ფიქრები სოც. მედია მარკეტინგზე

ჩავუღრმავდეთ სოციალურ მედია მარკეტინგს. მოვახდინოთ წამიერად იმ ხმაურის უგულვებელყოფა, რომელიც სოციალური მედიის ირგვლივ ტრიალებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ მის არსზე. ასეთ დროს საკმაოდ ხშირად ამ არსში მე ვხედავ ერთ მარტივ (თუმცა სუბიექტურ) ჭეშმარიტებას; სხვაობა “ახალ, რევოლუციურ” მარკეტინგსა და იმ მარკეტინგს შორის რომელიც რამოდენიმე ათასი წელია არსებობს (ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე) არის კიდევ ერთი ტექნოლოგია, მავთულები და კაშკაშა ყუთები ჩვენს მაგიდაზე. ანუ როგორც ასეთი მარკეტინგის, აზრის გავრცელების და მისით სხვების “დაავადების” კანონები ოდნავაც არ შეცვლილა. (სრულად…)

რა არის სოციალური მედია? (a.k.a. What the F**k Is Social Media?)

დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე -  “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
[slideshare id=496437&doc=whatthefissocialmedia070208-1215026815612657-8]

[slideshare id=1729300&doc=wtfissocialmedia5-090716070117-phpapp01]

ინტერნეტის ძალა – ირანში განვითარებულ მოვლენებში

წყარო www.boston.com

წყარო www.boston.com

ქართული ფორუმის ძალის, Forum.ge-ს შესახებ ყველას თუ არა მომხმარებლების უმრავლესობას სმენია. მისი ძალის გამოვლინება ამა თუ იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საკითხებში გვინახავს. თუმცა ინტერნეტს ძალა საქართველოს გარეთაც აქვს.  ბოლო დღეების მოვლენები ამტკიცებს რომ ვირტუალური სივრცის ისეთ წარმომადგენლებს როგორიც Twitter, Youtube და Facebook არის, შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეალურ მოვლენებში. დღეს ვისაუბრებ სოციალური ვების როლზე ირანის მოვლენებში.

Screenshot#iranelection და Tehran 12 ივნისიდან მოყოლებული, მიკრობლოგინგის სერვისის Twitter-ის,  ტრენდული თემების  სიას შეუწყვეტლად ლიდერობს. რომელიმე ერთი თემის ასეთი აქტუალურობა ამ სოციალურ ქსელში პირველად შეინიშნება. ყველაფერი იმით დაიწყო რომ Wikipedia, Twitter, Facebook, Flickr, Youtube და სხვები გადმოცემდნენ სიახლეებს ირანული არჩევნების შესახებ, როგორც ეს ყველა აღსანიშნავი მოვლენის დროს ხდება. გაყალბებისა და ოპოზიციის შესაძლო პროტესტის შესახებაც ყველაზე ადრე აქ გაჩნდა ცნობები.

თუმცა ირანში დატრიალებული ამბების შემდეგ ეს მედია საშუალებები ზოგ შემთხვევაში ექსკლუზიურებიც კი გახდნენ. ეს მის შემდეგ მოხდა რაც ირანის მთავრობამ, ოფიციალური მედია საშუალებების წარმომადგენლების დევნა დაიწყო. ასეთ მდგომარეობაში, სხვა დროს, ჩვენ ვერ შევიტყობდით ირანში მიმდინარე მოვლენების ნახევარსაც კი, და მხოლოდ ირანის ცენტრალური ტელევიზიის და ზოგი გმირი ჟურნალისტის იმედზე უნდა დავრჩენილიყავით.

მაგრამ დღეს ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ინტერნეტმა დღეს დაამტკიცა რომ ინდივიდუალებს აქვთ არანაკლები ძალა ვიდრე ჟურნალისტებს, ჩვენ დავინახეთ რომ Twitter-ს შეუძლია უფრო ინფორმატიული და სარწმუნო იყოს ვიდრე CNN.  ისეთმა სერვისებმა როგორიც Flickr და Youtube არის მოგვცა საშუალება ვიზუალურად გვედევნებინა თვალი მოვლენებისთვის, ხოლო ისეთმა ვებსაიტებმა როგორიც ბლოგები, Facebook და განსაკუთრებით Twitter ამ მასალის ვირუსულად გავრცელებას შეუწყო ხელი. თვითონ მუსავი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები Facebook-ის საშუალებით ავრცელებდნენ მოწოდებებსა და მიტინგების შესახებ ინფორმაციას.

წყარო www.mashable.com

წყარო www.mashable.com

ინტერნეტმა ასევე უამრავი გულშემატკივარი შესძინა ირანელ პროტესტანტებს. სოციალურ ქსელებში მასიურად გამოჩნდა “გამწვანებული” პროფილის სურათები.

Screenshot-1ასევე მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. როდესაც გაჩნდა ეჭვები რომ ირანელი ცენზორები სოციალურ ქსელებსაც ადევნიან თვალს და როდესაც რამოდენიმე ბლოგერის დაკავებაც მოხდა, Twitterის მომხმარებლებმა შემდეგი რამ მოიფიქრეს. ყველამ ვინც ამ მოვლენებს თვალს ადევნიდა და გულშემატკივრობდა თავის პროფილში ჩასწორება შეიტანა და ადგილსამყოფელში Tehran, Iran ჩაწერა. ამით ამ ინტერნეტ-აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ირანელი ცენზორებისთვის თავგზა აებნიათ და რამოდენიმე ასეული Twitter-ანგარიშის ნაცვლად (რომლებიც რეალურ თეირანელებს ეკუთვნოდა) ხელოვნურად შეექმნათ რამოდენიმე ათეული ათასი. არავინ იცის შეუშალა თუ არა ამან ხელი აჰმადინეჟადის მთავრობას, თუმცა თვითონ ფაქტია საყურადღებო.

მოკლედ ინტერნეტმა ამ დღეებში ირანელებს საშუალება მისცა:

  1. ერთმანეთს თავისუფლად დაკავშირებოდნენ და ინფორმაცია გაეცვალათ.
  2. დაკავშირებოდნენ გარე სამყაროს და მიეწოდებინათ ამბები რომლებსაც გარე სამყარო სხვა გზით ვერ შეიტყობდა.
  3. საშუალება მისცა ირანელი ოპოზიციის უცხოელ გულშემატკივრებს მხარდაჭერა გამოეხატად და რაღაც მონაწილეობაც კი მიეღოთ პროცესებში.

ჯერ კიდევ უცნობია რითი დამთავრდება ირანში ქუჩის პროტესტები და სისხლიანი შეტაკებები, თუმცა სოციალურმა ვები შესაძლებელია გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს დიქტატურის დამხობაში.

InfidelTwitter__1245251507_2814

წარმატების საზომი

875590_world_economic_growthაი როგორც იქნა მოვიცალე პოსტის დასაწერად.

დღეს ვისაუბრებ იმის შესახებ თუ როგორ იზომება ამა თუ იმ ვებგვერდისა თუ ბლოგის წარმატება დღევანდელ ინტერნეტ-სივრცეში.

არსებობდა დრო, არცთუ დიდი ხნის წინ, როდესაც ინტერნეტში თქვენი გვერდის წარმატების გაზომვა უადვილესი საქმე იყო. ერთადერთი საზომი რომელიც არსებობდა Web 1.0  ხანაში და Web 2.0-ის საწყის ეტაპებზე  იყო ვიზიტორების რაოდენობა. ამ სტატისტიკის მოპოვება შესაძლებელი იყო ვებგვერდის ლოგების დათვალიერებით.  ეს საზომი საკმაოდ პირდაპირი იყო და აჩვენებდა ვიზიტორების რაოდენობას თარიღების მიხედვით, ასევე ის გამოყოფდა უნიკალურ და “ძველ” ვიზიტორებს. არავითარი სირთულე. თუმცა  Web 2.0-ის განვითარების შემდეგ აშკარა გახდა რომ ვიზიტორები არაფრის მაჩვენებელი აღარ იყო.

ასე შემოვიდა თანდათანობით ახალი საზომი – ვებგვერდზე გატარებული დრო. ვებსაიტების მფლობელები მიხვდნენ რომ მხოლოდ გვერდზე შემოსვლა არაფერს ნიშნავდა თუ კი მომხმარებელი არაფერს წაიკითხავდა და ეგრევე მეორე გვერდზე გადავიდოდა. ეს მონაცემი უკვე უფრო აბსტრაქტული იყო ვიდრე პირველი, ანუ ისეთ გვერდზე როგორიც MySpace.com მომხმარებელი საშუალოდ უფრო მეტ დროს გაატარებდა ვიდრე weather.com-ზე, თუმცა ეს ამ უკანასკნელის წარუმატებლობას არ ნიშნავდა.  საიტზე გატარებული დრო, ისევე როგორც ვიზიტორების რაოდენობა, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისია სრული სურათის მისაღებად.

ახლანდელ ინტერნეტში (ზოგი მას უკვე Web 3.0 -აც მოიხსენიებს) შემოვიდა გვერდის წარმატების საზომების მთელი ლეგიონი. ამიტომაც პროფესიონალები გვირჩევენ მათ ყველას არ დავედევნოთ და შევარჩიოთ რამოდენიმე ვებგვერდის სპეციფიკის მიხედვით. აქაც მე მხოლოდ იმათ მოვიხსენიებ რომლებიც გამახსენდება, დანარჩენი შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ ;) .

დაბრუნებული ვიზიტორები – ეს მონაცემი გვიჩვენებს იმას თუ რამდენად საინტერესოა კონტენტი ჩვენს გვერდზე, და უჩნდებათ თუ არა მომხმარებლებს მასზე დაბრუნების სურვილი. ეს მონაცემი ასევე აბსტრაქტულია და საშუალო რიცხვი ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

დათვალიერებული გვერდების რაოდენიბა ერთი ვიზიტისას -  ამის საშუალებით ჩვენ ვგებულობთ არის ჩვენი ვებსაიტი/ბლოგი მხოლოდ Frontpage თუ საინტერესო კონტენტი სხვაგანაც დევს.

RSS-ის გამომწერები – ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემია IMHO, რადგან პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ჩემს RSS-ში მხოლოდ რჩეულები ხვდებიან.

ლინკები – რამდენი საიტი/ბლოგი “გლინკავთ” თქვენ? ეს მონაცემი განსაკუთრებით ბლოგებისთვის არის მნიშვნელოვანი, ისეთი სერვისების დასაპყრობად როგორიც Technorati არის.

პოზიცია Google-ში – თუ კი თქვენ პირველ გვერდზე ხვდებით თქვენს სფეროში, ჩათვალეთ რომ წარმატებამდე ნახევარი გზა უკვე განვლილია.

Keywords – თუმცა წინა მონაცემი არაფრის მომცემია თუ არ არის გათვალისწინებუ Keyword-ები. რადგან ისეთ Keyword-ზე პირველ ადგილზე გამოსვლა რომელიც თავში არავის მოუვა დიდი ვერაფერი მიღწევაა.

კომენტარები – თუ კი თქვენს საიტს ასეთი ფუქნცია გააჩნია, კომენტარების რაოდენობაც გასათვალისწინებულია. მარტივი ფორმულა აქ ასეთია “კომენტარები > პოსტები

თემები და ჯგუფები კომიუნიტებში – თქვენს გვერდზე ფორუმის თემაა გახსნილი? Facebook-ში აქტიური ჯგუფია შექმნილი? მშვენიერია :)

პოზიცია კატალოგებში – დღესდღეობით განსაკუთრებით ბლოგებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია პოზიცია ისეთ სერვისებში როგორიც Technorati, Blogpulse და ქართულ რეალობაში Top.ge არის.

აი სულ ესენია რაც უცებ გამახსენდა. კიდევ არის ისეთი კომპლექსური სისტემები როგორიც Google page rank, Alexa და ა.შ. თუმცა ეგ უკვე სხვა ისტორიაა.

გაქვს შენი საზომები? გავიზიარე კომენტარებში.

« Older Entries
DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed