MySpace.com ერთ დროს სოციალური რევოლუციის ერთ-ერთი პირველი მერცხალი იყო ინტერნეტში. შემდეგ სოციალურმა ქსელმა არნახულ წარმატებას მიაღწია და 100 მილიონ მომხმარებელს გადააბიჯა, რითაც ყველაზე დიდი სოციალური ქსელი გახდა ისტორიაში.
წარმატების შედეგად MySpace-ს შემქმნელმა და სოციალური ქსელის ყველა წევრის “მეგობარმა”, ტომ ანდერსონმა სოციალური ქსელი რუპერტ მერდოკის News Corporation-ს მიჰყიდა სოლიდურ ფასად. MySpace სოციალური ვების უძლიერესი მოთამაშე გახდა.
რამოდენიმე დღის წინ MySpace.com-ს მორიგმა CEO-მ ოუენ ვან ნატამ, სულ რაღაც ცხრა თვიანი მოღვაწეობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ვან ნატას წასვლამ გიგანტის გადარჩენის იმედები უკანასკნელ ოპტიმისტებსაც კი მოუკლა. MySpace ტრიუმფის შემდეგ მესამე წელიწადია გაკოტრებისკენ რეკორდული სიჩქარით მიექანება. News Corp.-ის მფლობელობაში MySpace-ს გადასვლის შემდეგ ინტერნეტში რაღაც მოხდა რამაც ქსელი სასიკვდილო ვირაჟში გაუშვა. ეს “რაღაც” კერძოდ Facebook იყო, რომელმაც MySpace-ს სოციალური ქსელის ნიშა წაართვა. (სრულად…)
დღეს ერთერთი ჩემი ფავორიტი ბლოგი მინდა გაგაცნოთ. theoatmeal.com არის იუმორისტული ბლოგი რომლის პოსტები ძირითადად კომიქსებია. კომიქსების თემებს შორის დიდი ადგილი უჭირავს კომპიუტერებს, ინტერნეტს და სოციალურ მედიას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ავტორის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი “How to Suck at Facebook”, რომელშიც იუმორის გარდა, სიმართლის დიდი მარცვალია. მეტსაც ვიტყვი უკეთესად მე ამას ვერ გადმოვცემდი. ასე რომ იხალისეთ და გაითვალისწინეთ:
(სრულად…)
გუშინ, კომპანია Google-მ საკმაოდ მოულოდნელად (ჭორები ამ ამბის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ გუშინწინ გავრცელდა) წარმოგვიდგინა თავისი ახალი ქმნილება – Google Buzz.
Buzz კომპანიის მორიგი მცდელობაა თავი დაიმკვიდროს სოციალური ქსელების სფეროში. აქამდე Google არც თუ სახარბიელო შედეგებს აჩვენებდა ამ სფეროში. ადრეული პროდუქტი Orkut პოპულარული გახდა ბრაზილიასა და ინდოეთში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში მასზე უმრავლესობას არც კი სმენია (სრულად…)

facebook-ის ახალი ინტერფეისი
Facebook-მა განიცადა კიდევ ერთი ძირეული ცვლილება თავის დიზაინში. ასე აღნიშნა ყველაზე დიდმა სოციალურმა ქსელმა თავისი მეექვსე დაბადების დღე. გუშინ ადმინისტრაციამ 80 მილიონ მომხმარებელს უკვე წარუდგინა ახალი დიზანი, რამოდენიმე დღეში კი ქსელი მთლიანად გადავა ახალ ინტერფეისზე.
სიახლეს უკვე რამოდენიმე თვეა ელოდნენ ინტერნეტ-სივრცეში და საკმაოდ დადებითად შეხვდნენ. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. (სრულად…)