ოცნებიდან რეალობამდე

ორგანიზაცია One Laptop Per Child-ს და მის იდეას ჩვენი საზოგადოება წელს გაეცნო, იმის შემდეგ რაც პრეზიდენტმა განაცხადა რომ ჩვენ პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლიდან თავისი საკუთარი კომპიუტერები  ექნებათ. როგორც აღმოჩნდა კომპიუტერები OLPC-ს XO-1 ყოფილა. შეგახსენებთ რომ XO-1 არის მცირე ზომის, ულტრაგამძლე ლეპტოპი რომლის ღირებულებაც სულ 100 დოლარს შეადგენს და რომელიც გათვლილია განვითარებადი ქვეყნებისთვის სადაც კომპიუტერის შეძენის საშუალება ყველა მშობელს არ აქვს. ამ საკითხზე საქართველოში დიდი დისკუსია იყო ინტერნეტში და ამ წამოწყებას ბევრი გამკრიტიკებელიც გამოუჩნდა, თუმცა ეს პოსტი ამაზე არ არის.

გასული წელს, TabletPC და Kindle-ს გარშემო ციებ-ცხელების დაწყების შემდეგ, OLPC განაცხადა რომ მას აქვს ამბიცია შექმნას ტაბლეტი XO-3 რომელიც იქნება არამხოლოდ მობილური და ყოვლისგამძლე არამედ შეასრულებს როგორც კომპიუტერის ასევე iPad-ის და Kindle-ს ფუნქციასაც და რაც მთავარია მისი ფასი 100 დოლარს არ უნდა აღმატებოდა. OLPC-ს წარმომადგენლებდა მაშინვე დასძინეს რომ იმ დროისათვის ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იყო, თუმცა ეს მათ ოცნებას ხელს არ უშლიდა. (სრულად…)

Online-რეპუტაცია

Online-რეპუტაციის შესახებ საუბრობენ ყველგან, წიგნებში, ჟურნალებში, ბლოგებზე, კონფერენციებზე და ლექციებზე. “დღეს თუ Google-ში შენზე ერთი სამი გვერდი შედეგები არ მოიძებნა, ეს შენი პიროვნებიბ არარსებობის ტოლფასია” და ა.შ. საუბარია Online-რეპუტაციის HR-ში აქტიურად გამოყენებაზე, ადამიანები იბრძვიან თავიანთი “იმიჯის” სრულყოფისთვის. თუმცა, გუშინ Financial Times-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით “Why I don’t care about online reputation” ამ საკითხზე ალტერნატიული ხედვაა წარმოდგენილი.

There’s no point in trying to manage your reputation on the internet any more. It’s too late. Skeletons are out of their cupboards and rampaging about online, and anyone can say whatever they like about a company or a person without fear of redress.

სტატიაში საუბარია იმის შესახებ რომ Online-რეპუტაციაზე ზრუნვა და ყოველი ცუდი კომენტარის შემდეგ უძილო ღამეების გატარება დროისა და ჯანმრთელობის ფუჭად ხარჯვაა. (სრულად…)

მსოფლიოში ყველაზე ძვირი დომენების ტოპ-10

ინტერნეტ დომენს Sex.com-ს აქვს რეალური შანსი გახდეს (კიდევ ერთხელ) ყველზე ძვირი დომენი ინტერნეტის ისტორიაში. 18 მარტს გაიმართება აუქციონი სადაც sex.com გაიყიდება, საწყისი ფასი 1 მილიონი დოლარია.

დომენი დარეგისტრირდა 1994 წელს, მისი პირველი მფლობელი გარი კრემენი იყო. შემდეგ წლებში კრემენს რამოდენიმე სასამართლო პროცესში მოუწია თავისი უფლებების დაცვა Sex.com-ის გამო. თუმცა 5 წლიანი დავის შემდეგ კალიფორნიის სასამართლომ კრემენს დომენზე უფლებები დაუმტკიცა და მოსარჩლე მხარეს მისთვის 65 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა (მორალური ზარალის ანაზღაურება).

2006 წელს კრემენმა დომენი 14 მილიონ დოლარად გაყიდა, რის შედეგადაც დომენი მსოფლიოს უძვირესი დომენი გახდა. ეს ტიტული Sex.com-მა გასულ წელს დაკარგა, მის შემდეგ რაც Insure.com 16 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მიუხედავად იმისა რომ Sex.com არასოდეს ფუნქციონირებდა, სასამართლო დავების ხარჯზე მისგან დღიური შემოსავალი 15,000 დოლარია (თუ მის ფასს და სასამართლო კომპენსაციებს გავყოფთ მისი არსებობის დღეებზე).

თუმცა სანამ ცნობილ დომენს მიეცემა პირველობის დაბრუნების შანსი, გადავწყვიტე გამომეკვლია სხვა “მილიონიანი” დომენები. მათი ტოპ ათეული .com დომენებით არის დაკომპლექტებული. მიუხედავად ასტრონომიულად დიდი ფასისა ბევრი ეს დომენი გამოუყენებელია (ისევე როგორც Sex.com). სია კი ასე გამოიყურება: (სრულად…)

ინტერნეტი 2010

ამ პოსტში მინდა გიგიზიაროთ მორიგი ახალი ვიდეო-რგოლი რომელიც აჯამებს ინტერნეტის მოხმარების უახლეს სტატისტიკას (2010-ის თებერვლის მოვლენების ჩათვლით).

რამოდენიმე ფაქტი რაც “თვალში მომხვდა”:

- ინტერნეტს უკვე 1.73 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს (არადა სულ ცოტა ხნის წინ მახსოვს როგორ ზეიმობდნენ პირველ მილიარდს :) )

- აქედან მომხმარებლების სრული უმრავლესობა აზიიდან არის 738,257,230.

- ყვავას აინტერესებდა ბლოგების რაოდენობა მსოფლიოში, Blogpulse-ს მონაცემებით 126 მილიონია.

მეტს თავს აღარ შეგაწყენთ, დანარჩენი იხილეთ ვიდეოში:

JESS3 / The State of The Internet from Jesse Thomas on Vimeo.

« Older Entries
DigitalCows.net on Facebook
Rss Feed