ბლოგის შესახებ

ბლოგს საკუთარ დომენზე გადასვლასთან ერთად, ბოლო-ბოლო, ეღირსა “ბლოგის შესახებ” გვერდი.

ბლოგის ავტორი

ბლოგი როგორც უკვე იცით (ან შეამჩნევდით მაინც) შეეხება სოციალურ მედიას, ინტერნეტს, მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს და ამ ყველაფრის საშუალებით მარკეტინგის წარმოებას. ადრე ბლოგი ფუნქციონირებდა Wordpress-ის პლატფორმაზე და იყო განთავსებული (და ძველი ნაწილი ახლაც იქ არის) http://usatauro.wordpress.com -ზე.

დომენის არქონასთან ერთად ბლოგს არ ჰქონდა სახელი და შესაბამისად იყო უსათაურო. ამის მიზეზი კი ის იყო რომ ყველა სიკარგესთან ერთად ძალიან მიჭირს სახელების მოფიქრება. ახლაც რამოდენიმე დღიანი ტვინის ჭყლეტის შედეგად ვშობე სახელი “Digital Cows” ანუ “ციფრული ძროხები”. სახელი არ ატარებს არავითარ სიმბოლიზმს ან ქვეტექსტს, just სახელია რა… :)

რაც შეეხება ბლოგის ავტორს. თქვენი მონა-მორჩილის სახელი არის ალექსანდრე ასათიანი, საქართველოს დედა მამაქალაქიდან, ქუთაისიდან. ამჟამად, ვმდებარეობ ჰელსკინკში სადაც დავეუფლე საერთაშორისო ბიზნესის ხელოვნებას, მარკეტინგის განხრით.

სოციალური მედია ჩემი ჰობია, რომელიც მინდა თანდათან პროფესიად ვაქციო. ვბლოგერობ უკვე 2007 წლიდან თუმცა სერიოზულად ამ საქმეს შევუდექი 2009 წლის მაისიდან ზუსტად ამ ბლოგით.

იმედია მოგეწონებათ Digital Cows და რაიმე სასარგებლოსაც გამოიტანთ ჩემი ნაწერიდან. დიდი სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებსა და კონსტრუქციულ კრიტიკას.

შენიშვნებისათვის, სურვილებისა თუ უბრალოდ კავშირისთვის გამოიყენეთ კონტაქტების გვერდზე განთავსებული თქვენთვის მოსახერხებელი რომელიმე საშუალება, ვეცდები ხოლმე სწრაფად გიპასუხოთ, თუმცა არც 1 კვირიანი დაგვიანებები გაგიკვირდეთ :)

blog comments powered by Disqus
DigitalCows.net on Facebook
Rss Feed