კორპორატიული სოც. ქსელები

995748___network__ერთთვიანი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ ახლა დაკავებული ვარ სწავლით, ვეცდები ბლოგზე კვირაში ერთხელ მაინც დავწერო.  ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ ჩემი RSS ლენტა გამოიწეროთ, არარეგულარული განახლებების მისაღებად. :)

ახლა გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ საკითხზე.  სოციალური ქსელები ბიზნესს უკვე დიდი ხანია (სოციალური ვების განზომილებით) იზიდავს. Facebook, Twitter, MySpace, LinkedIn და სხვები დიდი ხანია გახდნენ პოლიგონი მარკეტინგული კამპანიებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების ძებნი ადგილი. მაგრამ კორპორატიული სოციალური ქსელები უკვე სხვა განზომილებაა.

ბაზარზე არის რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დახურულ სოც. ქსელებს სთავაზობს. თუმცა არსებობს აზრი (და გამოკვლევები) რომ ეს ტყუილა დროისა და ფულის ხარჯვაა. მიზეზად სახელდება მომხმარებლების სიმცირე, კომპანიების მენეჯმენტის გამოუცდელობა სოც.ქსელების მართვაში და ინვესტიციის სიდიდეს (რომელიც სარგებელს არ შეესაბამება). არა და ერთი შეხედვით სპეციალიზირებულმა, კომპანიაზე მორგებულმა სოც. ქსელმა შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს კომპანიის პროცესებში და საკმაოდ ფულიც დაზოგოს, ამავე დროს არ სჩანს პროდუქტი რომელიც ამას შესძლებს.

ამ რამოდენიმე დღის წინ გავეცანი კორპორატიული სოც. ქსელების ახალ კონცეპციას რომელზეც უკვე მუშაობს რამოდენიმე კომპანია. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოსმენილი და თქვენი აზრიც მოვისმინო.

ახალი კონცეპტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კორპორატიული პროდუქტის შექმნას, არამედ უმიზნებს კონკურენცია გაუწიოს დღეს არსებულ სოც. ქსელებს და სოციალურ ინტერნეტში მომხმარებლის მოქმედებას “აზრი შემატოს”.

მოკლედ რომ ავღწერო, ლაპარაკია მრავალშრიან გაერთიანებულ დიდ სოც. ქსელზე რომელიც შესძლებს სხვადასხვა მომხმარებელს, სხვადასხვა შრეზე, მისთვის სასურველი სერვისი მისცეს. ამავე დროს, თითოეულ მომხმარებელს რამოდენიმე შრე შესთავაზოს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ დღეს წამოჭრილი Privacy-ს, სპამის და ინფორმაციისგან გადატვირთვის პრობლემა.

მოვცილდეთ თეორიას და პრაქტიკულ მაგალითზე განვიხილოთ დაწერილი:
მომხმარებელი X დღესდღეობით გაწევრიანებულია… ვთქვათ Facebook-ში… მას ჰყავს რამოდენიმე ასეული “მეგობარი”. მათი სია შედგება ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანთა ჯგუფებისგან: ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლებისაგან, მეზობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ინტერნეტ ნაცნობებისგან, 15 წლის უნახავი თანაკლასელებისგან, თანაკურსელებისგან, შემთხვევითი ნაცნობებისგან… და ღმერთმა იცის კიდევ  ვისგან. X გაწევრიანებულია ათეულობით ჯგუფში რომლისგანაც იყენებს 5-10 %. მოსდის ათობით შეტყობინება/მოპატიჟება… ხდება დიდი რაოდენობით არასასურველი ინფორმაციის ცირკულაცია. ხდება არასასურველი ადამიანთა ჯგუფებთან ინფრომაციის გაზიარება…facebook_fail

მეორეს მხრივ არიან კომპანიები რომლებსაც უწევთ დიდი რაოდენობით არასაჭირო ინფორმაციის დამუშავება. ისინი შეცდომაში შედიან კლიკების ან სოც. ქსელებში ჯგუფის წევრების რაოდენობით. გამიზნული დიალოგის ნაცვლად კი ბევრის მარკეტინგული ძალისხმევა, ქუჩაში გამოკრულ ბილბორდს ემსგავსება რომელიც ყველასათვის და ამავე დროს არავისთვის არის.

მრავალშრიანი სოც. ქსელი ითვალისწინებს ამ შეუთავსებელი მიკროსამყაროების ერთმანეთისგან გამოყოფას და ცალკე, იზოლირებულ შრეებში მოქცევას, ასევე სასურველი შრეების სასურველი დოზით დაკავშირებას. კომპანიებს ეს საშუალებას მისცემს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მიზნობრივ ჯგუფებთან, გამოყოს და გაანალიზოს საჭირო ინფორმაცია და ასევე აწარმოოს სოც. ქსელი რომელიც ერთდროულად მოიცავს კლიენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ერთად, თუმცა ამავე დროს ცალკე იქნებიან.

მომხმარებელი ამ თეორიის მიხედვით იღებს პირველ რიგში მეტ ძალაუფლებას კომპანიასთან მიმართებაში (პირდაპირი მიზნობრივი დიალოგის სახით) და ამავე დროს მას უბრუნდება ის privacy რომელიც სოც. ქსელებმა ამ ბოლო დროს წაართვეს მას.

კონცეპტი დიდი, აბსტრაქტული და ფანტასტიკური სჩანს, თუმცა მისი სერიოზული განხილვა და მასზე მუშაობა მიდის. შედეგს მომავალი 5 – 10 წელი გვიჩვენებს.

რას ფიქრობთ ასეთ დიდ, გაერთიანებულ და მრავალშრიან სოც. ქსელზე? გამოთქვით თქვენი აზრი კომენტებში.

წარმატების საზომი

875590_world_economic_growthაი როგორც იქნა მოვიცალე პოსტის დასაწერად.

დღეს ვისაუბრებ იმის შესახებ თუ როგორ იზომება ამა თუ იმ ვებგვერდისა თუ ბლოგის წარმატება დღევანდელ ინტერნეტ-სივრცეში.

არსებობდა დრო, არცთუ დიდი ხნის წინ, როდესაც ინტერნეტში თქვენი გვერდის წარმატების გაზომვა უადვილესი საქმე იყო. ერთადერთი საზომი რომელიც არსებობდა Web 1.0  ხანაში და Web 2.0-ის საწყის ეტაპებზე  იყო ვიზიტორების რაოდენობა. ამ სტატისტიკის მოპოვება შესაძლებელი იყო ვებგვერდის ლოგების დათვალიერებით.  ეს საზომი საკმაოდ პირდაპირი იყო და აჩვენებდა ვიზიტორების რაოდენობას თარიღების მიხედვით, ასევე ის გამოყოფდა უნიკალურ და “ძველ” ვიზიტორებს. არავითარი სირთულე. თუმცა  Web 2.0-ის განვითარების შემდეგ აშკარა გახდა რომ ვიზიტორები არაფრის მაჩვენებელი აღარ იყო.

ასე შემოვიდა თანდათანობით ახალი საზომი – ვებგვერდზე გატარებული დრო. ვებსაიტების მფლობელები მიხვდნენ რომ მხოლოდ გვერდზე შემოსვლა არაფერს ნიშნავდა თუ კი მომხმარებელი არაფერს წაიკითხავდა და ეგრევე მეორე გვერდზე გადავიდოდა. ეს მონაცემი უკვე უფრო აბსტრაქტული იყო ვიდრე პირველი, ანუ ისეთ გვერდზე როგორიც MySpace.com მომხმარებელი საშუალოდ უფრო მეტ დროს გაატარებდა ვიდრე weather.com-ზე, თუმცა ეს ამ უკანასკნელის წარუმატებლობას არ ნიშნავდა.  საიტზე გატარებული დრო, ისევე როგორც ვიზიტორების რაოდენობა, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისია სრული სურათის მისაღებად.

ახლანდელ ინტერნეტში (ზოგი მას უკვე Web 3.0 -აც მოიხსენიებს) შემოვიდა გვერდის წარმატების საზომების მთელი ლეგიონი. ამიტომაც პროფესიონალები გვირჩევენ მათ ყველას არ დავედევნოთ და შევარჩიოთ რამოდენიმე ვებგვერდის სპეციფიკის მიხედვით. აქაც მე მხოლოდ იმათ მოვიხსენიებ რომლებიც გამახსენდება, დანარჩენი შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ ;) .

დაბრუნებული ვიზიტორები – ეს მონაცემი გვიჩვენებს იმას თუ რამდენად საინტერესოა კონტენტი ჩვენს გვერდზე, და უჩნდებათ თუ არა მომხმარებლებს მასზე დაბრუნების სურვილი. ეს მონაცემი ასევე აბსტრაქტულია და საშუალო რიცხვი ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

დათვალიერებული გვერდების რაოდენიბა ერთი ვიზიტისას -  ამის საშუალებით ჩვენ ვგებულობთ არის ჩვენი ვებსაიტი/ბლოგი მხოლოდ Frontpage თუ საინტერესო კონტენტი სხვაგანაც დევს.

RSS-ის გამომწერები – ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემია IMHO, რადგან პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ჩემს RSS-ში მხოლოდ რჩეულები ხვდებიან.

ლინკები – რამდენი საიტი/ბლოგი “გლინკავთ” თქვენ? ეს მონაცემი განსაკუთრებით ბლოგებისთვის არის მნიშვნელოვანი, ისეთი სერვისების დასაპყრობად როგორიც Technorati არის.

პოზიცია Google-ში – თუ კი თქვენ პირველ გვერდზე ხვდებით თქვენს სფეროში, ჩათვალეთ რომ წარმატებამდე ნახევარი გზა უკვე განვლილია.

Keywords – თუმცა წინა მონაცემი არაფრის მომცემია თუ არ არის გათვალისწინებუ Keyword-ები. რადგან ისეთ Keyword-ზე პირველ ადგილზე გამოსვლა რომელიც თავში არავის მოუვა დიდი ვერაფერი მიღწევაა.

კომენტარები – თუ კი თქვენს საიტს ასეთი ფუქნცია გააჩნია, კომენტარების რაოდენობაც გასათვალისწინებულია. მარტივი ფორმულა აქ ასეთია “კომენტარები > პოსტები

თემები და ჯგუფები კომიუნიტებში – თქვენს გვერდზე ფორუმის თემაა გახსნილი? Facebook-ში აქტიური ჯგუფია შექმნილი? მშვენიერია :)

პოზიცია კატალოგებში – დღესდღეობით განსაკუთრებით ბლოგებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია პოზიცია ისეთ სერვისებში როგორიც Technorati, Blogpulse და ქართულ რეალობაში Top.ge არის.

აი სულ ესენია რაც უცებ გამახსენდა. კიდევ არის ისეთი კომპლექსური სისტემები როგორიც Google page rank, Alexa და ა.შ. თუმცა ეგ უკვე სხვა ისტორიაა.

გაქვს შენი საზომები? გავიზიარე კომენტარებში.

Viral Video ქართულად

youtubeამაზე დიდ ხანს ვიფიქრე… ქართული ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა არც თუ ისე დიდია. ბოლო წლებში ზრდის ტენდენცისს მიუხედავად უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძებთ შევქმნა მილიონიანი community მარტივი მიზეზის გამო… ცოტანი ვართ.

შესაბამისად viral ეფექტის მიღწევა ჩვენთან საკმაოდ რთულია. ამას ისიც ემატება რომ ინგლისურის, გერმანულის თუ რუსულისგან განსხვავებით ქართული ჩვენს გარდა არავის ესმის :) შესაბამისად საკმაოდ პატარაა აუდიტორია.

თუმცა სულ ახლახანს აღსრულდა ნატვრა და საქართველოშიც გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების ჭეშმარიტი ვირუსული ვიდეო. ის არც მარკეტოლოგების დაუღალავი შრომის შედეგია და არც კრეატიული ინდივიდუალების შემოქმედება. ეს არის მოქალაქე თემურ ვალერის-ძე ჯახაიას კომენტარი. ინვერ მანიას ნათესავმა თავისი მონაყოლით შესძლო ის რაც ვერ შესძლო აქამდე ვერავინ :D . Youtube-ზე ამ ვიდეომ სულ მოკლე დროში 150 000 მნახველზე მეტი შეიძინა (სამწუხაროდ ანგარიში რომელმაც ვიდეო პირველად გამოაქვეყნა რომელსაც 120 000 view ჰქონდა ახლახან გაუქმდა). პოპულარობა თვეების შემდეგაც იგივე დონეზე რჩება. “კოხორამ” სექუელიც გადაიღო, ტელევიზიაშიც გამოჩნდა და ინტერნეტში უამრავი ფანიც მოიპოვა.

ამას მოწმობს ჯახაიას გამოსახულებიანი ავატარები, მისი გამოსახულებით მაისურების გაკეთების მსურველები, უამრავი თემა ფორუმზე და მისი ფრთოსანი ფრაზები. რა იყო ის მომენტი რომელმაც ეს ვიდეო ასეთი პოპულარული გახადა? მეგრული აქცენტი? ჯახაიას კოლორიტული “ვიდი”? მოყოლილი ამბავი? თუ გალის რაიონში მოყვანილი კანაფი?

მართალი გითხრათ არ ვიცი :D ჩემთვისმთავარი ამ ამბავში ისაა რომ viral effect ჩვენს ინტერნეტ სივრცეშიც შესაძლებელია… ამიტომ მარკეტოლოგებო, ინტერნეტ ბიზნესის მფლობელებო, მეტი კრეატიულობა, მეტი შემართება. დავივიწყოთ სტერეოტიპი რომ ქართულ ინტერნეტში მარტო ვარეზი მუშაობს და შემოსავლი და რეკლამის წყარო მხოლოდ თვეში 20 ლარიანი ბანერებია (რომელიც არსად სხვაგან აღარ მუშაობს :D ).

ესაა ჩემი კომენტარი.

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=02VBYU3D6xc&hl=en&fs=1]

DigitalCows.net on Facebook
Rss Feed