Google Buzz – ახალი სოციალური ვებ-პლატფორმა

გუშინ, კომპანია Google-მ საკმაოდ მოულოდნელად (ჭორები ამ ამბის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ გუშინწინ გავრცელდა) წარმოგვიდგინა თავისი ახალი ქმნილება – Google Buzz.

Buzz კომპანიის მორიგი მცდელობაა თავი დაიმკვიდროს სოციალური ქსელების სფეროში. აქამდე Google არც თუ სახარბიელო შედეგებს აჩვენებდა ამ სფეროში. ადრეული პროდუქტი Orkut პოპულარული გახდა ბრაზილიასა და ინდოეთში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში მასზე უმრავლესობას არც კი სმენია (სრულად…)

Google IE6-ს მხარდაჭერას წყვეტს

დღეს დილით Google Apps-ს (საკუთარ დომენზე მიბმული ფოსტა, კალენდარი და დოკუმენტები) მომხმარებლებმა შევიტყვეთ რომ პირველი მარტიდან Google, Internet Explorer 6 მხარდაჭერას ეტაპობრივად შეწყვიტავს. ამის შედეგად Google-ს სხვადასხვა სერვისები მუშაობას შეწყვეტენ (სრულად ან ნაწილობრივად) ამ ბრაუზერში.

IE6 როგორც მოგეხსენებათ აგერ უკვე 9 წელიწადია რაც გვიშხამავს  გვიხალისებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა რომ IE6-ს არცერთი თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ აქვს და მისით სარგებლობა არც თუ უსაფრთხოა, მას ბაზრის დიდი ნაწილი უჭირავს. თვითონ Microsoft-ს თხოვნამაც კი არ გაჭრა და მომხმარებლებს IE6 ვერ “გადააგდებინა”. ამის მთავარი მიზეზი ბევრის აზრით არის ასევე არც თუ ახალი ოპერაცილური სისტემის Windows XP-ს პოპულარობა (რომელზეც IE6 არის დაყენებული). ამ პოპულარობის გამო ბევრი კომპანია თავს იკავებდა IE6-თან არათავსებადი ვებ-გვერდების დამზადებისგან და შესაბამისად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისგან, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ ყინული დაიძრა.

ქვემოთ გთავაზობთ გუგლის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ წერილს ორიგინალში: (სრულად…)

Online სავიზიტო ბარათი, Card.ly

ცნობილია რომ სავიზიტო ბარათი ე.წ. Networking-ის აუცილებელი ატრიბუტია. ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავცვალოთ სასურველი საკონტაქტო ინფორმაცია. მის შემდეგ რაც ინტერნეტში მომრავლდა სოციალური ქსელები თუ Community-ბი რომლებშიც ჩვენ გაწევრიანება გვიწევს, გაჩნდა “სავიზიტო ბარათის” აუცილებლობა ელექტრონულ ფორმატში. გარდა ამისა გახდა პოპულარული სოც. ქსელების მისამართების დატანა ქაღალდის სავიზიტო ბარათებზე. თუმცა, ყველა ელფოსტის, სოც. ქსელის თუ “ვიდეო-შერინგის” დამახსოვრებაა პრობლემატური, არათუ მათი სხვაზე გადაცემა.

ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა რამოდენიმე სერვისი, რომელთაგანაც მე ყვალაზე მეტად www.card.ly -მ მომხიბლა. სერვისს გააჩნია პრემიუმ მომსახურება, თუმცა უფასო ვერსია სრულიად ფუნქციონალურია (ფასიანი ვერსიის უპირატესობა მხოლოდ თემების რაოდენობაშია). Card.ly სამ კატეგორიად ჰყოფს ბარათს: ჩემს შესახებ, სოც. ქსელები და კონტაქტი. ასევე შესაძლებელია სურათის ატვირთვა და მოკლე (140 სიმბოლო) სლოგანის დართვა.

სერვისის პლიუსებია:

  1. გამოყენების და რეგისტრაციის სიმარტივე.
  2. საკმაოდ ფართო არჩევანი ბარათების დიზაინში.
  3. თქვენ ბარათის მოკლე და მოსახერხებელი მისამართი Card.ly/saxeli
  4. სოც. ქსელების უმრავლესობის მხარდაჭერა.

ასევე შეიძლება პერსონალური badge-ს გაკეთება და მისი ჩასმა ბლოგზე თუ ვებსაიტებზე.

დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://card.ly/demo

კარგი რამეა ერთი სიტყვით, I found it useful.

Google Wave-ს 7 მოსაწვევი

wave_logo Google Wave-ს შესახებ, ადრეულ პოსტებშიც ვწერდი, როდესაც მისი დაანონსება მოხდა. დღეს Google Wave უკვე რეალობაა, თუმცა ჯერჯერობით მომხმარებელთა შეზღუდული წრისათვის. თავდაპირველად ის მხოლოდ დეველოპერებისთვის იყო ხელმისაწვდომი, შემდეგ უკვე რიგითი მომხმარებლების მოწვევაც დაიწყო. დღეს ასრულდა ჩემი ოცნება :D და Googleმა მოსაწვევი გამომიგზავნა.

ასევე მომეცა შესაძლებლობა 20მდე ადამიანი მივიწვიო. დაინტერესებული მეგობრების შემდეგ შემომრჩა რამოდენიმე მოსაწვევი (კერძოდ 7) და ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ბლოგის მკითხველები დავაჯილდოვო. მოსაწვევი შვიდია ამიტომაც პირველი 7 დამკომენტებელი მიიღებს მას, თუ გსურთ თქვენც გახდეთ მისი მფლობელი, გამოთქვეით სურვილი და მიუთითეთ თქვენი e-mail (შესაბამის ველში, ისე რომ მისი დანახვა შევძლო მხოლოდ მე).

 

აბა შეესიეთ :P

 

P.S. მოსაწვევი მოდის გაგზავნიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში, ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ გარკვეული პერიოდი არ მიიღებთ მას.

« Older Entries
DigitalCows.net on Facebook
Rss Feed