ჰობი + vlog = $60 მილიონი

ყველა ადამიანის დიდი ოცნებაა ფული იშოვოს იმით, რისი გაკეთებაც მას უყვარს. თუმცა, ბევრისთვის საყვარელი საქმე ჰობის ნიშას იკავებს ხოლმე, ხოლო თავის რჩენა ბევრ შემთხვევაში მისთვის ნაკლებად საინტერესო/მოსაწყენი/[ჩასვით ნებისმიერი უარყოფითი ზედსართავი სახელი] საქმიანობით უხდება. ამასთანავე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იდეა იმისა რომ ადამიანს ბევრად უფრო წარმატებული კარიერის და ცხოვრების მოწყობა შეუძლია თავისი ჰობის, ბიზნესად გარდაქმნით ვიდრე დიდ და პოპულარულ უნივერსიტეტში სწავლით და შემდეგ დიდ კომპანიაში, დიდ თანამდებობაზე მუშაობით რომელიც გულის სიღრმეში გძულს.  სეთ გოდინი ამბობს რომ თუ დღესდღეობით ადამიანს გააჩნია კომპიუტერი, სწრაფი ინტერნეტი და ჰობი, ეს საკმარისია იმისათვის რომ ამ ადამიანმა სხვისთვის მუშაობას თავი გაანებოს და თავისი “ქარხანა” გახსნას სადაც ის საყვარელ საქმეს გააკეთებს.

ერთი ასეთი “ქარხნის” მეპატრონე გარი ვაინერჩუკია. ბელორუსში დაბადებული, ამერიკაში გადახვეწილი რუსი ემიგრანტების შვილი, გარი ბავშვობიდანვე ჩართული იყო საოჯახო ბიზნესში, ალკოჰოლის მაღაზიაში. კოლეჯში სწავლის პერიოდში მან ბიზნესის რებრენდინგი დაიწყო, ასე დაიბადა Wine Library. 1997 წელს გარიმ ინტერნეტში გასვლა გადაწყვიტა და ღვინის ონლაინ მაღაზიაც შექმნა და ამავე დროს თავისი თავის ღვინის ექსპერტად დამკვიდრება დაიწყო.

სოციალური ვების ერის დასაწყისში კი მან vlogინგში დაინახა პოტენციალი (სრულად…)

MySpace – თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი

MySpace.com ერთ დროს სოციალური რევოლუციის ერთ-ერთი პირველი მერცხალი იყო ინტერნეტში. შემდეგ სოციალურმა ქსელმა არნახულ წარმატებას მიაღწია და 100 მილიონ მომხმარებელს გადააბიჯა, რითაც ყველაზე დიდი სოციალური ქსელი გახდა ისტორიაში.

წარმატების შედეგად MySpace-ს შემქმნელმა და სოციალური ქსელის ყველა წევრის “მეგობარმა”, ტომ ანდერსონმა სოციალური ქსელი რუპერტ მერდოკის News Corporation-ს მიჰყიდა სოლიდურ ფასად. MySpace სოციალური ვების უძლიერესი მოთამაშე გახდა.

რამოდენიმე დღის წინ MySpace.com-ს მორიგმა CEO-მ ოუენ ვან ნატამ, სულ რაღაც ცხრა თვიანი მოღვაწეობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ვან ნატას წასვლამ გიგანტის გადარჩენის იმედები უკანასკნელ ოპტიმისტებსაც კი მოუკლა. MySpace ტრიუმფის შემდეგ მესამე წელიწადია გაკოტრებისკენ რეკორდული სიჩქარით მიექანება. News Corp.-ის მფლობელობაში MySpace-ს გადასვლის შემდეგ ინტერნეტში რაღაც მოხდა რამაც ქსელი სასიკვდილო ვირაჟში გაუშვა. ეს “რაღაც” კერძოდ Facebook იყო, რომელმაც MySpace-ს სოციალური ქსელის ნიშა წაართვა. (სრულად…)

ექსპერტები და გურუები

Source: http://www.hubspot.com/

ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში დასავლურ (ძირითადად ამერიკულ) ბლოგოსფეროში თუ ტექ და ბიზნეს პრესაში, სოციალური მედიის “გურუებზე” და “ექპერტებზე” მხოლოდ ზარმაცს არ დაუწერია. შედეგად მეც გადავწყვიტე ერთი პოსტით ქართულ ბლოგოსფეროშიც წამოვწიო ეს თემა. მე ვიზიარებ ზემოხსენებული ადამიანების უმრავლესობის პოზიციას და ეს ყველაფერი მარაზმად მიმაჩნია.

უცხოელებისთვის ეს უცხოა, თუმცა ქართულ რეალობაში ასეთი ფენომენი კარგა ხანია არსებობს და ხარობს. ეს ძირითადად პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპერტებია, რომლებიც ასავალ-დასავალში და ალიაში აქვეყნებენ თავიანთ ავტორიტეტულ აზრებს. ახლადგამოჩეკილი სოც.მედია ექსპერტებიც თავისი არსით იდენტურები არიან.

“ექსპერტების ცვენის” კრიტიკულ ფაზაში შესვლა ერთ-ერთმა პირველმა, ბლოგმა Mashable-მ შეგვატყობინა. როგორც, აღმოჩნდა მხოლოდ ტვიტერში არც მეტი არც ნაკლები 15,740 სოც.მედია ექსპერტია. (სრულად…)

ფიქრები სოც. მედია მარკეტინგზე

ჩავუღრმავდეთ სოციალურ მედია მარკეტინგს. მოვახდინოთ წამიერად იმ ხმაურის უგულვებელყოფა, რომელიც სოციალური მედიის ირგვლივ ტრიალებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ მის არსზე. ასეთ დროს საკმაოდ ხშირად ამ არსში მე ვხედავ ერთ მარტივ (თუმცა სუბიექტურ) ჭეშმარიტებას; სხვაობა “ახალ, რევოლუციურ” მარკეტინგსა და იმ მარკეტინგს შორის რომელიც რამოდენიმე ათასი წელია არსებობს (ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე) არის კიდევ ერთი ტექნოლოგია, მავთულები და კაშკაშა ყუთები ჩვენს მაგიდაზე. ანუ როგორც ასეთი მარკეტინგის, აზრის გავრცელების და მისით სხვების “დაავადების” კანონები ოდნავაც არ შეცვლილა. (სრულად…)

« Older Entries
DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed