MySpace.com ერთ დროს სოციალური რევოლუციის ერთ-ერთი პირველი მერცხალი იყო ინტერნეტში. შემდეგ სოციალურმა ქსელმა არნახულ წარმატებას მიაღწია და 100 მილიონ მომხმარებელს გადააბიჯა, რითაც ყველაზე დიდი სოციალური ქსელი გახდა ისტორიაში.
წარმატების შედეგად MySpace-ს შემქმნელმა და სოციალური ქსელის ყველა წევრის “მეგობარმა”, ტომ ანდერსონმა სოციალური ქსელი რუპერტ მერდოკის News Corporation-ს მიჰყიდა სოლიდურ ფასად. MySpace სოციალური ვების უძლიერესი მოთამაშე გახდა.
რამოდენიმე დღის წინ MySpace.com-ს მორიგმა CEO-მ ოუენ ვან ნატამ, სულ რაღაც ცხრა თვიანი მოღვაწეობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ვან ნატას წასვლამ გიგანტის გადარჩენის იმედები უკანასკნელ ოპტიმისტებსაც კი მოუკლა. MySpace ტრიუმფის შემდეგ მესამე წელიწადია გაკოტრებისკენ რეკორდული სიჩქარით მიექანება. News Corp.-ის მფლობელობაში MySpace-ს გადასვლის შემდეგ ინტერნეტში რაღაც მოხდა რამაც ქსელი სასიკვდილო ვირაჟში გაუშვა. ეს “რაღაც” კერძოდ Facebook იყო, რომელმაც MySpace-ს სოციალური ქსელის ნიშა წაართვა. (სრულად…)
იცოდით როგორ გახდა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი პოპულარული? რამ გახადა Twitter 2009 წელს ინტერნეტის მთავარ მოვლენა? რა იყო ის მარკეტინგული ხრიკი რომელსაც Twitter-ის დამფუძნებელმა Biz Stone-მა მიმართა?
არა მე პასუხი არ მაქვს, თუმცა რასაც ქვემოთ ვიდეოში ნახავთ, აშკარად არ იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
მაშ ასე! 2006 წელი, Twitter-ის ერთერთი “მამა” Biz Stone, მარკეტინგულ ვიდეოში Twitter 101:
გუშინ, კომპანია Google-მ საკმაოდ მოულოდნელად (ჭორები ამ ამბის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ გუშინწინ გავრცელდა) წარმოგვიდგინა თავისი ახალი ქმნილება – Google Buzz.
Buzz კომპანიის მორიგი მცდელობაა თავი დაიმკვიდროს სოციალური ქსელების სფეროში. აქამდე Google არც თუ სახარბიელო შედეგებს აჩვენებდა ამ სფეროში. ადრეული პროდუქტი Orkut პოპულარული გახდა ბრაზილიასა და ინდოეთში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში მასზე უმრავლესობას არც კი სმენია (სრულად…)
ჩემი აზრით, სოციალური ვები ძირითადად ძალიან კარგი მოვლენაა. ის გვაძლევს უამრავ ინფორმაციას, გვაკავშირებს ადამიანებთან და ა.შ. ჩემთვის პირადად მის გარეშე ცხოვრება დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია. თუმცა, არსებობენ ადამიანები რომლებსაც უჩნდებათ გარკვეული პრობლემები, მათსა და ინტერნეტს შორის ურთიერთობების შედეგად. ზოგს უჩნდება ე.წ. internet addiction ანუ ჩვენებურად ინტერნეტ-დამოკიდებულება, ზოგს აწუხებს პირადი ინფორმაციის დაცულობა, ზოგსაც ეს ყველაფერი უბრალოდ წყინდება… თავის დანებება და ინტერნეტიდან პიროვნების ამოძრკვა არც თუ ისე ადვილია. თუ კი, თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთ ჯგუფს მიეკუთვნებით სერვისი Web 2.0 Suicide Machine თქვენთვის ზედგამოჭრილია.
Web 2.0 Suicide Machine გთავაზობთ სწრაფ და უმტკივნეულო ვირტუალურ სიკვდილს, გარანტიით შეიყვანეთ სასურველი სოც.ქსელის (Facebook, Twitter, Myspace & LinkedIn) პაროლი და მომხმარებლის სახელი, დააკლიკეთ Commit-ს და წარმოთქვით თქვენი უკანასკნელი სიტყვები… ვუალა თქვენ ვირტუალურად მკვდარი ხართ. რამოდენიმე წუთში სერვისი ანადგურებს მთელს ინფორმაციას თქვენს პროფილებში (სერვისის მტკიცებით, მანქანა ისეთ ადგილებში აღწევს სადაც ჩვეულებრივ მომკვდავ იუზერს ხელი არ მიუწვდება). ნერკროლოგი შემდეგში ქვეყნდება სერვისის ვებ-გვერდზე.
მე პირადად, სუიციდური მანქანის გამოყენებას არ გირჩევთ… თუმცა რა იცი რა ხდება.
Happy Suicide!
ყურადღება! სერვისის მოქმედების გაუქმება გააქტიურების შემდეგ შეუძლებელია, ამიტომაც კარგად დაფიქრდით მისი გამოყენების წინ.