Online-რეპუტაცია

Online-რეპუტაციის შესახებ საუბრობენ ყველგან, წიგნებში, ჟურნალებში, ბლოგებზე, კონფერენციებზე და ლექციებზე. “დღეს თუ Google-ში შენზე ერთი სამი გვერდი შედეგები არ მოიძებნა, ეს შენი პიროვნებიბ არარსებობის ტოლფასია” და ა.შ. საუბარია Online-რეპუტაციის HR-ში აქტიურად გამოყენებაზე, ადამიანები იბრძვიან თავიანთი “იმიჯის” სრულყოფისთვის. თუმცა, გუშინ Financial Times-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით “Why I don’t care about online reputation” ამ საკითხზე ალტერნატიული ხედვაა წარმოდგენილი.

There’s no point in trying to manage your reputation on the internet any more. It’s too late. Skeletons are out of their cupboards and rampaging about online, and anyone can say whatever they like about a company or a person without fear of redress.

სტატიაში საუბარია იმის შესახებ რომ Online-რეპუტაციაზე ზრუნვა და ყოველი ცუდი კომენტარის შემდეგ უძილო ღამეების გატარება დროისა და ჯანმრთელობის ფუჭად ხარჯვაა. (სრულად…)

Online სავიზიტო ბარათი, Card.ly

ცნობილია რომ სავიზიტო ბარათი ე.წ. Networking-ის აუცილებელი ატრიბუტია. ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავცვალოთ სასურველი საკონტაქტო ინფორმაცია. მის შემდეგ რაც ინტერნეტში მომრავლდა სოციალური ქსელები თუ Community-ბი რომლებშიც ჩვენ გაწევრიანება გვიწევს, გაჩნდა “სავიზიტო ბარათის” აუცილებლობა ელექტრონულ ფორმატში. გარდა ამისა გახდა პოპულარული სოც. ქსელების მისამართების დატანა ქაღალდის სავიზიტო ბარათებზე. თუმცა, ყველა ელფოსტის, სოც. ქსელის თუ “ვიდეო-შერინგის” დამახსოვრებაა პრობლემატური, არათუ მათი სხვაზე გადაცემა.

ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა რამოდენიმე სერვისი, რომელთაგანაც მე ყვალაზე მეტად www.card.ly -მ მომხიბლა. სერვისს გააჩნია პრემიუმ მომსახურება, თუმცა უფასო ვერსია სრულიად ფუნქციონალურია (ფასიანი ვერსიის უპირატესობა მხოლოდ თემების რაოდენობაშია). Card.ly სამ კატეგორიად ჰყოფს ბარათს: ჩემს შესახებ, სოც. ქსელები და კონტაქტი. ასევე შესაძლებელია სურათის ატვირთვა და მოკლე (140 სიმბოლო) სლოგანის დართვა.

სერვისის პლიუსებია:

  1. გამოყენების და რეგისტრაციის სიმარტივე.
  2. საკმაოდ ფართო არჩევანი ბარათების დიზაინში.
  3. თქვენ ბარათის მოკლე და მოსახერხებელი მისამართი Card.ly/saxeli
  4. სოც. ქსელების უმრავლესობის მხარდაჭერა.

ასევე შეიძლება პერსონალური badge-ს გაკეთება და მისი ჩასმა ბლოგზე თუ ვებსაიტებზე.

დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://card.ly/demo

კარგი რამეა ერთი სიტყვით, I found it useful.

რა არის სოციალური მედია? (a.k.a. What the F**k Is Social Media?)

დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე -  “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
[slideshare id=496437&doc=whatthefissocialmedia070208-1215026815612657-8]

[slideshare id=1729300&doc=wtfissocialmedia5-090716070117-phpapp01]

“რისთვის მჭირდება Twitter?” ნაწილი II

Twitter_Bird_Logo_by_iPotionამ პოსტის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

წინა პოსტში “რისთვის მჭირდება Twitter?” ნაწილი I, მე მიმოვიხილე ტვიტერის შესაძლო როლი ბიზნესისათვის. დღეს კი გადავდივარ ბევრისთვის ალბათ უფრო საინტერესო და აქტუალურ ნაწილზე, Twitter-ის გამოყენებაზე პირადი მიზნებისთვის.

  • კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა თუ როგორია სოციალური ქსელი, რა პლატფორმაზეა ის აგებული, და რა ფუნქციები აქვს მათ, ყველა მათგანი აგებულია ერთი მარტივი იდეის გარშემო, ეს არის ადამიანების დაკავშირება. ტვიტერს ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სოც.  ქსელს აქვს ამისათვის საჭირო ფუნქცია. თქვენ ადვილად შეგიძლიათ იოლად იპოვოთ თქვენი მეგობრები,შეხვდეთ ახალ და საინტერესო ადამიანებს, მისწეროთ მათ წერილები, გაუზიაროთ მათ ინფორმაცია და ა.შ.
  • ახალი ადამიანების გაცნობა. ტვიტერი სავსეა საინტერესო ადამიანებით, ზოგი მათგანი ძალიან ცნობილია, ზოგიც ნაკლებად. ტვიტერის უპირატესობა ის არის რომ ადამიანების პოვნა და მათთან კონტაქტის დამყარება ბევრად უფრო იოლია ვიდრე იგივე Facebook-ში. ინფორმაცია აქ ღიაა და “ფრენდობა” არ საჭიროებს ორმხრივ თანხმობას, ხოლო მესიჯის “მიწერისთვის” საკმარისია ადამიანის ხსენება თქვენს პოსტში. მაგალითისათვის ბილ გეითსმა განაცხადა რომ ის თავს ანებებს Facebook-ს რადგანაც მას ასობით მეგობრობის თხოვნა მოსდის დღეში, რასაც ის ვერ აუდის, ტვიტერში ეს პრობლემა ზემოხსენებული მიზეზების გამო მოხსნილია.
  • ერსონალური ბრენდის ნაწილი. ბევრისთვის, ვინც აქამდე პერსონალური ენტერნეტ-ბრენდის დაფუძნებაზე მუშაობდა, ტვიტერი ნამდვილი აღმოჩენა იყო. ტვიტერი გვაძლევს საშუალებას, ვაჩვენოთ ყველას ჩვენი ინტერესები, ზოგიერთი ჩვენი პიროვნული თვისება, ჩვენი ცოდნა ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ა.შ. ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი ბლოგი 300 სიტყვიანი, შინაარსიანი პოსტებით ან საკუთარი ვებგვერდი მომხიბვლელი დიზაინითა და მუდმივად განახლებული კონტენტით (თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის ;) ).
  • ინფორმაციის მიღება. ეს ტვიტერის საუკეთესო ნაწილია ჩემი აზრით. ისეთი დამხმარე პროგრამებით, როგორიც არის მაგალითად Tweetdeck (რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენთან შემოსული ტვიტ-გზავნილების ჯგუფებად დავყოთ), ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი ტვიტერ-გვერდი #1 საიფორმაციო რესურსად. მონახეთ ადამიანები რომლებიც თქვენი მსგავსი ინტერესები გააჩნიათ, დაალაგეთ ისინი თემატურად  და დაელოდეთ ინფორმაციას. ამ გზით მე აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო სტატია, ბლოგი და საიტი რომელსაც სხვაგვარად ვერასოდეს მივაგნებდი.
  • კითხვა-პასუხი. ტვიტერში კითხვის დასმა სასიამოვნო პროცესია, დასვით კითხვა და დაელოდეთ, დიდი შანსია პასუხი მიიღოთ. ასე მაგალითად,  კითხვის დასმის შედეგად, მე მივიღე GMAT-ის მოსამზადებლად საჭირო წიგნებისა და არაჩვეულებრივი რჩევების მთელი კოლექცია. სხვის კითხვებზე პასუხით კი, თქვენ მიიღებთ როგორც ესთეთიურ სიამოვნებას ასევე ამა თუ იმ საკითხში მცოდნის იმიჯს რაც შეიძლება მომავალში გამოგადგეთ.
  • შეფასება (Feedback). გინდათ მიიღოთ გულწრფელი და კომპეტენტური კომენტარი/შეფასება თქვენი ბლოგისა თუ საიტის შესახებ? უბრალოდ სთხოვეთ ეს თქვენს “follower”-ებს შედეგი ამ შემთვევაშიც არ დააყოვნებს.
  • ბლოგზე/საიტზე ტრეფიკის გაზრდა. ტვიტერის საშუალებით, თქვენი ბლოგი შესაძლოა ცეცხლივით მოედოს ინტერნეტს. აქ ორი აუცილებელი პირობაა დასაკმაყოფილებელი: საინტერესო კონტენტი და კონტენტის “ინგლისურენოვნობა”
  • სამსახურის პოვნა. ეს უფრო ტვიტერის მომავალია ვიდრე აწმყო, თუმცა ბევრი ლაპარაკობს ტვიტერის პოტენციალის შესახებ ამ საკითხში, ამას ხელს უწყობს მთელის რიგი ფაქტორები როგორიც არის მაგალითად, კავშირის სიმარტივე, ცოდნისა და ხასიათის გამოვლენის საშუალება რომლებზეც ჩვენ ზემოთაც ვისაუბრეთ და ა.შ.
  • ტვიტერი როგორც დღიური. ადამიანების ჯგუფმა აღმოაჩინა რომ ტვიტერს შეიძლება ჰქონდეს ერთგვარი დღიურის ფუნქცია. ადამიანს შეუძლია მთელი დღის განმავლობაში წეროს თუ რას აკეთებს ის (სხვათაშორის ეს ტვიტერის ძირითადი იდეა იყო თავიდან), ხოლო დღის ბოლოს გადახედოს თუ რა გააკეთა მან დღეს, რა დრო დასჭირდა მას ამა თუ იმ საქმისთვის და რა დარჩა გაუკეთებელი – შედეგად შემდეგი დღის უკეთესად დაგეგმვა.
  • ჩანიშვნა/”დაკონსპექტება”. ესეც ტვიტერის კიდევ ერთი პოპულარული გამოყენების საშუალება. ხართ კონფერენციაზე, ლექციაზე ან შეხვედრაზე. ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი მოვლენები, აზრები და იდეები. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს გაუზიაროთ მნიშვნელოვანი ინფო მათ ვინც ვერ წამოვიდა.

აი ასე, გამოვყავი 10 ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი რაც ტვიტერს შეუძლია შემოგვთავაზოს.  ზოგი მათგანი “follower”-ების მატების შედეგად მუშაობს, ზოგი რეგისტრაციისთანავე. თუ რაიმე გამომრჩა მომეცით შენიშვნა კომენტარებში. ბოდიშს ვიხდი ცოტა გრძელი პოსტისთვის… უბრალოდ სხვანაირად არ გამოდიოდა :)

Happy Tweeting.

« Older Entries
DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed