ჩავუღრმავდეთ სოციალურ მედია მარკეტინგს. მოვახდინოთ წამიერად იმ ხმაურის უგულვებელყოფა, რომელიც სოციალური მედიის ირგვლივ ტრიალებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ მის არსზე. ასეთ დროს საკმაოდ ხშირად ამ არსში მე ვხედავ ერთ მარტივ (თუმცა სუბიექტურ) ჭეშმარიტებას; სხვაობა “ახალ, რევოლუციურ” მარკეტინგსა და იმ მარკეტინგს შორის რომელიც რამოდენიმე ათასი წელია არსებობს (ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე) არის კიდევ ერთი ტექნოლოგია, მავთულები და კაშკაშა ყუთები ჩვენს მაგიდაზე. ანუ როგორც ასეთი მარკეტინგის, აზრის გავრცელების და მისით სხვების “დაავადების” კანონები ოდნავაც არ შეცვლილა. (სრულად…)
ფიქრები სოც. მედია მარკეტინგზე
კორპორატიული სოც. ქსელები
ერთთვიანი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ ახლა დაკავებული ვარ სწავლით, ვეცდები ბლოგზე კვირაში ერთხელ მაინც დავწერო. ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ ჩემი RSS ლენტა გამოიწეროთ, არარეგულარული განახლებების მისაღებად.
ახლა გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ საკითხზე. სოციალური ქსელები ბიზნესს უკვე დიდი ხანია (სოციალური ვების განზომილებით) იზიდავს. Facebook, Twitter, MySpace, LinkedIn და სხვები დიდი ხანია გახდნენ პოლიგონი მარკეტინგული კამპანიებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების ძებნი ადგილი. მაგრამ კორპორატიული სოციალური ქსელები უკვე სხვა განზომილებაა.
ბაზარზე არის რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დახურულ სოც. ქსელებს სთავაზობს. თუმცა არსებობს აზრი (და გამოკვლევები) რომ ეს ტყუილა დროისა და ფულის ხარჯვაა. მიზეზად სახელდება მომხმარებლების სიმცირე, კომპანიების მენეჯმენტის გამოუცდელობა სოც.ქსელების მართვაში და ინვესტიციის სიდიდეს (რომელიც სარგებელს არ შეესაბამება). არა და ერთი შეხედვით სპეციალიზირებულმა, კომპანიაზე მორგებულმა სოც. ქსელმა შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს კომპანიის პროცესებში და საკმაოდ ფულიც დაზოგოს, ამავე დროს არ სჩანს პროდუქტი რომელიც ამას შესძლებს.
ამ რამოდენიმე დღის წინ გავეცანი კორპორატიული სოც. ქსელების ახალ კონცეპციას რომელზეც უკვე მუშაობს რამოდენიმე კომპანია. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოსმენილი და თქვენი აზრიც მოვისმინო.
ახალი კონცეპტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კორპორატიული პროდუქტის შექმნას, არამედ უმიზნებს კონკურენცია გაუწიოს დღეს არსებულ სოც. ქსელებს და სოციალურ ინტერნეტში მომხმარებლის მოქმედებას “აზრი შემატოს”.
მოკლედ რომ ავღწერო, ლაპარაკია მრავალშრიან გაერთიანებულ დიდ სოც. ქსელზე რომელიც შესძლებს სხვადასხვა მომხმარებელს, სხვადასხვა შრეზე, მისთვის სასურველი სერვისი მისცეს. ამავე დროს, თითოეულ მომხმარებელს რამოდენიმე შრე შესთავაზოს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ დღეს წამოჭრილი Privacy-ს, სპამის და ინფორმაციისგან გადატვირთვის პრობლემა.
მოვცილდეთ თეორიას და პრაქტიკულ მაგალითზე განვიხილოთ დაწერილი:
მომხმარებელი X დღესდღეობით გაწევრიანებულია… ვთქვათ Facebook-ში… მას ჰყავს რამოდენიმე ასეული “მეგობარი”. მათი სია შედგება ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანთა ჯგუფებისგან: ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლებისაგან, მეზობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ინტერნეტ ნაცნობებისგან, 15 წლის უნახავი თანაკლასელებისგან, თანაკურსელებისგან, შემთხვევითი ნაცნობებისგან… და ღმერთმა იცის კიდევ ვისგან. X გაწევრიანებულია ათეულობით ჯგუფში რომლისგანაც იყენებს 5-10 %. მოსდის ათობით შეტყობინება/მოპატიჟება… ხდება დიდი რაოდენობით არასასურველი ინფორმაციის ცირკულაცია. ხდება არასასურველი ადამიანთა ჯგუფებთან ინფრომაციის გაზიარება…
მეორეს მხრივ არიან კომპანიები რომლებსაც უწევთ დიდი რაოდენობით არასაჭირო ინფორმაციის დამუშავება. ისინი შეცდომაში შედიან კლიკების ან სოც. ქსელებში ჯგუფის წევრების რაოდენობით. გამიზნული დიალოგის ნაცვლად კი ბევრის მარკეტინგული ძალისხმევა, ქუჩაში გამოკრულ ბილბორდს ემსგავსება რომელიც ყველასათვის და ამავე დროს არავისთვის არის.
მრავალშრიანი სოც. ქსელი ითვალისწინებს ამ შეუთავსებელი მიკროსამყაროების ერთმანეთისგან გამოყოფას და ცალკე, იზოლირებულ შრეებში მოქცევას, ასევე სასურველი შრეების სასურველი დოზით დაკავშირებას. კომპანიებს ეს საშუალებას მისცემს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მიზნობრივ ჯგუფებთან, გამოყოს და გაანალიზოს საჭირო ინფორმაცია და ასევე აწარმოოს სოც. ქსელი რომელიც ერთდროულად მოიცავს კლიენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ერთად, თუმცა ამავე დროს ცალკე იქნებიან.
მომხმარებელი ამ თეორიის მიხედვით იღებს პირველ რიგში მეტ ძალაუფლებას კომპანიასთან მიმართებაში (პირდაპირი მიზნობრივი დიალოგის სახით) და ამავე დროს მას უბრუნდება ის privacy რომელიც სოც. ქსელებმა ამ ბოლო დროს წაართვეს მას.
კონცეპტი დიდი, აბსტრაქტული და ფანტასტიკური სჩანს, თუმცა მისი სერიოზული განხილვა და მასზე მუშაობა მიდის. შედეგს მომავალი 5 – 10 წელი გვიჩვენებს.
რას ფიქრობთ ასეთ დიდ, გაერთიანებულ და მრავალშრიან სოც. ქსელზე? გამოთქვით თქვენი აზრი კომენტებში.
Flog – ცლოგი
Flog (fake blog) – არის ბლოგი რომლის ავტორი თავს წარმოგვიდგენს როგორც ამა თუ იმ კომპანიის ან პროდუქტის ფანს (ენთუზიასთს) და გვთავაზობს “მიუკერძოებელ” მიმოხილვებსა თუ პროდუქტის ტესტებს; სინამდვილეში კი ბლოგის ავტორი არის კომპანიის თანამშრომელი და flog-ის წერაში ის გასამრჯელოს იღებს. შესაბამისი ქართული ტერმინი ვერ მოვძებნე და გადავწყვიტე ჩემი მომეფიქრებინა – ცლოგი (ცრუ ბლოგი). თქვენ მეტყვით რომ fake blog-ის საუკეთესო თარგმანი, ყალბი ბლოგია, თუმცა როდესაც ხმამაღლა წარმოვთქვი სიტყვა ყლოგი, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი. მიუხედავად იმისა რომ ყლოგი შეიძლება მოვლენის უფრო ზუსტ სურათს იძლეოდეს, მე მაინც ცლოგზე შევჩერდები.
მიუხედავად იმისა რომ Flog-ერობა ინტერნეტში მეტად სამარცხვინო და არაეთიკურ ქმედებად აღიქმება, ბევრი მარკეტოლოგი ცდუნებას ვერ უძლებს. სოციალური ინტერნეტის ადრეულ დღეებში (3-6 წლის წინ), ცლოგერობაში ბევრი დიდი კომპანია იყო გამოჭერილი. ყველაზე აღსანიშნავი მაგალითები არის Walmart-ის Walmart accross America, Sony-ს All I want for Xmas is a PSP და ბინგო… McDonald’s-ის 4Railroads & Mcdmillionwinner. ზემოხსენებულმა კომპანიებმა, მხილების შემდეგ, ყველაფერი გააკეთეს ამ ბლოგების (და მათ მიერ დატოვებული კვალის) განადგურებისთვის, თუმცა ინტერნეტი უმოწყალოა და ასეთი მოვლენები მას არ ავიწყდება.
ბრენდისთვის, ცლოგისგან მიყენებელი დარტყმა შესაძლებელია მომაკვდინებელი იყოს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კომპანიას წლების განმავლობაში მოუწევს მუშაობა დაკარგული ნდობის დასაბრუნებლად. ინტერნეტის მომხმარებლებს არ უყვართ როდესაც კორპორაციები მათ მყუდროებას არღვევენ და მათ გაცურებას ცდილობენ. შედეგად, ბუზი სპილოდ იქვცევა ხოლმე, და სპილო ღმერთმა იცის რად. ამავე დროს პრაქტიკა გვიჩვენებს რომ არცერთი ასეთი ბლოგი არ რჩება უმხილებელი, მიუხედავად იმისა თუ რა დოზით იყო ის შენიღბული.
თითქოს ფაქტები გვიჩვენებს: flog-ინგი სიკვდილია. ეს მომხმარებლების მოტყუება, არაეთიკური მარკეტინგული სვლა და ბრენდის შარში გახვევაა… ბუმბერაზი იდეები ეგრე ადვილად არ კვდებიან. ინტერნეტში გამოუცდელი მარკეტოლოგების (ეს არ გამორიცხავს იმას რომ ტრადიციულ მარკეტინგში იგივე პიროვნებები ძლიერ და გამოცდილ პროფესოინალებად ითვლებოდნენ) “ნათელ” თავებში, ცლოგინგის იდეა საკვირველი რეგულარობით მოდის.
ჩემი აზრით, პოტენციური სარგებელი flogging-ისგან ვერ გადაწონის იმ რისკებსა და ზარალს, რაც მათ გამოჭერას მოჰყვება. დღევადელი ინტერნეტი გამჭირვალობასა და ურთიერთნდობაზეა დამოკიდებული, სიყალბეს აქ მტკივნეულად ხვდებიან და ის დიდი ხნით ამახსოვრდებათ.
თამაშის წესები იცვლება, მარკეტინგული მესიჯები გადამალეთ, მომხმარებელთან დიალოგი მოდის.
ისევ ინტერნეტის ძალა ანუ რა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს – ბლოგერი Cyxymu.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა ტვიტერი. მიუხედავად იმისა რომ ის გამართულად მუშაობს უკვე რამოდენიმე თვეა (ადრე მას ასეთი პრობლემები ყოველდღიურად ახასიათებდა), მე და ბევრ სხვასაც ეგონა რომ, ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, კიდევ ერთი სერვისის გადატვირთვაა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ (შეტევები Blogger, Facebook, Livejournal და Youtube-ზე რომლებმაც უფრო შეუმჩნევლად ჩაიარა) გამოწვეულია ერთი მომხმარებელის Cyxymu-ს “ბრალი”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იმათი ბრალი ვისაც მისი “გაჩუმება” უნდოდა (ასეთი სახელი მისცა ამ ფაქტს ინტერნეტ-გამოცემა CNET-მა).
თუმცა, თვითონ ამ ფაქტმა არ გამოიწვია ჩემში უდიდესი გაკვირვება (ბოლო-ბოლო ის რომ ინტერნეტით შეიძლება ბევრის გაკეთება და ბევრის გაბრაზება ეს ცნობილია), ყველაზე აღსანიშნავი იყო მომხდარის ეფექტი. ის ჩემი აზრით აჩვენებს, თუ როგორი თავისუფალი, ძლიერი, გავლენიანი და… და დემოკრატიული არის ინტერნეტი. მომხდარი ასევე იმის მაჩვენებელია რომ ინტერნეტის გაკონტროლება, რისთვისაც მავანი იღწვის დაუღალავად, შეუძლებელია.
უფრო კონკრეტულად. შეტევის მწარმოებლების მიზანი იყო იუზერ Cyxymu-ს გაჩუმება (როგორც ჩანს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით), რაც მათ თითქოს და მოახერხეს მისი ყველა ინტერნეტ-ანგარიშის გათიშვით. თუმცა რეალობა სულ სხვას გვაჩვენებს. მომხმარებელი Cyxymu ინტერნეტ სივრცის “ვარსკვლავი გახდა”.
თუ კი დღემდე მის შესახებ, რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანმა იცოდა, დღეს მის შესახებ რამოდენიმე ათეულობით ათასით მეტმა იცის. ამის დასტური კი, მასზე გამოქვეყნებული სტატიებია, უდიდეს ბლოგებსა თუ ინტერნეტ გამოცემებში. ალბათ ამ წუთის მდგომარეობით Cyxymu, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ქაერთველი ბლოგერია, რაც მე პირადად მიხარია და წარმატებებსაც ვუსურვებ. ქვემოთ კი მოვიყვენ რამოდენიმე სტატიის ლინკს სადაც მასზეა საუბარი:
Mashable
http://mashable.com/2009/08/07/twitter-facebook-2/
http://mashable.com/2009/08/06/twitter-ddos-attacks/
http://mashable.com/2009/08/07/twitter-comment-on-ddos-attack/
Guardian
http://www.guardian.co.uk/technology/2009/aug/07/internet-attacks-georgia-cyxymu
http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-accuses-russia – ინტერვიუ Cyxymu-სთან.
