ბრენდინგი საქართველოში, ანუ რატომ არის აუცილებელი კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნა

საქართველოში, მთელი დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, გრაფიკული ბანერებით რეკლამა კვდომის ნაცვლად, ხარობს და ჰყვავის. ზუსტად ამ ტენდენციამ აღმომაჩენინა ნამდვილი მარგალიტი. საუბარი brandjob.ge-ს ბანერზე და ზოგადად ბრენდზეა. მე აქ არ დავიწყებ სიტყვა brandjob-ის ღრმადფილოსოფიურ მნიშვნელობაზე საუბრებს და მხოლოდ ბანერზე და ლოგოზე შევჩერდები.

გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ სურათს:

bjრა თქმა უნდა თუ ინგლისურს კარგად არ ფლობთ ვერაფერს ისეთს ვერ შეამჩნევთ. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ყველა თავისი “გაფუჭებულობის” ხარისხით საზღვრავს ყველაფერს. თუმცა მომკალით და Bj-ს დანახვაზე (მოცემულ სურათთან და იმ ფაქტან ერთად რომ “j” იშიფრება როგორც job) თავში პირველად Brandjob არანაირად მომდის :D

ასეა თუ ისე, მე რომ brandjob-ში ვიყო დასაქმებული ასეთ შემოკლებას (და მის ლოგოს რანგში აყვანას) დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი.

ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას და მივდივართ კომპანიის მარკეტინგულ მესიჯამდე.

messageაქაც, მე თავს გავანებებ წინადადების წყობას, სისწორეს და აზრიანობას (მაგაში ყველანი ვცოდავთ) და ყურადღებას “ბრედ კომპანიებზე” გავაკეთებ. ვინმემ ამიხსენით რა არის “ბრენდ კომპანია”? როგორც ჩანს brandjob.ge-ში ჰგონიათ რომ ბრენდი მხოლოდ ტოიოტას, კოკა-კოლას და მაიკროსოფტს აქვს. არა და ბრენდი, ქუთაისში ჩემს მეზობლად განსაგებულ, “დარეჯან დეიდას ბუტკასაც” ჰქონდა: “ბარზის” ფასებში ვაჭრობდა, ნისიას ადვილად იძლეოდა და ცივი ბალტიკა 9 ჰქონდა სულ. რით არ არის ეს ბრენდი? გაუთვიცნობიერებელია, მაგრამ ბრენდია. მომხმარებლები ასე იცნობდნენ და ასე აფასებდნენ.

ამ ყველაფრით მე რისი თქმა მინდა. კომპიუტერს და ინგლისურს ჩვენ ტყუილად არ გვთხოვენ… საჭიროა. ასე, არაპროფესიონალურად დაწყებული პროექტი, ჩანასახშივე განწირულია, კონკურენციას ვერ გაუძლებს უბრალოდ (იგივე jobs.ge ბევრად უფრო პროფესიონალურად არის შესრულებული). თუმცა, შეცდომებზე სწავლის მაგივრად შედეგად უფრო: “საქართველოში არაფერი გამოდის”, “სკაიტის გარდა არავის აინტერესებს რამე” და ა.შ. ვიღებთ.

როდემდე?

Kuvakaappaus-1

პ.ს.

ბონუსი: განცხადება ზემოთ ხსენებული საიტიდან

Kuvakaappaus

Flog – ცლოგი

abidasFlog (fake blog) – არის ბლოგი რომლის ავტორი თავს წარმოგვიდგენს როგორც ამა თუ იმ კომპანიის ან პროდუქტის ფანს (ენთუზიასთს) და გვთავაზობს “მიუკერძოებელ” მიმოხილვებსა თუ პროდუქტის ტესტებს; სინამდვილეში კი ბლოგის ავტორი არის კომპანიის თანამშრომელი და flog-ის წერაში ის გასამრჯელოს იღებს. შესაბამისი ქართული ტერმინი ვერ მოვძებნე და გადავწყვიტე ჩემი მომეფიქრებინა – ცლოგი (ცრუ ბლოგი). თქვენ მეტყვით რომ fake blog-ის საუკეთესო თარგმანი, ყალბი ბლოგია, თუმცა როდესაც ხმამაღლა წარმოვთქვი სიტყვა ყლოგი, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი. მიუხედავად იმისა რომ ყლოგი შეიძლება მოვლენის უფრო ზუსტ სურათს იძლეოდეს, მე მაინც ცლოგზე შევჩერდები.

მიუხედავად იმისა რომ Flog-ერობა ინტერნეტში მეტად სამარცხვინო და არაეთიკურ ქმედებად აღიქმება, ბევრი მარკეტოლოგი ცდუნებას ვერ უძლებს. სოციალური ინტერნეტის ადრეულ დღეებში (3-6 წლის წინ), ცლოგერობაში ბევრი დიდი კომპანია იყო გამოჭერილი. ყველაზე აღსანიშნავი მაგალითები არის Walmart-ის Walmart accross America, Sony-ს All I want for Xmas is a PSP და ბინგო… McDonald’s-ის 4Railroads & Mcdmillionwinner. ზემოხსენებულმა კომპანიებმა, მხილების შემდეგ,  ყველაფერი გააკეთეს ამ ბლოგების (და მათ მიერ დატოვებული კვალის) განადგურებისთვის, თუმცა ინტერნეტი უმოწყალოა და ასეთი მოვლენები მას არ ავიწყდება.

ბრენდისთვის, ცლოგისგან მიყენებელი დარტყმა შესაძლებელია მომაკვდინებელი იყოს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კომპანიას წლების განმავლობაში მოუწევს მუშაობა დაკარგული ნდობის დასაბრუნებლად. ინტერნეტის მომხმარებლებს არ უყვართ როდესაც კორპორაციები მათ მყუდროებას არღვევენ და მათ გაცურებას ცდილობენ. შედეგად, ბუზი სპილოდ იქვცევა ხოლმე, და სპილო ღმერთმა იცის რად. ამავე დროს პრაქტიკა გვიჩვენებს რომ არცერთი ასეთი ბლოგი არ რჩება უმხილებელი, მიუხედავად იმისა თუ რა დოზით იყო ის შენიღბული.

თითქოს ფაქტები გვიჩვენებს: flog-ინგი სიკვდილია. ეს მომხმარებლების მოტყუება, არაეთიკური მარკეტინგული სვლა და ბრენდის შარში გახვევაა… ბუმბერაზი იდეები ეგრე ადვილად არ კვდებიან. ინტერნეტში გამოუცდელი მარკეტოლოგების (ეს არ გამორიცხავს იმას რომ ტრადიციულ მარკეტინგში იგივე პიროვნებები ძლიერ და გამოცდილ პროფესოინალებად ითვლებოდნენ) “ნათელ” თავებში, ცლოგინგის იდეა საკვირველი რეგულარობით მოდის.

ჩემი აზრით, პოტენციური სარგებელი flogging-ისგან ვერ გადაწონის იმ რისკებსა და ზარალს, რაც მათ გამოჭერას მოჰყვება. დღევადელი ინტერნეტი გამჭირვალობასა და ურთიერთნდობაზეა დამოკიდებული, სიყალბეს აქ მტკივნეულად ხვდებიან და ის დიდი ხნით ამახსოვრდებათ.

თამაშის წესები იცვლება, მარკეტინგული მესიჯები გადამალეთ, მომხმარებელთან დიალოგი მოდის.

რა არის სოციალური მედია? (a.k.a. What the F**k Is Social Media?)

დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე -  “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
[slideshare id=496437&doc=whatthefissocialmedia070208-1215026815612657-8]

[slideshare id=1729300&doc=wtfissocialmedia5-090716070117-phpapp01]

საკვირაო პოსტი განწყობისთვის

ფროიდი უკვდავია…
FiremanMouth

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=I83g9d92gfQ]

« Older Entries
DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed