Filed under Uncategorized by A_I on 26.08.2009 at 11:22
View Comments
საქართველოში, მთელი დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, გრაფიკული ბანერებით რეკლამა კვდომის ნაცვლად, ხარობს და ჰყვავის. ზუსტად ამ ტენდენციამ აღმომაჩენინა ნამდვილი მარგალიტი. საუბარი brandjob.ge-ს ბანერზე და ზოგადად ბრენდზეა. მე აქ არ დავიწყებ სიტყვა brandjob-ის ღრმადფილოსოფიურ მნიშვნელობაზე საუბრებს და მხოლოდ ბანერზე და ლოგოზე შევჩერდები.
გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ სურათს:
რა თქმა უნდა თუ ინგლისურს კარგად არ ფლობთ ვერაფერს ისეთს ვერ შეამჩნევთ. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ყველა თავისი “გაფუჭებულობის” ხარისხით საზღვრავს ყველაფერს. თუმცა მომკალით და Bj-ს დანახვაზე (მოცემულ სურათთან და იმ ფაქტან ერთად რომ “j” იშიფრება როგორც job) თავში პირველად Brandjob არანაირად მომდის
ასეა თუ ისე, მე რომ brandjob-ში ვიყო დასაქმებული ასეთ შემოკლებას (და მის ლოგოს რანგში აყვანას) დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი.
ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას და მივდივართ კომპანიის მარკეტინგულ მესიჯამდე.
აქაც, მე თავს გავანებებ წინადადების წყობას, სისწორეს და აზრიანობას (მაგაში ყველანი ვცოდავთ) და ყურადღებას “ბრედ კომპანიებზე” გავაკეთებ. ვინმემ ამიხსენით რა არის “ბრენდ კომპანია”? როგორც ჩანს brandjob.ge-ში ჰგონიათ რომ ბრენდი მხოლოდ ტოიოტას, კოკა-კოლას და მაიკროსოფტს აქვს. არა და ბრენდი, ქუთაისში ჩემს მეზობლად განსაგებულ, “დარეჯან დეიდას ბუტკასაც” ჰქონდა: “ბარზის” ფასებში ვაჭრობდა, ნისიას ადვილად იძლეოდა და ცივი ბალტიკა 9 ჰქონდა სულ. რით არ არის ეს ბრენდი? გაუთვიცნობიერებელია, მაგრამ ბრენდია. მომხმარებლები ასე იცნობდნენ და ასე აფასებდნენ.
ამ ყველაფრით მე რისი თქმა მინდა. კომპიუტერს და ინგლისურს ჩვენ ტყუილად არ გვთხოვენ… საჭიროა. ასე, არაპროფესიონალურად დაწყებული პროექტი, ჩანასახშივე განწირულია, კონკურენციას ვერ გაუძლებს უბრალოდ (იგივე jobs.ge ბევრად უფრო პროფესიონალურად არის შესრულებული). თუმცა, შეცდომებზე სწავლის მაგივრად შედეგად უფრო: “საქართველოში არაფერი გამოდის”, “სკაიტის გარდა არავის აინტერესებს რამე” და ა.შ. ვიღებთ.
როდემდე?

პ.ს.
ბონუსი: განცხადება ზემოთ ხსენებული საიტიდან

Filed under Marketing, News by A_I on 26.06.2009 at 09:16
View Comments
დღეს დილით გავეცანი ერთ-ერთ სტატიას Social Media Today-ზე. How not to use Twitter: HabitatUK as a case study, რომლის ავტორიც Tiphereth Gloria წარმოგვიდგენს HabitatUK-ის მაგალითზე თუ როგორ არ უნდა გამოვიყენოთ ტვიტტერი.
ერთი სიტყვით ამ ამბავმა “მომხიბლა” როგორც კარგმა მაგალითმა. შესაბამისად გადავწყვიტე ის თევისუფალი (კომპაქტური) თარგმანით წარმოგიდგინოთ თქვენ. ამდაგვარი შემთხვევები საქართველოს ინტერნეტ სივრცეში ხშირად ხდება, იმედია ეს პოსტი ხელს შეუწყობს ამ შემთხვევების შემცირებას.
სანამ დავიწყებდე ასევე მინდა ავღნიშნო რომ მიუხედავად იმისა რომ ეს კონკრეტული მაგალითი ტვიტტერის შესახებ არის, მისი მორალი ვრცელდება სოციალური მედიის ყველა სახეობაზე.
როგორ არ უნდა გამოვიყენოთ Twitter, HabitatUK-ის მაგალითი.
Tiphereth Gloria
Habitat არის ავეჯის მაღაზია დიდ ბრიტანეთში, რომელიც დაარსდა 1970 წელს, ტერენს ქონრანის მიერ. იმათთვის ვინც ბრიტანეთში არ ყოფილა, Habitat დაახლოებით არის უფრო მაღალი ხარისხისა და ფასის IKEA. რამოდენიმე დღის წინ კომპანია გამოჩნდა ტვიტტერში, @HabitatUK. გამოჩენისთანავე კომპანიამ დაიწყო #ჰეშტეგების (#hashtags) ბოროტად გამოყენება. ის “ტეგავდა” თავის ტვიტტებს პოპულარული ტეგებით, რომლებსაც ავეჯთან და Habitat-თან საერთო არაფერი ჰქონია. ასე გამოჩნდა ბრიტაბული ავეჯის მაღაზია ისეთ ჰეშტეგებში როგორიც არის #iPhone, #mms, #Apple და #poh.

წყარო: Social Media Today
დიახ, ეს იყო #ჰეშტაგ სპამი.
თუმცა, კომპანია ამაზე არ გაჩერებულა და უფრო შორს წავიდა. მათ სპამისთვის გამოიყენეს ისეთი მოვლენა როგორიც არჩევნები ირანში და სერიალი True Blood.

წყარო: Social Media Today
თუმცა ტვიტტერი უმოწყალოა სპამერების მიმართ, და კომპანიის ქცევამ მყისიერად გამოიწვია უარყოფითი რეაქცია.

წყარო: Social Media Today

წყარო: Social Media Today

წყარო: Social Media Today

წყარო: Social Media Today
Habitat რეაქცია? კომპანიამ მოშალა ყველა ეს პოსტი და ჩაანაცვლა ისინი თავისი ჩვეულებრივი რეკლამული პოსტებით. თუმცა ტვიტტერი ცოდვებს ეგრე ადვილად არ ივიწყებს და Habitat-ის სპამი ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება შენახული კეშში.
მას შემდეგ რაც ამ პოსტის ინგლისური ორიგინალი 22 000-მა ადამიანმა მოინახულა, ხოლო ავტორს Sky News-მა და Guardian-მა ჩამოართვა ინტერვიუ, Habitat-მა ბოდიშის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ. თუმცა ეგ უკვე ცოტა არ იყოს დაგვიანებულია და Habitat-ის ინტერნეტ-იმიჯის გამოსწორებას შესაძლებელია თვეები ან სულაც წლები დასჭირდეს.
Social Media Today,
Tiphereth Gloria
20/06/2009
http://www.socialmediatoday.com/SMC/103334
მორალი, თქვენ თვითონ :P
Filed under Marketing by A_I on 25.05.2009 at 16:58
View Comments
“ვირუსული მარკეტინგი” (viral marketing) არანაკლებ ამოუცნობი და იდუმალებით მოცულია ვიდრე მისი სეხნიები მედიცინის სფეროდან. მასზე ყველა საუბრობს, ის ბევრს ძლიერ ეფექტურად მიაჩნია, და ზოგი მას წარმატებით იყენებს კიდევაც, თუმცა წარმატების ფორმულა არავის დღესდღეობით არ აქვს.
განმარტებას ვიკიპედიას დავესესხები: “”ვირუსული მარკეტინგი” არის მარკეტინგული ტექნიკა/მეთოდი რომელიც იყენებს არსებულ სოციალურ ქსელებს, ბრენდის ან პროდუქტის შესახებ, ინფორმაციის გასავრცელებლად”. ტერმინი იშვა 1996 წელს ჯეფრი რეიპორტის სტატიაში და ის განხილული იყო Hotmail-ის მაგალითზე რომელიც ყველა წერილის ბოლოს რეკლამას ამაგრებდა. ინტერნეტის ბოლო წლების მიღწევებმა ამ მოვლენას ძალა კიდევ უფრო შეჰმატა. როგორც ჟურნალისტი და მწერალი პოლ გილინი (Paul Gillin) ამბობს: “აქ [ვირუსულ მარკეტინგში] წარმატების ფორმულა არავის გააჩნია… და ნურც ეცდებით მის შექმნას”. მართლაც, ეს უბრალოდ გამოდის და სხვადასხვა მაგალითებიდან ნათლად ჩანს რადიკალური განსხვავებები მიდგომასა თუ მეთოდებში.
“ვირუსული მარკეტინგის” ჩემი ყველაზე საყვარელი მაგალითი არის, ყველასათვის ცნობილ youtube.com-ის საშუალებით ვიდეოს გავრცელება არის. ამიტომაც დღეს ზუსტად მის მაგალითებზე შევჩერდები.
101 ბოთლი დიეტური კოლა და 523 Menthos
Menthos-ისა და დიეტური კოლის ურთიერთობები ყველასათვის დიდი ხნის ცნობილი იყო, თუმცა სტეფენ ვოლცმა (Stephen Volz) და ფრიც გრობმა (Fritz Grobe) ეს მოვლენა ახალ სიბრტყეში გადაიყვენეს და ხელოვნებად აქციეს. ვიდეოს დამზადებისას მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა ეფექტს გამოიწვევდა ეს… სამ წუთიანი სახალისო ვიდეოს ეფექტი კი იყო:
- Menthos-ის გაყიდვების 20%ით გაზრდა ამერიკის ბაზარზე.
- ყველასგან მივიწყებული დიეტური Coca-cola-სთვის მეორე სიცოცხლე (გაყიდვების ზრდა 5-10%).
- მილიონობით ვიდეოს მნახველი, ფანი და ახლად დაბადებული ხელოვნების მიმდევარი.
ვოლცისთვის და გრობისთვის კი სამსახურების მიტოვება და ახალ საქმიანობაში სრულიად ჩართვა. შედეგების მისაღებას კი დასჭირდა ჩვეულებრივი ვიდეოკამერა, 101 ბოთლი დიეტური კოლა და 523 Menthos 
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=RX4_OrRZa1g]
Will it Blend?
ეს შეკითხვა ძალიან აქტუალური გახდა მის შემდეგ რაც კომპანია Blendtecმა მოისურვა კორპორატიული სექტორიდან დიასახლისებს გადასწვდომოდა.
კომპანიის მარკეტოლოგს ჯორჯ რაითს (George Wright) იდეა, კომპანიის ლაბორატორიაში ბლენდერების გამოცდის პროცესის ხილვის შემდეგ მოუვიდა. ასე დაიბადა ინტერნეტ ვიდეოების მთელი სერიალი, რომელშიც კომპანიის მფლობელი ტიმ დიქსონი (Tim Dickson) თავისი ბლენდერის საშუალებით სხვადასხვა ნივთებს მტვრად აქცევს. ვიდეოებმა 5 მილიონ მნახველზე მეტი შეიძინა პირველივე თვეებში. შედეგად აქამდე კულინარიის მოყვარულებითვის სრულიად უცნობი Blendtec-ის პროდუქტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბლენდერად იქცა. ყველაფერი დაიწყო ყინვითა და კოკა-კოლის ქილებით…. და iPhone-თ გაგრძელდა რამაც Blendtec-ის პოპულარულობა კიდევ უფრო გაზარდა. ქვემოთ კი მომყავს ზემოხსენებული ვიდეო
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=DLxq90xmYUs&hl=en&fs=1]
ევოლუცია
ზოგის აზრით, ვირუსული ვიდეოს აუცილებელი კომპონენტი მისი იუმორისტული ხასიათია, თუმცა ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ჩვენ საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. Dove-ის 1 წუთიანი ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება ერთი ჩვეულებრივი მანდილოსანი, ბილბორდის მოდელად, Forrester Research-ის ანალიტიკოსის შარლინ ლის (Charlene Li) თქმით 1 Zippo-ს ფასი დაჯდა. კანადური ბაზრისთვის დამზადებულ ვიდეოს კი ბევრად დიდი ეფექტი ჰქონდა ვიდრე იგივე Dove-ს 2 მილიონიან კამპანიას (რომელიც იმავე წელს ჩატარდა). და მაინც რა არის საიდუმლო? რთული სათქმელია…
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=iYhCn0jf46U&hl=en&fs=1]
ექსტრემალური მეცხვარეობა
და ბოლოს, ნაფტალინ მოყრილი მაგალითებს თავს დავანებებ და ერთ ერთ ახალ მაგალითს წარმოგიდგენთ. Samsung-ის Extreme Sheep LED Art, რომელის სულ რამოდენიმე თვისაა და უკვე 8 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს (ეგ მხოლოდ youtube-ზე). კომენტარი კი თქვენთვის მომინდია
[youtube=hhttp://www.youtube.com/watch?v=D2FX9rviEhw]
და მაინც, რა არის წარმატების ფორმულა?