რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, მივადექი ