Filed under Random by aleksandre on 06.04.2010 at 11:16
View Comments
NB პოსტი ძირითადად ეხება იმათ ვისაც ბლოგი Wordpress-ის ძრავზე აქვს საკუთარ ჰოსტზე.
როგორც მოგეხსენებათ, მობილური ინტერნეტი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ მოვლენაში კი ლომის წილი სმარტფონების პოპულარიზაციას და მობილური ბრაუზერების დახვეწას მიუძღვის.
როგორც უკვე ვახსენე, დღესდღეობით ინტერნეტი მობილურზე wap საიტებით აღარ შემოისაზღვრება და ტექნიკური პროგრესის წყალობით დღეს ჩვენს ტელეფონს თითქმის იგივე შეუძლია რაც კომპიტერს. თუმცა ტელეფონი ტელეფონად რჩება და მის 3-4 დიუმიან ეკრანს ვერანაირი პროგრესი ვერ გაუტოლებს 22 დიუმიან HD მონიტორს, ამიტომაც ხშირად ტექსტის წაკითხვა ტელეფონში საკმაოდ დამღლელია.
ამ ნაკლის გამოსასწორებლად გამჩენმა მოგვავლინა mobile-ოპტიმიზირებული გვერდები. Wordpress.com-ზე დაჰოსტილ ბლოგებს ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევებში მოხსნილი აქვთ რადგანაც სტანდარტულ თემებში მობილური გვერდების ფუნქცია ჩაშენებულია და მშვენივრადაც მუშაობს, აი Wordpress-ის ძრავის შემთხვევაში კი ეს ასე ყოველთვის არ არის (ჩემი დაკვირვებით უფრო არ არის).
საბედნიეროდ ამ პრობლემის მოგვარება უადვილესია. (სრულად…)
Filed under წიგნების მიმოხილვა by aleksandre on 29.03.2010 at 13:41
View Comments
Trust Agents, ცნობილი ბლოგერების, კრის ბროგანის და ჯულიენ სმიტის პირველი წიგნია. წიგნი რასაკვირველია ეხება ნდობის მოპოვებას ინტერნეტში, ბლოგისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა ცდება ინტერნეტის ფარგლების და რეალურ ცხოვრებაში ნდობის მოპოვებაზეც მოგვითხრობს.
ამ წიგნზე ბევრი მსმენია და მოუთმენლადაც ველოდი საშუალებას ის წამეკითხა, დიდი ენთუზიამით დავიწყე კიდეც კითხვა… მიუხედავად ამისა წიგნით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დავრჩი. თუმცა დავიწყოთ კარგით.
წიგნში აღწერილია ინტერნეტში ნდობის მოპოვების პროცესი და შემდგომ ამ ნდობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება (შეძენილი კლიენტებისა თუ ბიზნეს პარტნიორების სახით). ინფორმაცია მოცემულია როგორც თეორიის ასევე მაგალითებისა და ე.წ. ACTION სვეტების სახით. ასევე გადავეყარე რამოდენიმე კარგ კომპაქტურ ადვილად გასაგებ რჩევა-თეორიას, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ჩემი წინა პოსტია.
მაგრამ ამავე დროს…
(სრულად…)
Filed under Marketing, Random by aleksandre on 14.03.2010 at 10:45
View Comments
T = (C x R x I ) / S
T = Trust
C = Credibility – დამაჯერებლობა, აქ ცნობილი რეკლამის სლოგანის პერეფრაზს გავაკეთებ: იყავი შენს ბლოგზე ის რაც ხარ.
R = Reliability – სანდოობა, ყოველთვის შეასრულე დანაპირები.
I = Intimacy – ინტიმურობა, შექმენი კომფორტული ატმოსფერო შენს ბლოგზე სადაც მკითხველი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
S = Self-orientation – საკუთარ “მე”-ზე ორიენტაცია, ეს კომპონენტი რაც ნაკლებია მით უკეთესი. ოპტიმალური პროპორცია Self-promotion/promotion of others ~ 1/10
თავდაპირველი იდეის ავტორები: Robert Galford & Anne Seibold Drapeau
ბლოგებზე ადაპტაციიის იდეა: Chris Brogan & Julien Smith
ქართული ადაპტაცია: მე :P
Filed under კომენტარი, მაგალითები by aleksandre on 16.02.2010 at 23:30
View Comments
ობამას საარჩევნო კამპანიასა და ამ უკანასკნელის Twitter-ში ბოლოდროინდელ აქტივობას თუ არ ჩავთვლით, პოლიტიკაში სოციალურ მედიას შეღწევა ჯერ კიდევ უჭირს. სფეროს კონსერვატიულობის გამო სოციალურ მედიას სიფრთხილით ეკიდებიან.
ბლოგინგი თუ სოციალურ ქსელებში მონაწილეობა ბევრ პოლიტიკოსს (და განსაკუთრებით მათ PR გუნდს) არც თუ უსაფრთხოდ მიაჩნიათ. ამიტომაც სოც მედიაში ან არაპირდაპირი მონაწილეობა ხდება (ობამას სოც. მედია კამპანია რომელსაც PRშიკები აწარმოებდნენ და ობამა იქ არაფერს წერდა) ან ცალკეული პოლიტიკოსების “ახირების” დონეზე ხდება (მაგალითად მედვედევის ბლოგი, რომელიც ინტერნეტის “ფანია”).
თუმცა, ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ერთერთი სამაგალითოა მაღალი რანგის პოლიტიკოსების სოციალურ მედიაში მონაწილეობის მხრივ. სოც. ვებში ბრიტანული მთავრობის აქტივობის არასრული სია მოიცავს ბლოგებს, პოდკასტებს, მომხმარებლის მიერ შექმნილი ინტერნეტ გამოკითხვებს და არხს Youtube-ში.
საგარეოს საქმეთა სამინისტროს ბლოგების მთელი პორტალი გააჩნია სადაც თავმოყრილია დავიდ მილიბენდის ბლოგით დაწყებული, გვატემალაში ბრიტანეთის ელჩის ბლოგით დამთავრებული. რაც მთავარია ბლოგები რეგულარულად ახლდება და მათ სრულიად “ბლოგური” სახე აქვთ (ანუ არ ჰგვანან უბრალოდ პრეს-რელიზების კრებულს).
საგარეო უწყებას არ ჩამორჩება (და იმჰო უსწრებს კიდევაც) პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. ბრაუნს გააჩნია საკუთარი პოდკასტი, რომელიც არცთუ ხშირად გამოდის თუმცა თავად ფაქტი სასიამოვნოა. უფრო რეგულარული და ინფორმატიული პრემიერ-მინისტრის Youtube არხია სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეების მიერ შერჩეული თემები განიხილება. და ბოლო თუმცა არა უმნიშვნელო პლატფორმაა პეტიციების შესაქმნელად სადაც ნებისმიერ ბრიტანელს შეუძლია შექმნას პეტიცია ამა თუ იმ საკითხის შესახებ და აჩვენოს მთავრობას მისი აქტუალურობა.
მე პირადად ძალიან მომწონს ბრიტანელი მთავრობის ეს ინიციატივები და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ასეთივე “სოც.მედია გახსნილობას” ჩვენი (და ასევე სხვა ქვეყნების) მთავრობის მხრიდან, რადგან მიმაჩნია რომ ინტერნეტს შეუძლია შექმნას არაჩვეულებრივი საკომუნიკაციო არხი ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის.
რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაქვთ თუ არა მსგავსი მაგალითები ქართული რეალობიდან? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.