მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში, თავი III

Face.ge

რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, მივადექი ჩემს შემდეგ მსხვერპლს Face.ge-ს. თავიდანვე მინდა დავიწყო იმით რომ სხვა აქამდე განხილული სოც. ქსელებისგან განსხვავებით Face.ge არ არის რომელიმე სხვა ცნობილი სოც.ქსელის ზუსტი კლონი, მას გააჩნია საკუთარი დიზაინი და ხედვა რაც უკვე იმედისმომცემია.

რაც შეეხება ხედვას და სამიზნო აუდიტორის ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანი დარჩა ამ საიტის შემთხვევაში. ერთი შეხედვით face.ge იხრება ნაცნობობის საიტისკენ, რომელიც ტრიალებს სურათების, პარტნიორის შერჩევის თამაშებისა და ტესტების გარშემო, ამავე დროს საიტის დახმარებისა და უსაფრთხოების განყოფილებაში მითითებულია ბევრი წესები მცირეწლოვნებისა და მათი მშობლების მისამართით (მინიმალური ასაკი რეგისტრაციისათვის 7 წელია, რაც ნაცნობობის საიტის იდეას კლავს ჩემი აზრით).

სოციალურ ქსელში როგორც უკვე ვახსენე დიდი ადგილი უჭირავს სურათებს და შესაბამისად დიდი სუპერ +10-ის როლიც. (სრულად…)

მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში, თავი II

პირველი თავი შეგიძლიათ იხილოთ აქ

ოდნობუკი

Geoclass.ge-ს ცუდი მასპინძლობით განაწყენებული ჩავუყევი ტოპ.გე-ს რეიტინგს და იმ დღისათვის პოპულარობით მეორე ქსელს Myface.ge-ს მივადექი. ეს ქსელი, როგორც ერთერთ ფორუმზე ამოვიკითხე შემდეგ, რუსთავი 2-ც კი “გააპიარა” 2 წლის წინ და იმედისმომცემიც უნდა ყოფილიყო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მის გამოკვლევას.

ერთი შეხედვით საიტის სახელი და “ჰედერი” მიგვითითებს რომ საიტი wannabe Facebook-ია, თუმცა ლოგო და ქსელის შიგა მოწყობილობა აშკარად ოდნოკლასნიკებით არის შთაგონებული.

საიტის ჰედერი

აღსანიშნავია ის იმედისმომცემ ქსელში რეგისტრაცია რჩეულთა ხვედრია. (სრულად…)

მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში, თავი I

შესავალი

Wonderlandაი ასე, სანამ სხვები წერენ ივენთებზე სადაც ქართული ინტერნეტის ინოვაცია და ბლოგოსფერო უნდა გააღვიძონ და შთააგონონ, მე იმის გამო რომ ასეთ რაღაცეებში ფიზიკური სიშორის გამო ვერ ვმონაწილეობ, გადავწყვიტე არც მეტი არც ნაკლები ტურნე მოვაწყო ქართულ სოციალურ ქსელებში! დიახ ასეთებიც არსებობს!

ბევრი ჩემი კოლეგა თუ მკითხველი იტყვის რომ ისინი ყურადღების და ძვირფასი დროის ღირსნი არ არიან. მეც დიდი ხანი ვფიქრობდი წამომეწყო თუ არა ეს მოგზაურობა, თუმცა ბოლოს მივედი დასკვნამდე რომ თუ მათზე არავინ ილაპარაკებს (და მითუმეტეს კრიტიკულად) ისინი არც არასოდეს განვითარდებიან. “მოგზაურობის” პერიოდში დრო და დრო ბლოგში სხვა თემებზეც დავპოსტავ ასე რომ გამაგრდით, მხოლოდ ქართული სოც. ქსელებით თქვენს ტანჯვას არ ვაპირებ :) .

ახლა ცოტაოდენი ინფო მოგზაურობის შესახებ. მე მოვიმარჯვე პსევდოსახელი, პსევდოგვარი და პსევდოელფოსტა, ასეთი შეიარაღებით გადავწყვიტე ქართული სოციალური ქსელების (უშუალოდ ქსელები და არა ფორუმები ან ჩატები) დალაშქვრა. ექპერიმენტი მოიცავს ქსელში რეგისტრაციას, მისი რამოდენიმე დღე გამოყენებას და შემდეგ ჯამური ვერდიქტის გამოტანას. ვეცდები რაც შეიძლება ობიექტური ვიყო და არსებულ ქაოსში ვიპოვო რაიმე მარგალიტები (კარგი გაგებით :) ). ამ ყველაფერს ბოლოს კი რაიმე ჯამური პოსტი დააგვირგვინებს. მოვინახულებ რაც შეიძლება ბევრ სოც. ქსელს, მათ პოვნაში კი  იმედია Google.com და Top.ge დამეხმარება, თუმცა თქვენც თუ კი რაიმე საიტი გაგახსენდათ აუცილებლად შემატყობინეთ კომენტარებში თუ ელფოსტით.

სოც. ქსელების მფლობელებს (თუ ასეთები შემოვლენ აქ) მინდა ვუთხრა რომ პოსტების ეს სერია წარმოადგენს ჩემს სუბიექტურ აზრს რომელიც დაფუძნებული არის პრაქტიკულ გამოცდილებაზე, მე არ მამოძრავებს არავითარი კომერციული თუ სხვა ზრახვები. ასე რომ არავითარი პრეტენზიები (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ჩემი შემოქმედების მიმართ არ მიიღება :)

და ბოლოს მინდა ჩემი მოგზაურობა დაწყებულად გამოვაცხადო და ჩემს პირველ დანიშნულების ადგილზე მოგითხროთ (სრულად…)

Trust Agents – წიგნის მიმოხილვა

Trust Agents, ცნობილი ბლოგერების, კრის ბროგანის და ჯულიენ სმიტის პირველი წიგნია. წიგნი რასაკვირველია ეხება ნდობის მოპოვებას ინტერნეტში, ბლოგისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა ცდება ინტერნეტის ფარგლების და რეალურ ცხოვრებაში ნდობის მოპოვებაზეც მოგვითხრობს.

ამ წიგნზე ბევრი მსმენია და მოუთმენლადაც ველოდი საშუალებას ის წამეკითხა, დიდი ენთუზიამით დავიწყე კიდეც კითხვა… მიუხედავად ამისა წიგნით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დავრჩი. თუმცა დავიწყოთ კარგით.

წიგნში აღწერილია ინტერნეტში ნდობის მოპოვების პროცესი და შემდგომ ამ ნდობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება (შეძენილი კლიენტებისა თუ ბიზნეს პარტნიორების სახით).  ინფორმაცია მოცემულია როგორც თეორიის ასევე მაგალითებისა და ე.წ. ACTION სვეტების სახით. ასევე გადავეყარე რამოდენიმე კარგ კომპაქტურ ადვილად გასაგებ რჩევა-თეორიას, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ჩემი წინა პოსტია.

მაგრამ ამავე დროს… (სრულად…)

« Older Entries
DigitalCows.net on Facebook
Rss Feed