იცოდით როგორ გახდა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი პოპულარული? რამ გახადა Twitter 2009 წელს ინტერნეტის მთავარ მოვლენა? რა იყო ის მარკეტინგული ხრიკი რომელსაც Twitter-ის დამფუძნებელმა Biz Stone-მა მიმართა?
არა მე პასუხი არ მაქვს, თუმცა რასაც ქვემოთ ვიდეოში ნახავთ, აშკარად არ იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
მაშ ასე! 2006 წელი, Twitter-ის ერთერთი “მამა” Biz Stone, მარკეტინგულ ვიდეოში Twitter 101:
გუშინ, კომპანია Google-მ საკმაოდ მოულოდნელად (ჭორები ამ ამბის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ გუშინწინ გავრცელდა) წარმოგვიდგინა თავისი ახალი ქმნილება – Google Buzz.
Buzz კომპანიის მორიგი მცდელობაა თავი დაიმკვიდროს სოციალური ქსელების სფეროში. აქამდე Google არც თუ სახარბიელო შედეგებს აჩვენებდა ამ სფეროში. ადრეული პროდუქტი Orkut პოპულარული გახდა ბრაზილიასა და ინდოეთში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში მასზე უმრავლესობას არც კი სმენია (სრულად…)
რამოდენიმე თვის წინ სადღაც წავიკითხე სტატია, სადაც ყურადღება იყო გამახვილებული ინტერნეტის დილის პორციაზე. გამოკითხვები აჩვენებს რომ ა.შ.შ.-ში სოციალური ქსელების გამო ინტერნეტ მომხმარებელთა საგრძნობი ნაწილი (მგონი 20-30%-მდე, რიცხვები არ მახოვს ზუსტად, სამწუხაროდ) დილის პრიორიტეტებში, საუზმის ადგილს, Facebook-ს, Twitter-ს ან საყვარელ ბლოგს უთმობს.
მომხმარებელთა უმრავლესობამ კი, ინტერნეტით ჩაანაცვლა, საუზმის შემდგომი პერიოდი (სამსახურში წასვლამდე) და დილის ტვ-ს ან გაზეთებს ასევე სოც. ქსელებს ამჯობინებს.
ადამიანთა მცირე, თუმცა სწრაფად მზარდი ნაწილი, ვისაც სახლში ხელს კომპიტერის ზომა და ინტერნეტ-გაყვანილობა უწყობს, მსოფლიოს გაღვიძებისთანავე უკავშირდება… დანარჩენი მოიცდის.
დამაინტერესა როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ ქართველ მომხმარებლებში. მიიღეთ მონაწილეობა პოლში და ასევე გამოთქვით აზრები კომენტარებში. მე კი, წავედი… უნდა ვისაუზმო.
Facebook, უფრო სწორედ მის უკან მდგომი ადამიანები, რაღაც “დიდს” გეგმავენ. თუ ამის შესახებ, რამოდენიმე თვის წინ მხოლოდ ჭორები დადიოდა (ზოგი მართალი აღმოჩნდა, ზოგიც არა), დღესდღეობით ნათელია რომ Facebook თავისი ქმედებების გაფართოებას აპირებს და ბაზრის სხვა ნიშებსაც გადაწვდეს. მთავარი კითხვა დღესდღეობით არის: რომელ ნიშებს? მიუხედავად იმისა რომ მე მხოლოდ ერთი თეორიის მიმდევარი ვარ, ინტერნეტში არსებულ ორივე ეჭვს მოვიყვან აქ.
2009 წლის დასაწყისში, Twitter-ის ფენომენალურმა და აქამდე უპრეცენდენტო ზრდამ, მთელი ინტერნეტი აალაპარაკა. ამან კი, თავის მხრივ ეს ზრდა კიდევ უფრო გააძლიერა. Twitter თითქოს და პირდაპირ არ ურტყამდა Facebook-ს, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე შეწუხდა პირველის ზრდით. და მართლაც, მომხმარებლების მიერ Twitter-ზე გატარებული სტაბილურად იზრდებოდა, მაშინ როდესაც იმავე მომხმარებლების დრო Facebook-ზე სულ უფრო და უფრო მოკრძალებული ხდებოდა.
მიუხედავად იმისა რომ Facebook ახლაც, Twitter-თან შედარებით გიგანტია, საჭიროა ქმედება. Facebook-მაც არ დააყოვნა და მოძრაობა დაიწყო, ამას ჭორებაც აუბეს მხარი. ხმები დაიძრა Facebook-ის მიერ Twitter-ის შესყიდვაზეც კი. რეალურად კი შემდეგი რამ მოხდა/ხდება…
თავიდანვე მინდა ვახსენო ის ფაქტი რომ, Facebook აირჩია საუკეთესოს “გადმოღების” კურსი, და მას ახლაც მიჰყვება. პირველად დაიწყო Facebook-ის “privacy”-ს პარამეტრების გადახედვა, Twitter-ის ერთ-ერთი საფუძველი პროფილთა უმრავლესობის გახსნილობაა. მეტიც Twitter-ის მომხმარებლების ინტერესებში არ შედის ტვიტების დამალვა, რადგანაც ამის შედეგად Twitter-ის მოხმარებას პრინციპში აზრი ეკარგება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). Facebook-მაც დაიწყო ზრუნვა იმაზე რომ შესაძლებელი ყოფილიყო პროფილის ნაწილობრივი გახსნა, და სტატუსების საყოველთაოდ გაზიარება.
შემდეგი დიდი ნაბიჯი იყო ახალი Facebook search-ის შესახებ გეგმები. Twitter-ის მსგავსად ეს საძიებო ძრავიც ემსახურება ქსელის შიგნით ძიებას. ძველი ძრავისგან განსხვავება კი, სტატუსებში, კედლებზე დაწერილში და ა.შ. ძიების შესაძლებლობაა.
Twitter-ის ერთერთი დიდი პლიუსი სიმარტივეა. აი Facebook კი, წლების განმავლობაში, აპლიკაციებისა და ახალი დიზაინების წყალობით ძალიან “დამძიმდა”. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილში. რამოდენიმე დღის წინ, Facebook-ის ადმინისტრაციის შეცდომის წყალობით (ბევრ მომხმარებელს დაეგზავნა ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობის მოწვევა, თუმცა მომხმარებლებმა ვერ შესძლეს ამ მოწვევის გააქტიურება. შემდგომში Facebook-ის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა რომ ეს შეცდომა იყო), გამოჟონა ამბავმა Facebook Lite-ს შესახებ. Facebook-ის მსუბუქი, მარტივი და სწრაფი ვერსია, რომელიც შეიცავს ყველაზე საჭირო ფუნქციებს. ისევ მისწრაფება Twitter-კენ.
დამაგვირგვინებელი ამბავი კი, Facebook-ის მიერ FriendFeed-ის შეძენა გახდა. შეგახსენებთ, FriendFeed არის სერვისი ,რომელიც მომხმარებლებს ეხმარება სიახლეების გავრცელებაში სხვადასხვა სოციალურ ქსელებში (მათ შორის ტვიტერშიც). აქვე გაჩნდა მეორე თეორია, Facebook-ის ზრახვების შესახებ.
არც მეტი, არც ნაკლები, ამ თეორიის თანახმად, Facebook, ინტერნეტ გიგანტს, Google-ს უთხრის ძირს და კონკურენტი საძიებო ძრავის გაკეთებას აპირებს. თეორიის დასაყრდენი არის შემდეგი ფაქტი: FriendFeed-ის 11 თანამშრომლიდან, 8 ექს-გუგლელია. მათ მონაწილეობა მიუღიათ ისეთ პროექტებში როგორიც არის Google search, Google Maps, Gmail, Google API და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ Facebook-მა, Google-ს გამოცდილებისა და ცოდნის ნაწილი იყიდა.
როგორც ზემოთ ვთქვი, მე ერთ აზრზე ვდგავარ, ეს ყველაფერი Twitter-ის შესაჩერებლად არის გაკეთებული (მეტი ფაქტი მიუთითებს ამაზე). თანაც არამგონია, Facebook-ს ახლა გუგლთან “ჭიდაობის” ძალა და სურვილი ჰქონდეს… Facebook-ის მანევრების შედეგს კი, ტრადიციულად, დრო გვიჩვენებს.