http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-cyxymu-accuses-russia?commentpage=1
CNET
http://news.cnet.com/8301-27080_3-10305200-245.html
http://news.cnet.com/8301-11424_3-10305661-90.html CNET-ის პოდკასტი
Gizmodo
Brand Republic
http://www.brandrepublic.com/News/925578/Georgian-blogger-target-Twitter-Facebook-attack/
Forum.ge
http://forum.ge/?f=29&showtopic=33998704&st=0
BBC
http://news.bbc.co.uk/2/hi/technology/8189162.stm
TimesOnline
http://technology.timesonline.co.uk/tol/news/tech_and_web/article6742464.ece
NYTimes
http://www.nytimes.com/2009/08/07/technology/internet/07twitter.html?_r=4
http://bits.blogs.nytimes.com/2009/08/07/twitter-apps-blocked-as-attacks-continue-friday/
Daily Mail
European Voice
http://www.europeanvoice.com/page/european-voice-blogs/366.aspx?blogitemid=384
Big Mouth Media
LATimes
http://www.latimes.com/business/la-fi-twitter7-2009aug07,1,4209260.story
ComputerWorld
http://blogs.computerworld.com/14510/its_time_to_get_rid_of_windows
NewsRU.com
http://newsru.co.il/world/07aug2009/ddos511.html
Reuters
http://www.reuters.com/article/rbssITServicesConsulting/idUSN0612153720090807
http://blogs.reuters.com/mediafile/2009/08/07/twitter-georgian-blogger-south-ossetia-hack-attack/
TheRegister
http://www.theregister.co.uk/2009/08/07/twitter_attack_theory/
SCMagazine
Inopressa – TImes-ის სტატიის რუსული თარგმანი
http://www.inopressa.ru/article/07Aug2009/times/twitter.html
Газета.Ru
http://gazeta.ru/politics/2009/08/07_a_3233962.shtml
PCWorld
http://www.pcworld.com/article/169809/twitter_ddos_attack_politically_motivated_says_report.html
CNN
http://edition.cnn.com/2009/TECH/08/07/russia.georgia.twitter.attack/index.html
Sky News
The Moscow Times
http://www.themoscowtimes.com/article/600/42/380335.htm
Good Morning Silicon Valley
http://blogs.siliconvalley.com/gmsv/2009/08/social-site-sieges-collateral-damage-in-cyberwar.html
Wikipedia
http://en.wikipedia.org/wiki/Cyxymu
ZDNET
http://government.zdnet.com/?p=5220
TGDaily
http://www.tgdaily.com/content/view/43555/108/
Darknet.co.uk
http://www.darknet.org.uk/2009/08/twitter-facebook-taken-offline-by-ddos-attacks/
Foreign Policy
http://neteffect.foreignpolicy.com/posts/2009/08/07/is_cyxymu_the_first_digital_refugee
F-Secure
http://www.f-secure.com/weblog/archives/00001746.html
McAfee
http://www.avertlabs.com/research/blog/index.php/2009/08/07/collateral-damage/
ფიქრობდნენ თუ არა შემტევები ასეთ შედეგზე? ვეჭვობ რომ არა…
P.S. აქ კი Cyxymu-ს პროფილების მისამართები (ზოგი მათგანი ახლაც გათიშულია)
http://www.facebook.com/cyxymu
http://cyxymu2.livejournal.com/
http://www.youtube.com/user/Cyxymu
http://evan.phenixblue.com/2009/08/cyxymus-livejournal/ – Cyxymu-ს ბლოგის ჩანაწერები ინგლისურად.
http://abodator.livejournal.com/13213.html Cyxymu-ს 6 აგვისტოს გამოუქვეყნებელი პოსტი.
Cyxymu-ის მხარდამჭერი ჯგუფი Facebook-ში
http://www.facebook.com/s.php?q=we+support+cyxymu&init=quick#/group.php?gid=112590519292&ref=search
და ბოლოს მინდა დავამატო ლინკები ამ ამბის შესახებ, ქართულ ბლოგებზე:
დოქტორ დესფიუსის ლაბორატორია
Dodka.ge
http://dodka.ge/2009/08/07/soxumibuzz/
Ap-achi
ამ პოსტის გადმონაპოსტი, “პერეპოსტი ანუ”
http://ap-achi.blogspot.com/2009/08/cyxymu.html
BigCrow
http://bigcrow.wordpress.com/2009/08/07/rewind-back
Sweet.ge
http://sweet.ge/2009/08/cyxymu-lie/
ვიდეო მასალა
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=hqst2jQq4yE]
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=ZslbqCmNmrw]
