კორპორატიული სოც. ქსელები

995748___network__ერთთვიანი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ ახლა დაკავებული ვარ სწავლით, ვეცდები ბლოგზე კვირაში ერთხელ მაინც დავწერო.  ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ ჩემი RSS ლენტა გამოიწეროთ, არარეგულარული განახლებების მისაღებად. :)

ახლა გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ საკითხზე.  სოციალური ქსელები ბიზნესს უკვე დიდი ხანია (სოციალური ვების განზომილებით) იზიდავს. Facebook, Twitter, MySpace, LinkedIn და სხვები დიდი ხანია გახდნენ პოლიგონი მარკეტინგული კამპანიებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების ძებნი ადგილი. მაგრამ კორპორატიული სოციალური ქსელები უკვე სხვა განზომილებაა.

ბაზარზე არის რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დახურულ სოც. ქსელებს სთავაზობს. თუმცა არსებობს აზრი (და გამოკვლევები) რომ ეს ტყუილა დროისა და ფულის ხარჯვაა. მიზეზად სახელდება მომხმარებლების სიმცირე, კომპანიების მენეჯმენტის გამოუცდელობა სოც.ქსელების მართვაში და ინვესტიციის სიდიდეს (რომელიც სარგებელს არ შეესაბამება). არა და ერთი შეხედვით სპეციალიზირებულმა, კომპანიაზე მორგებულმა სოც. ქსელმა შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს კომპანიის პროცესებში და საკმაოდ ფულიც დაზოგოს, ამავე დროს არ სჩანს პროდუქტი რომელიც ამას შესძლებს.

ამ რამოდენიმე დღის წინ გავეცანი კორპორატიული სოც. ქსელების ახალ კონცეპციას რომელზეც უკვე მუშაობს რამოდენიმე კომპანია. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოსმენილი და თქვენი აზრიც მოვისმინო.

ახალი კონცეპტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კორპორატიული პროდუქტის შექმნას, არამედ უმიზნებს კონკურენცია გაუწიოს დღეს არსებულ სოც. ქსელებს და სოციალურ ინტერნეტში მომხმარებლის მოქმედებას “აზრი შემატოს”.

მოკლედ რომ ავღწერო, ლაპარაკია მრავალშრიან გაერთიანებულ დიდ სოც. ქსელზე რომელიც შესძლებს სხვადასხვა მომხმარებელს, სხვადასხვა შრეზე, მისთვის სასურველი სერვისი მისცეს. ამავე დროს, თითოეულ მომხმარებელს რამოდენიმე შრე შესთავაზოს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ დღეს წამოჭრილი Privacy-ს, სპამის და ინფორმაციისგან გადატვირთვის პრობლემა.

მოვცილდეთ თეორიას და პრაქტიკულ მაგალითზე განვიხილოთ დაწერილი:
მომხმარებელი X დღესდღეობით გაწევრიანებულია… ვთქვათ Facebook-ში… მას ჰყავს რამოდენიმე ასეული “მეგობარი”. მათი სია შედგება ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანთა ჯგუფებისგან: ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლებისაგან, მეზობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ინტერნეტ ნაცნობებისგან, 15 წლის უნახავი თანაკლასელებისგან, თანაკურსელებისგან, შემთხვევითი ნაცნობებისგან… და ღმერთმა იცის კიდევ  ვისგან. X გაწევრიანებულია ათეულობით ჯგუფში რომლისგანაც იყენებს 5-10 %. მოსდის ათობით შეტყობინება/მოპატიჟება… ხდება დიდი რაოდენობით არასასურველი ინფორმაციის ცირკულაცია. ხდება არასასურველი ადამიანთა ჯგუფებთან ინფრომაციის გაზიარება…facebook_fail

მეორეს მხრივ არიან კომპანიები რომლებსაც უწევთ დიდი რაოდენობით არასაჭირო ინფორმაციის დამუშავება. ისინი შეცდომაში შედიან კლიკების ან სოც. ქსელებში ჯგუფის წევრების რაოდენობით. გამიზნული დიალოგის ნაცვლად კი ბევრის მარკეტინგული ძალისხმევა, ქუჩაში გამოკრულ ბილბორდს ემსგავსება რომელიც ყველასათვის და ამავე დროს არავისთვის არის.

მრავალშრიანი სოც. ქსელი ითვალისწინებს ამ შეუთავსებელი მიკროსამყაროების ერთმანეთისგან გამოყოფას და ცალკე, იზოლირებულ შრეებში მოქცევას, ასევე სასურველი შრეების სასურველი დოზით დაკავშირებას. კომპანიებს ეს საშუალებას მისცემს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მიზნობრივ ჯგუფებთან, გამოყოს და გაანალიზოს საჭირო ინფორმაცია და ასევე აწარმოოს სოც. ქსელი რომელიც ერთდროულად მოიცავს კლიენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ერთად, თუმცა ამავე დროს ცალკე იქნებიან.

მომხმარებელი ამ თეორიის მიხედვით იღებს პირველ რიგში მეტ ძალაუფლებას კომპანიასთან მიმართებაში (პირდაპირი მიზნობრივი დიალოგის სახით) და ამავე დროს მას უბრუნდება ის privacy რომელიც სოც. ქსელებმა ამ ბოლო დროს წაართვეს მას.

კონცეპტი დიდი, აბსტრაქტული და ფანტასტიკური სჩანს, თუმცა მისი სერიოზული განხილვა და მასზე მუშაობა მიდის. შედეგს მომავალი 5 – 10 წელი გვიჩვენებს.

რას ფიქრობთ ასეთ დიდ, გაერთიანებულ და მრავალშრიან სოც. ქსელზე? გამოთქვით თქვენი აზრი კომენტებში.

რა არის სოციალური მედია? (a.k.a. What the F**k Is Social Media?)

დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე -  “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
[slideshare id=496437&doc=whatthefissocialmedia070208-1215026815612657-8]

[slideshare id=1729300&doc=wtfissocialmedia5-090716070117-phpapp01]

ისევ Google Wave

არაფერი, უბრალოდ მინდოდა ეს ვიდეოც დამედო Google Wave-ს შესახებ. 80 წუთიანი პრეზენტაციაა, გრძელია მაგრამ ღირს.

დიდი შანსია რომ ეს იყოს “Next big thing”, ასე რომ წლის ბოლომდე ველოდებით მოუთმენლად.

პირველი სტატია Google Wave-ზე აქ.

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=v_UyVmITiYQ&hl=en&fs=1]

ახალი ტალღა Google-სგან

wave_logo დღეს Google-მა თავისი ახალი პროექტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. Google Wave, რომლის მიზანი ინტერნეტ-კოლაბორაციის მნიშვნელონად გაუმჯობესებაა და ასევე მასში მეტი სოციალური ელემენტების შეტანაა.

gwave1Google Wave არის კომპანიის აქამდე არსებული სერვისების სინთეზი (Wave თავი თავში შეიცავს Search, Maps, Gmail, Picasa, Docs…), ამას დამატებული გაუმჯობესებული Real-Time ფუნქციონალურობა. გუგლის მტკიცებით ჩვენ  რეალურ დროში ასო-ასო შევძლებთ დავინახოთ მეორე მხარის მიერ აკრეფილი ტექსტი (რაც იგივე Google Docsში ჯერ ჯერობით არ ხდება). ფაილების გასავრცელებლად ჩვენ აღარ დაგვჭირდება ე.წ. attachment-ები და დოკუმენტის გაზიარება უბრალოდ მისი ბრაუზერის ფანჯარაში  მოთავსებით მოხდება. ასევე მოსალოდნელია გაუმჯობესებული წარმადობა ბევრი იუზერის ერთად მუშაობისას (რაც ახლა Docs ხანდახან პრობლემატურია). ” …Wave ჩვენ საშუალებას მოგვცემს ისეთივე პროდუქტიულობით ვიმუშაოთ, თითქოს ერთ ოთახში ვიყოთ…” – აცხადებსპროექტის ერთერთი მონაწილე.

ss2ასევე დადებითი მომენტი არის ის ფაქტი რომ Wave ღია პროექტია (Open Source), რაც გვაძლევს საფუძველს ველოდოთ უამრავ Plug-in-ს დამოუკიდებელი დეველოპერებისგან.
თუმცა, Google Wave ახლა მხოლოდ რჩეული დეველოპერებისთვის არის მისაწვდომი და წლის ბოლომდე მისი გამოჩენა ფართო მომხმარებლისათვის ნაკლებ სავარაუდოა :( მანამდე კი პროექტის შესახებ ინფო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=3ykZYKCK7AM&hl=en&fs=1]

DigitalCows.net on Facebook
Rss Feed