Filed under Random by aleksandre on 06.04.2010 at 11:16
View Comments
NB პოსტი ძირითადად ეხება იმათ ვისაც ბლოგი Wordpress-ის ძრავზე აქვს საკუთარ ჰოსტზე.
როგორც მოგეხსენებათ, მობილური ინტერნეტი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ მოვლენაში კი ლომის წილი სმარტფონების პოპულარიზაციას და მობილური ბრაუზერების დახვეწას მიუძღვის.
როგორც უკვე ვახსენე, დღესდღეობით ინტერნეტი მობილურზე wap საიტებით აღარ შემოისაზღვრება და ტექნიკური პროგრესის წყალობით დღეს ჩვენს ტელეფონს თითქმის იგივე შეუძლია რაც კომპიტერს. თუმცა ტელეფონი ტელეფონად რჩება და მის 3-4 დიუმიან ეკრანს ვერანაირი პროგრესი ვერ გაუტოლებს 22 დიუმიან HD მონიტორს, ამიტომაც ხშირად ტექსტის წაკითხვა ტელეფონში საკმაოდ დამღლელია.
ამ ნაკლის გამოსასწორებლად გამჩენმა მოგვავლინა mobile-ოპტიმიზირებული გვერდები. Wordpress.com-ზე დაჰოსტილ ბლოგებს ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევებში მოხსნილი აქვთ რადგანაც სტანდარტულ თემებში მობილური გვერდების ფუნქცია ჩაშენებულია და მშვენივრადაც მუშაობს, აი Wordpress-ის ძრავის შემთხვევაში კი ეს ასე ყოველთვის არ არის (ჩემი დაკვირვებით უფრო არ არის).
საბედნიეროდ ამ პრობლემის მოგვარება უადვილესია. (სრულად…)
Filed under კომენტარი, სოც. ქსელები by aleksandre on 26.02.2010 at 19:52
View Comments

Google Maps
LBS ანუ Location Based Services (ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისები) ინტერნეტის ერთ-ერთი “ცხელი” ტრენდია. LBS-ის ძირითადი აუდიტორია “სმარტფონები” და მათი მომხმარებლებია. სერვისი იყენებს ჭკვიანი ტელეფონების GPS ფუნქციას და მომხმარებელს მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მომსახურებოას სთავაზობს.
ბოლო წლებში სმარტფონების პოპულარიზაციამ, რომელთა მსოფლიო ბაზრის წილი უკვე 20%-ს აღწევს, ბუნებრივად გამოიწვია ადგილმდებარეობაზე დაფულძნებული სოც.ქსელებისა და სერვისების ბუმი. ერთ-ერთი სოციალური ქსელი რომელმაც უკვე მოახერხა გარკვეული პოპულარობის მოპოვება არის Foursquare. სოც.ქსელი წარმოადგენს ერთგვარ თამაშის რომლის მიზანიც (სრულად…)
Filed under Uncategorized by A_I on 04.02.2010 at 14:34
View Comments
ტერმინი “Podcast” მოდის კომპანია Apple-ს ცნობილი (რბილად რომ ვთქვათ) პროდუქტისგან- mp3 პლეიერისგან iPod-ისგან. როგორც, მე მივხვდი ამ ბოლო დროს ეს სრულიად სამართლიანი მოვლენაა. პოდკასტების აქტიური მსმენელი iPhone-ს (რომელიც ტელეფონიანი iPodია) შეძენის შემდეგ გავხდი და დავაფასე კიდევაც პოდკასტის ყველა დადებითი მხარე.
საკმაოდ ბევრი პოდკასტის მსმენელი გავხდი, თუმცა რეგულარულად მხოლოდ რამოდენიმეს ვუსმენ, დანარჩენებს კი ინტერესის და სტუმრების მიხედვით . დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი პოდკასტების ტოპ სამეული. ისინი არ არიან იმდენად თემატურად დაკავშირებულები რამდენადაც, ჩემი აზრით, ხარისხით (ტექნიკური მხრიდან), “საიტერესოობით” და ინფორმატიულობით.
#1 Six Pixels of Separation
ეს პოდკასტი პრინციპში წარმოადგენს 2-in-1-ს, ანუ ეს არის ორი პოდკასტი ერთ ლენტაში. Six Pixels of Separation კანადელი ბლოგერის და კორპორატიული ტრეინერის Mitch Joel-ის პერსონალური პოდკასტია სადაც ის როგორც წესი ინტერვიუს ართმევს სხვადასხვა სოცმედია სამყაროში ცნობილ პიროვნებებს. პოდკასტის ძირითადი თემაც რასაკვირველია სოციალური მედია და მარკეტინგი გახლავთ.
მეორე პოდკასტი კი არის Media Hacks რომელიც სულ ერთი წელია რაც არსებობს და ნაკლებად რეგულარულ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აქ იკრიბებიან ზემიხსენებული Mitch Joel-ის მეგობრები რომლებიც საუბრობენ ახალ მედიაზე და იქ ბოლო დროს განვითარებულ სიახლეებზე. პოდკატში არაოფიციალური ატმოსფერო სუფევს რაც მას სასიამოვნო მოსასმენს ხდის. პოდკასტის მონაწილეები საკმაოდ ცნობილი პიროვნებებია ასევე, კერძოდ კი: Chris Brogan, C.C. Chapman, Hugh McGuire, Christopher S. Penn და ჩემი პირადი ფავორიტი Julien Smith. მართალია ამ უკანასკნელის გამო პოდკასტი მცირეწლოვნებისთვის არარეკომენდირებული ხდება თუმცა ეგ გვერდითი ეფექტია
.
პოდკასტი ყოველკვირეულია.
პოდკასტის ლინკი: http://www.twistimage.com/podcast/
(სრულად…)
Filed under News by A_I on 23.06.2009 at 07:23
View Comments
გუშინ ინტერნეტს შეემატა ახალი სოციალრუ ქსელი – thisMoment. მისი ძირითადი იდეა (ცხოვრების ღირსშესანიშნავი მომენტების დაფიქსირება და გაზიარება) არ არის ახალი და ორიგინალური სოციალური ვებისთვის, თუმცა აქცენტები ამ შემთხვევაში სხვანაირად არის დასმული.
thisMoment-ის ძირითადი მიზანი არის ხელი შეუწყოს მის მომხმარებელს შეადგინოს მომენტების ერთგვარი Timeline. მომენტები შედგება ვიდეო და ფოტომასალისგან, ასევე ჩანაწერებისა თუ სტატუსებისგან. მომენტები დაყოფილია კატეგორიებად და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მათი სტატისტიკა აწარმოოს. thisMoment ასევე ნებას რთავს თქვენს მეგობრებსა თუ ახლობლებს შეავსონ თქვენი Timeline თავისი კომენტარებით თუ ფოტო-ვიდეოთი.
აღსანიშნავია ისიც რომ ჯერ ბეტა სტადიაში მყოფ ქსელს, უკვე გააჩნია ინტეგრაცია Facebook, Flickr, Youtube და iPhone-თან. ეს საშუალებას გვაძლევს სწრაფად მოვახდინოთ ვიზუალური მასალის იმპორტი. Facebook-ის მომხმარებლებს გაადვილებული რეგისტრაცია ელის, იგივე ინტეგრაციის წყალობით, რაც IMHO ძალიან კარგი ნაბიჯია მომხმარებლების მოსაპოვებლად.
და ბოლოს ერთერთი მთავარი კოზირი რომელიც thisMoment-ს გააჩნია არის მისი სასიამოვნო და fresh დიზაინი. სილამაზესთან ერთად დიზაინის მიზანი ნავიგაციის და მომენტების მართვის გაადვილება.
აქ კი thisMoment-ის წარმდგენი მოკლე ვიდეო:
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=tDetH6iUvh8&hl=en&fs=1&color1=0x2b405b&color2=0x6b8ab6]