Face.ge
რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, მივადექი ჩემს შემდეგ მსხვერპლს Face.ge-ს. თავიდანვე მინდა დავიწყო იმით რომ სხვა აქამდე განხილული სოც. ქსელებისგან განსხვავებით Face.ge არ არის რომელიმე სხვა ცნობილი სოც.ქსელის ზუსტი კლონი, მას გააჩნია საკუთარი დიზაინი და ხედვა რაც უკვე იმედისმომცემია.
რაც შეეხება ხედვას და სამიზნო აუდიტორის ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანი დარჩა ამ საიტის შემთხვევაში. ერთი შეხედვით face.ge იხრება ნაცნობობის საიტისკენ, რომელიც ტრიალებს სურათების, პარტნიორის შერჩევის თამაშებისა და ტესტების გარშემო, ამავე დროს საიტის დახმარებისა და უსაფრთხოების განყოფილებაში მითითებულია ბევრი წესები მცირეწლოვნებისა და მათი მშობლების მისამართით (მინიმალური ასაკი რეგისტრაციისათვის 7 წელია, რაც ნაცნობობის საიტის იდეას კლავს ჩემი აზრით).
სოციალურ ქსელში როგორც უკვე ვახსენე დიდი ადგილი უჭირავს სურათებს და შესაბამისად დიდი სუპერ +10-ის როლიც. (სრულად…)
პირველი თავი შეგიძლიათ იხილოთ აქ
ოდნობუკი
Geoclass.ge-ს ცუდი მასპინძლობით განაწყენებული ჩავუყევი ტოპ.გე-ს რეიტინგს და იმ დღისათვის პოპულარობით მეორე ქსელს Myface.ge-ს მივადექი. ეს ქსელი, როგორც ერთერთ ფორუმზე ამოვიკითხე შემდეგ, რუსთავი 2-ც კი “გააპიარა” 2 წლის წინ და იმედისმომცემიც უნდა ყოფილიყო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მის გამოკვლევას.
ერთი შეხედვით საიტის სახელი და “ჰედერი” მიგვითითებს რომ საიტი wannabe Facebook-ია, თუმცა ლოგო და ქსელის შიგა მოწყობილობა აშკარად ოდნოკლასნიკებით არის შთაგონებული.

საიტის ჰედერი
აღსანიშნავია ის იმედისმომცემ ქსელში რეგისტრაცია რჩეულთა ხვედრია. (სრულად…)
ცნობილია რომ სავიზიტო ბარათი ე.წ. Networking-ის აუცილებელი ატრიბუტია. ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავცვალოთ სასურველი საკონტაქტო ინფორმაცია. მის შემდეგ რაც ინტერნეტში მომრავლდა სოციალური ქსელები თუ Community-ბი რომლებშიც ჩვენ გაწევრიანება გვიწევს, გაჩნდა “სავიზიტო ბარათის” აუცილებლობა ელექტრონულ ფორმატში. გარდა ამისა გახდა პოპულარული სოც. ქსელების მისამართების დატანა ქაღალდის სავიზიტო ბარათებზე. თუმცა, ყველა ელფოსტის, სოც. ქსელის თუ “ვიდეო-შერინგის” დამახსოვრებაა პრობლემატური, არათუ მათი სხვაზე გადაცემა.
ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა რამოდენიმე სერვისი, რომელთაგანაც მე ყვალაზე მეტად www.card.ly -მ მომხიბლა. სერვისს გააჩნია პრემიუმ მომსახურება, თუმცა უფასო ვერსია სრულიად ფუნქციონალურია (ფასიანი ვერსიის უპირატესობა მხოლოდ თემების რაოდენობაშია). Card.ly სამ კატეგორიად ჰყოფს ბარათს: ჩემს შესახებ, სოც. ქსელები და კონტაქტი. ასევე შესაძლებელია სურათის ატვირთვა და მოკლე (140 სიმბოლო) სლოგანის დართვა.
სერვისის პლიუსებია:
- გამოყენების და რეგისტრაციის სიმარტივე.
- საკმაოდ ფართო არჩევანი ბარათების დიზაინში.
- თქვენ ბარათის მოკლე და მოსახერხებელი მისამართი Card.ly/saxeli
- სოც. ქსელების უმრავლესობის მხარდაჭერა.
ასევე შეიძლება პერსონალური badge-ს გაკეთება და მისი ჩასმა ბლოგზე თუ ვებსაიტებზე.
დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://card.ly/demo
კარგი რამეა ერთი სიტყვით, I found it useful.
ამ პოსტის დაწერა, Dodka.ge-ზე გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა გადამაწყვეტინა. პოსტი აწ უკვე ყვალსათვის ცნობილ ბლოგერს cyxymu-ს ეხებოდა, თუმცა ყურადღება იყო გამახვილებული ქართული და უცხოური ინტერნეტ-სერვისების ავკარგიანობაზე. შემდეგ იყო დისკუსია იმის შესახებ, გვჭირდება თუ არა ქართული სოც.ქსელები თუ ბლოგ-პლატფორმები. იყო ნახსენები ქართული სერვისების უსაფრთხება და სანდოობა.
თუმცა, მოდით ტექნიკური საკითხები ამჯერად გვერდზე გადავდოთ და მთელი ყურადღება თემის იმ ნაწილს დავუთმოთ, რომელშიც ფანტაზია და ბიზნეს ალღო უფრო მნიშნველოვანია ვიდრე ჰოსტინგის bandwidth ან სერვერის ადგილმდებარეობა. და ამ ნაწილს, ქართულ ინტენეტში ინოვაციის პრობლემა (უფრო შორს წავალ და ვიტყვი თითქმის უქონლობა) ჰქვია.
თავიდანვე ვიტყვი, მე არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ ჯგუფს რომელიც თვლის რომ ქართული ინტერნეტ სერვისები, ამა თუ იმ მიზეზთა გამო, არ გვჭირდება და ჯობია “ვორდპრესი ვაქართულოდ”. არა ცუდად არ გამოგოთ, გაქართულება საჭიროა და მე თუ მკითხავთ ამ საკითხში მეტი გააქტიურებაც გვმართებს რადგან პროცესი კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ (თუმცა ეს სხვა თემაა), მაგრამ ქართული ინტერნეტის განვითარებისთვის ლოკალური პროექტებიც საჭიროა…
თუმცა იმას, რაც ქართულ ინტერნეტში ახლა ხდება, ზემოხსენებულთან საერთო არაფერი არ აქვს. მოდით ჩავატაროთ მოკლე ექსკუსია ქართულ ინტერნეტში. ვეწვიოთ ქართული საიტების კატალოგს, top.ge-ს, თავი დავანებოთ პირველ გვერდს სადაც ქვეყნის უდიდესი (!) პროვაიდერის ორი ოფიციალური ვარეზი, მეზობელი ქვეყნის სოც. ქსელის კლონი, ტელევიზიის საიტი, მაგთიFun, ლექსიკონი, ფორუმი, ერთი ორი ფაილ-ჰოსტინგი და ყველაზე საინტერესო, თავად ტოპ.გე არიან დაბანაკებული. Чем богаты, тем и рады, ასე თუ ისე მრავალფეროვნებაა. მივდივართ მეორე გვერდზე… სტოპ!

შევიდეთ forum.ge-ს “პოლიგონზე” (ადგილი სადაც ახალ საიტების შეფასება მიმდინარეობს):

რამოდენიმე ეული (და არც ისე ინოვაციური, გულზე ხელი რომ დავიდოთ) საიტის გარდა, დანარჩენები გვთავაზობენ: დაუვიწყარ სიამოვნებას, 100%-ით მუშა თამაშებს და ფილმებს სხვადასხვა უცხოურ ენაზე. ხალხში ასეთ საიტებს ვარეზებს უწოდებენ . თუ რას ნიშნავს ვარეზი ამის ახსნას აღარ დავიწყებ, თუ გაინტერესებთ უბრალოდ დაგუგლეთ იგი ან მოცემულ რომელიმე საიტზე შედით. ასევე აქ მოთავსებულია ქართული ვარეზების მუდმივი მეგობრები ფაილ-ჰოსტინგები, რომელთა სიცოცხლისსაშუალო ხანგრძლივობა ძალზედ დაბალია ხოლმე.
ასეთ მდგომარეობაში, მარტო უცხოური პროექტების თარგმნით შორს ვერ გავალთ. რაც არ უნდა იყოს, მგონი საჭიროა ქვეყანაში საიტების (რომლებშიც შესვლა შეიძლება) რაოდენობა, ცალ ხელზე თითების რაოდენობას, უნდა აჭარბებდეს (აქ ბლოგები და პერსონალური ჟურნალები არ ითვლება).
მაშ ასე, ქართული პროექტები გვჭირდება!
მე ვთქვი, ქართული პროექტები და არა უცხოური პროექტების უხარისხო კოპია. ბევრი ასეთი ქართული “პროექტი”, ჩინურ ტელეფონს ჰგავს. ხედავ ტელეფონს, თითქოს HTC Touch-ია, თითქოს ზედ Windows Mobile აყენია, თითქოს ფუნქციები სრულიად იგივეა (ზოგჯერ მეტიც კი), თითქოს… თუმცა არა, აშკარად ეტყობა რომ ჩინური подделка არის და უხარისხოა. მალე გაფუჭდება, შიგ შენახულ ინფორმაციასაც შეიწირავს და გადასაგდები იქნება. იმედია მიხვდით რისი თქმა მინდა.
ცალკე პრობლემაა დაკავებულ ნიშაში “ჩაკვეხება”. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს თითქოს რომ იქ სადაც არსებობს ტვიტერი რომელიც თვეში 1382% ზრდას განიცდის და ყველას პირზე აკერია, ქართული მიკრობლოგინგის სერვისის გაკეთება უადგილოა. იქ სადაც არსებობს ვორდპრესი რომელზეც მილიონობით ბლოგია დაჰოსტილი და უზარმაზარი “საფორთი აქვს”, ქართული ბლოგ-პლატფორმის გაკეთება სისულელეა. და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება.
მე მომხრე ვარ შეიქმნას ქართული პროექტები, თუმცა არ მინდა შეიქმნას ქართული პროექტები მხოლოდ შექმნისთვის. ამით იმის თქმა მინდა რომ საშინლად წინააღმდეგი ვარ ასეთი რამეების როგორიც არის: “მოდი შევქმნათ ქართული ბლოგ-პლატფორმა, ქართველებს ერთი კაი ბლოგ-პლატფორმა არ უნდა გვქონდეს?”
ხო, შეიქმნა ქართული… მერე?
რაიმეს შექმნისას, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ:
- რა სარგებელს მოუტანს ჩვენი ქმნილება მომხმარებელს?
- რითი არის ჩვენი ქმნილება განსხვავებული უკვე არსებულისგან?
- არის თუ არა ეს განსვავება ისეთი “წონიანი” რომ ხალხი გამოექცევა არსებულ სერვის-პროვაიდერებს და თქვენთან მოვა?
- რა მიზანი გვაქვს პროექტის შექმნისას, გარდა იმისა რომ სხვა არაფერი გვაქვს საქმე და გვინდა დავკავდეთ და იმისა რომ “კაი, სუფთა ქართული პროექტი” შევქმნათ?
დავფიქრდეთ!
ამ დამაფიქრებელ ნოტაზე გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე