რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, მივადექი ჩემს შემდეგ მსხვერპლს Face.ge-ს. თავიდანვე მინდა დავიწყო იმით რომ სხვა აქამდე განხილული სოც. ქსელებისგან განსხვავებით Face.ge არ არის რომელიმე სხვა ცნობილი სოც.ქსელის ზუსტი კლონი, მას გააჩნია საკუთარი დიზაინი და ხედვა რაც უკვე იმედისმომცემია.
რაც შეეხება ხედვას და სამიზნო აუდიტორის ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანი დარჩა ამ საიტის შემთხვევაში. ერთი შეხედვით face.ge იხრება ნაცნობობის საიტისკენ, რომელიც ტრიალებს სურათების, პარტნიორის შერჩევის თამაშებისა და ტესტების გარშემო, ამავე დროს საიტის დახმარებისა და უსაფრთხოების განყოფილებაში მითითებულია ბევრი წესები მცირეწლოვნებისა და მათი მშობლების მისამართით (მინიმალური ასაკი რეგისტრაციისათვის 7 წელია, რაც ნაცნობობის საიტის იდეას კლავს ჩემი აზრით).
სოციალურ ქსელში როგორც უკვე ვახსენე დიდი ადგილი უჭირავს სურათებს და შესაბამისად დიდი სუპერ +10-ის როლიც. (სრულად…)
ყველა ადამიანის დიდი ოცნებაა ფული იშოვოს იმით, რისი გაკეთებაც მას უყვარს. თუმცა, ბევრისთვის საყვარელი საქმე ჰობის ნიშას იკავებს ხოლმე, ხოლო თავის რჩენა ბევრ შემთხვევაში მისთვის ნაკლებად საინტერესო/მოსაწყენი/[ჩასვით ნებისმიერი უარყოფითი ზედსართავი სახელი] საქმიანობით უხდება. ამასთანავე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იდეა იმისა რომ ადამიანს ბევრად უფრო წარმატებული კარიერის და ცხოვრების მოწყობა შეუძლია თავისი ჰობის, ბიზნესად გარდაქმნით ვიდრე დიდ და პოპულარულ უნივერსიტეტში სწავლით და შემდეგ დიდ კომპანიაში, დიდ თანამდებობაზე მუშაობით რომელიც გულის სიღრმეში გძულს. სეთ გოდინი ამბობს რომ თუ დღესდღეობით ადამიანს გააჩნია კომპიუტერი, სწრაფი ინტერნეტი და ჰობი, ეს საკმარისია იმისათვის რომ ამ ადამიანმა სხვისთვის მუშაობას თავი გაანებოს და თავისი “ქარხანა” გახსნას სადაც ის საყვარელ საქმეს გააკეთებს.
ერთი ასეთი “ქარხნის” მეპატრონე გარი ვაინერჩუკია. ბელორუსში დაბადებული, ამერიკაში გადახვეწილი რუსი ემიგრანტების შვილი, გარი ბავშვობიდანვე ჩართული იყო საოჯახო ბიზნესში, ალკოჰოლის მაღაზიაში. კოლეჯში სწავლის პერიოდში მან ბიზნესის რებრენდინგი დაიწყო, ასე დაიბადა Wine Library. 1997 წელს გარიმ ინტერნეტში გასვლა გადაწყვიტა და ღვინის ონლაინ მაღაზიაც შექმნა და ამავე დროს თავისი თავის ღვინის ექსპერტად დამკვიდრება დაიწყო.
სოციალური ვების ერის დასაწყისში კი მან vlogინგში დაინახა პოტენციალი (სრულად…)
LBS ანუ Location Based Services (ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისები) ინტერნეტის ერთ-ერთი “ცხელი” ტრენდია. LBS-ის ძირითადი აუდიტორია “სმარტფონები” და მათი მომხმარებლებია. სერვისი იყენებს ჭკვიანი ტელეფონების GPS ფუნქციას და მომხმარებელს მისი ადგილმდებარეობის მიხედვით მომსახურებოას სთავაზობს.
ბოლო წლებში სმარტფონების პოპულარიზაციამ, რომელთა მსოფლიო ბაზრის წილი უკვე 20%-ს აღწევს, ბუნებრივად გამოიწვია ადგილმდებარეობაზე დაფულძნებული სოც.ქსელებისა და სერვისების ბუმი. ერთ-ერთი სოციალური ქსელი რომელმაც უკვე მოახერხა გარკვეული პოპულარობის მოპოვება არის Foursquare. სოც.ქსელი წარმოადგენს ერთგვარ თამაშის რომლის მიზანიც (სრულად…)