Filed under საოცრებათა სამყარო by aleksandre on 08.05.2010 at 09:44
View Comments
Face.ge
რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, მივადექი ჩემს შემდეგ მსხვერპლს Face.ge-ს. თავიდანვე მინდა დავიწყო იმით რომ სხვა აქამდე განხილული სოც. ქსელებისგან განსხვავებით Face.ge არ არის რომელიმე სხვა ცნობილი სოც.ქსელის ზუსტი კლონი, მას გააჩნია საკუთარი დიზაინი და ხედვა რაც უკვე იმედისმომცემია.
რაც შეეხება ხედვას და სამიზნო აუდიტორის ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანი დარჩა ამ საიტის შემთხვევაში. ერთი შეხედვით face.ge იხრება ნაცნობობის საიტისკენ, რომელიც ტრიალებს სურათების, პარტნიორის შერჩევის თამაშებისა და ტესტების გარშემო, ამავე დროს საიტის დახმარებისა და უსაფრთხოების განყოფილებაში მითითებულია ბევრი წესები მცირეწლოვნებისა და მათი მშობლების მისამართით (მინიმალური ასაკი რეგისტრაციისათვის 7 წელია, რაც ნაცნობობის საიტის იდეას კლავს ჩემი აზრით).
სოციალურ ქსელში როგორც უკვე ვახსენე დიდი ადგილი უჭირავს სურათებს და შესაბამისად დიდი სუპერ +10-ის როლიც. (სრულად…)
Filed under კომენტარი, სოც. ქსელები by aleksandre on 26.02.2010 at 19:52
View Comments

Google Maps
LBS ანუ Location Based Services (ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისები) ინტერნეტის ერთ-ერთი “ცხელი” ტრენდია. LBS-ის ძირითადი აუდიტორია “სმარტფონები” და მათი მომხმარებლებია. სერვისი იყენებს ჭკვიანი ტელეფონების GPS ფუნქციას და მომხმარებელს მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მომსახურებოას სთავაზობს.
ბოლო წლებში სმარტფონების პოპულარიზაციამ, რომელთა მსოფლიო ბაზრის წილი უკვე 20%-ს აღწევს, ბუნებრივად გამოიწვია ადგილმდებარეობაზე დაფულძნებული სოც.ქსელებისა და სერვისების ბუმი. ერთ-ერთი სოციალური ქსელი რომელმაც უკვე მოახერხა გარკვეული პოპულარობის მოპოვება არის Foursquare. სოც.ქსელი წარმოადგენს ერთგვარ თამაშის რომლის მიზანიც (სრულად…)
Filed under Uncategorized by A_I on 27.01.2010 at 14:39
View Comments
ჩემი აზრით, სოციალური ვები ძირითადად ძალიან კარგი მოვლენაა. ის გვაძლევს უამრავ ინფორმაციას, გვაკავშირებს ადამიანებთან და ა.შ. ჩემთვის პირადად მის გარეშე ცხოვრება დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია. თუმცა, არსებობენ ადამიანები რომლებსაც უჩნდებათ გარკვეული პრობლემები, მათსა და ინტერნეტს შორის ურთიერთობების შედეგად. ზოგს უჩნდება ე.წ. internet addiction ანუ ჩვენებურად ინტერნეტ-დამოკიდებულება, ზოგს აწუხებს პირადი ინფორმაციის დაცულობა, ზოგსაც ეს ყველაფერი უბრალოდ წყინდება… თავის დანებება და ინტერნეტიდან პიროვნების ამოძრკვა არც თუ ისე ადვილია. თუ კი, თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთ ჯგუფს მიეკუთვნებით სერვისი Web 2.0 Suicide Machine თქვენთვის ზედგამოჭრილია.
Web 2.0 Suicide Machine გთავაზობთ სწრაფ და უმტკივნეულო ვირტუალურ სიკვდილს, გარანტიით
შეიყვანეთ სასურველი სოც.ქსელის (Facebook, Twitter, Myspace & LinkedIn) პაროლი და მომხმარებლის სახელი, დააკლიკეთ Commit-ს და წარმოთქვით თქვენი უკანასკნელი სიტყვები… ვუალა თქვენ ვირტუალურად მკვდარი ხართ. რამოდენიმე წუთში სერვისი ანადგურებს მთელს ინფორმაციას თქვენს პროფილებში (სერვისის მტკიცებით, მანქანა ისეთ ადგილებში აღწევს სადაც ჩვეულებრივ მომკვდავ იუზერს ხელი არ მიუწვდება). ნერკროლოგი შემდეგში ქვეყნდება სერვისის ვებ-გვერდზე.
მე პირადად, სუიციდური მანქანის გამოყენებას არ გირჩევთ… თუმცა რა იცი რა ხდება.
Happy Suicide!
ყურადღება! სერვისის მოქმედების გაუქმება გააქტიურების შემდეგ შეუძლებელია, ამიტომაც კარგად დაფიქრდით მისი გამოყენების წინ.
Filed under Uncategorized by A_I on 05.12.2009 at 18:32
View Comments
ცნობილია რომ სავიზიტო ბარათი ე.წ. Networking-ის აუცილებელი ატრიბუტია. ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავცვალოთ სასურველი საკონტაქტო ინფორმაცია. მის შემდეგ რაც ინტერნეტში მომრავლდა სოციალური ქსელები თუ Community-ბი რომლებშიც ჩვენ გაწევრიანება გვიწევს, გაჩნდა “სავიზიტო ბარათის” აუცილებლობა ელექტრონულ ფორმატში. გარდა ამისა გახდა პოპულარული სოც. ქსელების მისამართების დატანა ქაღალდის სავიზიტო ბარათებზე. თუმცა, ყველა ელფოსტის, სოც. ქსელის თუ “ვიდეო-შერინგის” დამახსოვრებაა პრობლემატური, არათუ მათი სხვაზე გადაცემა.
ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა რამოდენიმე სერვისი, რომელთაგანაც მე ყვალაზე მეტად www.card.ly -მ მომხიბლა. სერვისს გააჩნია პრემიუმ მომსახურება, თუმცა უფასო ვერსია სრულიად ფუნქციონალურია (ფასიანი ვერსიის უპირატესობა მხოლოდ თემების რაოდენობაშია). Card.ly სამ კატეგორიად ჰყოფს ბარათს: ჩემს შესახებ, სოც. ქსელები და კონტაქტი. ასევე შესაძლებელია სურათის ატვირთვა და მოკლე (140 სიმბოლო) სლოგანის დართვა.
სერვისის პლიუსებია:
- გამოყენების და რეგისტრაციის სიმარტივე.
- საკმაოდ ფართო არჩევანი ბარათების დიზაინში.
- თქვენ ბარათის მოკლე და მოსახერხებელი მისამართი Card.ly/saxeli
- სოც. ქსელების უმრავლესობის მხარდაჭერა.
ასევე შეიძლება პერსონალური badge-ს გაკეთება და მისი ჩასმა ბლოგზე თუ ვებსაიტებზე.
დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://card.ly/demo
კარგი რამეა ერთი სიტყვით, I found it useful.