ინტერნეტის დაუვიწყარი მომენტები

ინტერნეტი მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა ახალი მოვლენაა. მაგალითად როდესაც მე დავიბადე ის ჯერ კიდევ მხოლოდ ლაბორატორიებში, კვლევით თუ სამხედრო დაწესებულებებში არსებობდა და ერთეულებს ჰქონდა მისი გამოყენების ბედნიერება, დღესდღეობით კი ის ყველა სახლშია თუ ჯიბეში არა. თუმცა მოკლე 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში ინტერნეტში გაიელვა ბევრმა მოვლენამ რომლებიც ვირუსული გახდა და ისტორიას კიდევ დიდი ხანი შემორჩება. LOLcat-ები, ჩაკ ნორისის ფაქტები, ნიგერიელი სპამერები, ბლენდერში გატარებული iPhone, პირველი სიცილაკი “:-)” და უავრავი სხვა.

ამასთან დაკავშირებით წავაწყდი საინტერესო გვერდს “Internet Memes“, რომელიც ინტერაქტიური timelines, სიის ან რუკის ფორმატში წარმოგვიდგენს ინტერნეტ მომენტების უმრავლესობას 1970 წლიდან დღემდე. ასეთი მოველნების უმეტესობა 2000 წლის შემდეგ მოხდა, თუმცა 90-იანი წლებიც მდიდარია ბევრი ისტორიული მომენტით.

გადაავლეთ თვალი, გაიხსენეთ ინტერნეტის ადრეული წლები და შეიგრძენით ნოსტალგია. :)

Trust Agents – წიგნის მიმოხილვა

Trust Agents, ცნობილი ბლოგერების, კრის ბროგანის და ჯულიენ სმიტის პირველი წიგნია. წიგნი რასაკვირველია ეხება ნდობის მოპოვებას ინტერნეტში, ბლოგისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა ცდება ინტერნეტის ფარგლების და რეალურ ცხოვრებაში ნდობის მოპოვებაზეც მოგვითხრობს.

ამ წიგნზე ბევრი მსმენია და მოუთმენლადაც ველოდი საშუალებას ის წამეკითხა, დიდი ენთუზიამით დავიწყე კიდეც კითხვა… მიუხედავად ამისა წიგნით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დავრჩი. თუმცა დავიწყოთ კარგით.

წიგნში აღწერილია ინტერნეტში ნდობის მოპოვების პროცესი და შემდგომ ამ ნდობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება (შეძენილი კლიენტებისა თუ ბიზნეს პარტნიორების სახით).  ინფორმაცია მოცემულია როგორც თეორიის ასევე მაგალითებისა და ე.წ. ACTION სვეტების სახით. ასევე გადავეყარე რამოდენიმე კარგ კომპაქტურ ადვილად გასაგებ რჩევა-თეორიას, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ჩემი წინა პოსტია.

მაგრამ ამავე დროს… (სრულად…)

გამოკითხვა: ინტერნეტი თქვენი დილის განრიგში.

145945_email_sheetsრამოდენიმე თვის წინ სადღაც წავიკითხე სტატია, სადაც ყურადღება იყო გამახვილებული ინტერნეტის დილის პორციაზე. გამოკითხვები აჩვენებს რომ ა.შ.შ.-ში სოციალური ქსელების გამო ინტერნეტ მომხმარებელთა საგრძნობი ნაწილი (მგონი 20-30%-მდე, რიცხვები არ მახოვს ზუსტად, სამწუხაროდ)  დილის პრიორიტეტებში, საუზმის ადგილს, Facebook-ს, Twitter-ს ან საყვარელ ბლოგს უთმობს.

მომხმარებელთა უმრავლესობამ კი, ინტერნეტით ჩაანაცვლა, საუზმის შემდგომი პერიოდი (სამსახურში წასვლამდე) და დილის ტვ-ს ან გაზეთებს ასევე სოც. ქსელებს ამჯობინებს.

ადამიანთა მცირე, თუმცა სწრაფად მზარდი ნაწილი, ვისაც სახლში ხელს კომპიტერის ზომა და ინტერნეტ-გაყვანილობა უწყობს, მსოფლიოს გაღვიძებისთანავე უკავშირდება… დანარჩენი მოიცდის.

დამაინტერესა როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ ქართველ მომხმარებლებში. მიიღეთ მონაწილეობა პოლში და ასევე გამოთქვით აზრები კომენტარებში. მე კი, წავედი… უნდა ვისაუზმო. :)

[polldaddy poll="1941172"]

Google, Microsoft-ს ახალ ფრონტს უხსნის

googleგუშინ კომპანია Google-მ თავისი ახალი ოპერაციული სისტემის, Google Chrome OS-ის შესახებ განაცხადა. კომპანიის თქმით ოპერაციული სისტემა იქნება, მარტივი, სწრაფი და დაცული. Chrome OS გათვლილია ე.წ. Netbook-ზე. თუმცა როგორც ჩანს გუგლი ამ სისტემის სხვა, უფრო ძლიერი ტიპის კომპიუტერებზე გავრცელების წინააღმდეგი არ არის. საგულისხმოა ის მომენტიც რომ სისტემა OpenSource-ით გავრცელდება და უფასო იქნება. ის ასევე ღია იქნება დამოუკიდებელი დეველოპერებისათვის.

Google აცხადებს რომ Chrome OS, Android-ისგან (გუგლის ოპერაციული სისტემა პორტაბელური მოწყობილობებისათვის) დამოუკიდებელია, და კომპიუტერების მწარმოებლებს მოუწოდებს Android ტელეფონებისთვის დატოვონ, ხოლო PCსთვის ახალ OS-ს დაელოდონ.

Chrome OS რა თქმა უნდა ახალი თავსატეხია Microsoft-სთვის რომელიც ოპერაციული სისტემების ბაზარზე დომინანტია. აქამდე მრავალს უცდია Microsoft-ისთვის ამ პოზიციის წართმევა, მაგრამ უშედეგოდ… თუმცა გუგლი განსაკუთრებული შემთხვევაა. მას გააჩნიათ დიდი ფინანსები, ის პოპულარულია ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და რაც მთავარია Google-ს გააჩნია ხედვა. ჯერ Google Docs-ით, შემდეგ კი Chrome-ით, Wave-ით და ახლა უკვე Chrome OS-ით, კომპანიამ მოახდინა დემონსტრაცია რომ ის კომპიუტერების მომავალს ინტერნეტს უკავშირებს. Windows-ის გან განსხვავებით, ახალი ოპერაციული სისტემა Internet-centric იქნება. Google-ის ამოცანაა მომხმარებლის კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა დატოვოს, ხოლო ყველა დანარჩენი სერვისი ვებში გადაიტანოს.

ეს იქნება ბრძოლა არა მხოლოდ OSების ბაზრისთვის, ეს იქნება ბრძოლა იდეოლოგიისათვის. Microsoft-მა თავისი ლიდერობის წლებში, ჩამოაყალიბა თამაშის წესები, რომელსაც მიჰყვება სხვადასხვა სოფტისა თუ ჰარდის მწარმოებლები. Microsoft თავისი Windows-ით ჰქმნის უზარმაზარ ბაზარს თამაშებისა, კორპორაციული თუ სამომხმარებლო სოფტის მწარმოებლებისათვის. პროგრამებისა და Windows-ის მზარდ მოთხოვნებს, მხარს უბამს აპარატურის მწარმოებლებიც. ამტი-ვირუსული და ანტი-პირატული საშუალებები ცალკე ინდუსტრიად განვითარდნენ. ასე რომ Google-ს უფასო, უსაფრთხო, მსუბუქი და ინტერნეტზე დაფუძნებული OS-ის წარმატების შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირა დადგება არა მხოლოდ Microsoft-თვის.

იქნება თუ არა Google ერთერთი მრავალთაგანი… თუ…?

ამას დრო გვიჩვენებს.

DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed