლებლად მიაჩნდა ბევრს. თუმცა OLPC-მ საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა ასეთი ლეპტოპის გამოშვება და მისი პოპულარიზაციაც მოახდინა. უნდა ითქვას რომ XO-1-ს არ მოუხდენია დიდი რევოლუცია განვითარებადი ქვეყნების განათლებაში ჯერჯერობით, თუმცა 100 დოლარიანმა ლეპტოპმა უდიდესი ბიძგი მისცა netbook-ების იდეას. XO-1-მა ახალი ლიმიტი დაუსვა კომპიუტერების მწარმოებლებს რის შედეგადაც ბაზარზე მივიღეთ უამრავი “პატარა ლეპტოპი” ვიხილეთ რომელთა ფასი სულ რაღაც 250 დოლარიდან იწყება (რაც 3-4 წლის წინ წარმოუდგენელი იყო).

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი რომ გუშინწინ 27 მაისს OLPC-ს დამფუძნებელმა Nicholas Negroponte-მ განაცხადა რომ XO-3-ს პროტოტიპი უკვე 2010 წელს მოევლინება ქვეყანას, ხოლო მასიური მისი წარმოება 2012 წელს დაიწყება და მისი ფასი კი სულ 75 დოლარს შეადგენს.  XO-3 Nicholas Negroponte-ს განცხადებით ასევე განვითარებული ქვეყნების ბავშვებისთვისაც იქნება საინტერესო და სასარგებლო. XO-3-ს ექნება 9 დიუიმიანი ეკრანი რომელიც იმუშავებს ორ რეჟიმში. ერთი რეჟიმი იქნება ჩვეულებრივი backlight განათებით, ხოლო მეორე “Kindle-ს  რეჟიმი” სადაც  ე.წ. e-inkის ტექნოლოგია იქნება გამოყენებული და ეკრანზე მოცემული გამოსახულების წაკითხვა მზის სინათლის დახმარებით იქნება შესაძლებელი (რაც თავის მხრივ თვალს ნაკლებად ღლის). ოპერაციულ სისტემად ამ ეტაპზე Google Android მოიაზრება. Nicholas Negroponte-ს სიტყვებით ერთადერთი რისი მიღწევაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება არის პლასტმასის ეკრანი. პროტოტიპი ჩვეულებრივი მინის ეკრანით გამოვა რომელიც ნაკლებად გამძლეა, თუმცა Negroponte-ს იმედი აქვს რომ 2012 წლისთვის პლასტმასის ეკრანი, “რომლის გატეხვა შეუძლებელი იქნება”, რეალობად იქცევა.

მოახდენს თუ არა XO-3 კიდევ ერთ რევოლუციას კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე? ვიხილავთ თუ არა იაფი ტაბლეტების მთელ არმიას? ამას ალბათ მომავალი წლისათვის ვნახავთ.

პ.ს. ბლოგი 1 წლის გახდა სულ გამოდენიმე დღის წინ, მოვულოცოთ :)

სხვა საინტერესო პოსტები

blog comments powered by Disqus
DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed