გუშინ, კომპანია Google-მ საკმაოდ მოულოდნელად (ჭორები ამ ამბის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ გუშინწინ გავრცელდა) წარმოგვიდგინა თავისი ახალი ქმნილება – Google Buzz.
Buzz კომპანიის მორიგი მცდელობაა თავი დაიმკვიდროს სოციალური ქსელების სფეროში. აქამდე Google არც თუ სახარბიელო შედეგებს აჩვენებდა ამ სფეროში. ადრეული პროდუქტი Orkut პოპულარული გახდა ბრაზილიასა და ინდოეთში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში მასზე უმრავლესობას არც კი სმენია (სრულად…)
ცნობილია რომ სავიზიტო ბარათი ე.წ. Networking-ის აუცილებელი ატრიბუტია. ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავცვალოთ სასურველი საკონტაქტო ინფორმაცია. მის შემდეგ რაც ინტერნეტში მომრავლდა სოციალური ქსელები თუ Community-ბი რომლებშიც ჩვენ გაწევრიანება გვიწევს, გაჩნდა “სავიზიტო ბარათის” აუცილებლობა ელექტრონულ ფორმატში. გარდა ამისა გახდა პოპულარული სოც. ქსელების მისამართების დატანა ქაღალდის სავიზიტო ბარათებზე. თუმცა, ყველა ელფოსტის, სოც. ქსელის თუ “ვიდეო-შერინგის” დამახსოვრებაა პრობლემატური, არათუ მათი სხვაზე გადაცემა.
ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა რამოდენიმე სერვისი, რომელთაგანაც მე ყვალაზე მეტად www.card.ly -მ მომხიბლა. სერვისს გააჩნია პრემიუმ მომსახურება, თუმცა უფასო ვერსია სრულიად ფუნქციონალურია (ფასიანი ვერსიის უპირატესობა მხოლოდ თემების რაოდენობაშია). Card.ly სამ კატეგორიად ჰყოფს ბარათს: ჩემს შესახებ, სოც. ქსელები და კონტაქტი. ასევე შესაძლებელია სურათის ატვირთვა და მოკლე (140 სიმბოლო) სლოგანის დართვა.
სერვისის პლიუსებია:
- გამოყენების და რეგისტრაციის სიმარტივე.
- საკმაოდ ფართო არჩევანი ბარათების დიზაინში.
- თქვენ ბარათის მოკლე და მოსახერხებელი მისამართი Card.ly/saxeli
- სოც. ქსელების უმრავლესობის მხარდაჭერა.
ასევე შეიძლება პერსონალური badge-ს გაკეთება და მისი ჩასმა ბლოგზე თუ ვებსაიტებზე.
დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://card.ly/demo
კარგი რამეა ერთი სიტყვით, I found it useful.
დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე - “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
[slideshare id=496437&doc=whatthefissocialmedia070208-1215026815612657-8]
[slideshare id=1729300&doc=wtfissocialmedia5-090716070117-phpapp01]
რამოდენიმე დღის წინ ხელში ჩამივარდა Personal Branding-ის ახალგაზრდა გურუს Dan Schawbel ახალი და პირველი წიგნი Me 2.0, რომელიც შეეხება პერსონალური ბრენდის შენება-განვითარებას. წიგნში მრავლად არის კარგი რჩევები და შთამაგონებელი ისტორიებით. წიგნის დიდი ნაწილი კი დათმობილია ახალი ტრენდისთვის, Personal eBranding-ისთვის. როგორც ალბათ მიხვდით, eBranding მოიცავს სხვადასხვა online საშუალებებს თქვენი ბრენდის შესავსებად. ეს არის პერსონალური ვებ-გვერდები, ბლოგები, ვიდეო და აუდიო მასალა, პორტფოლიო…. და პროფილები სოციალურ ქსელებში. ზუსტად ამ უკანასკნელზე მინდა დღეს გავაკეთო აქცენტი და ასევე თქვენი აზრი მოვისმინო.
ზოგადად, ინტერნეტი დღეს იძლევა საშუალებას, ჩვენი ნიჭი, ცოდნა და უნარი სააშკარაოზე გამოვიტანოთ და ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოდ. ეს თავის მხრივ გვაძლევს საშუალებას, პოტენციურ დამსაქმებელსა თუ პარტნიორს ვაჩვენოთ თუ რა შეგვიძლია და შესაბამისად გავიადვილოთ გზა სასურველი კარიერის მწვერვალისაკენ. ინტერნეტი ასევე უადვილებს საქმეს დამსაქმებლებს, დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი HR მენეჯერი მიმართავს Google-ს კანდიდატებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. შესაბამისად მათ უფრო სრული სურათი აქვთ ხელთ მომავალ პოტენციურ თანამშრომლებზე. რაც თავის მხრივ ამცირებს შეცდომის შანსს და ხელს უწყობს ღირსეულთ მიიღონ სასურველი სამუშაო ადგილი. მაგრამ…
Me 2.0-ში და როგორც აღმოვაჩინე, თითქმის ყველა პერსონალური eBranding-ის საიტზე, ბლოგზე თუ უბრალოდ რჩევა/პოსტში, დიდი ადგილი აქვს დათმობილი სოციალურ ქსელებში პიროვნების იმიჯს და მათ შესაბამისს ოპტიმიზაციას. თანაც, ეს ეხება არა მხოლოდ ისეთ სოც. ქსელებს როგორიც არის LinkedIn (სოციალური ქსელი პროფესიონალებისთვის) მაგრამ ასევე ეხება ისეთებს როგორიცაა Facebook, Myspace, Twitter და ნაცნობობის საიტებიც კი. თუმცა, აქაც ჯერ არაფერია საგანგაშო, გასაგებია რომ დამსაქმებელს უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფო, მაგრამ ვფიქრობ არსებობს საზღვრებიც…
ზემოხსენებულ, წიგნში თუ საიტებზე, უმკაცრესი გაიდლაინებია, სურათებისა და პერსონალური ინფოს მიმართ. გვირჩევენ არ დავდოთ არცერთი სურათი რომელიც არ არის საქმიანი და “სერიოზული”, და ასევე არ გავაკეთებინოთ ეს ჩვენს მეგობრებსა და კონტაქტებს (არ დამორჩილების შემთხვევაში, მათი დაბლოკვა იყო ერთ-ერთი ოპცია), ასევე ნახსენები იყო “ფრენდების” შერჩევა (რადგან “არასწორმა” ხალხმა შეიძლება იმიჯი გაგიფუჭოთ). იყო მოყვანილი მაგალითები იმისა თუ როგორ არ აიყვანეს, ყოვლად შესაფერისი კანდიდატი სამსახურში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ HR-მა ბოლო წამს აღმოაჩინდა მისი პროფილი ერთ-ერთ ნაცნობობის საიტზე სადაც გრაფა “Sex”-ში (აქ არა სქესი არამედ სექსი იგულისხმება. ავტ.) ისეთი რამეები ეწერა რაც მათ კორპორატიულ კუტურაში ვერ ჯდებოდა. ან იმის მაგალითები თუ როგორ არ მოეწონა უფროსობას შეზარხოშებული კანდიდატის სურათები Facebook-ზე, რამაც მისი კარიერა შეიწირა.
თუ კი ერთის მხრივ დამსაქმებელის ეს ქმედება გასაგებია, მეორეს მხრივ, ვფიქრობ ყველამ გულზე ხელი უნდა დაიდოს და აღიაროს რომ ადამიანთა სრული უმრავლესობა, გარდა ოფისში, მონიტორის წინ სერიოზული სახით ჯდომისა და ტელეფონზე დაყენებული ტონით ლაპარაკისა და მაგვარი საქმიანობისა, ასევე ჭამეს საჭმელს, დადიან ტუალეტში, სვამენ ალკოჰოლს და თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან სექსიც აქვთ. გასაგებია რომ ამ ყველაფრის გვერდიდან ყურება შეიძლება ყველაზე სასიამოვნო სანახაობა არ იყოს, თუმცა მეორეს მხრივ ამის ყურებას არც არავინ გვაძალებს. ის რომ ზოგი ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ჩვენი Privacy დღეს ყველაზე ნაკლებად არის დაცული ვიდრე როდესმე, არ ნიშნავს იმას რომ ეს სხვებმა ბოროტად უნდა გამოიყენონ. Life is life and business is business. ის რაც ავღწერე კი ჩემთვის იგივეა, დამსაქმებელი კანდიდატთან სახლში მივიდეს, როდესაც ის იქ არ არის და დაურეცხავი ჭურჭლის ნახვისას, კანდიდატს დასდოს ბრალი არაორგანიზებულობაში და სამსახურზე უარი უთხრას. ანდაც მოპირდაპირე “კორპუსიდან”, ჭოგრიტით ადევნოს კანდიდატის საძინებელს თვალი და იქ მომხდარის საფუძველზე მის შრომისუნარიანობაზე იმსჯელოს.
მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაციის ასეთი რაოდენობა ახალი ხილია და ხალხიც დროთა განმავლობაში მასზე იმუნიტეტს გამოიმუშავებს და შესაბამისად გაარჩევს რელევანტურ და არარელევანტურ ინფორმაციას… თუმცა…
გაგვიზიარეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხზე? როგორ მოიქცეოდით თქვენ დამსაქმებლის ადგილზე? როგორ იგრძნობდით თავს კანდიდატის ადგილზე?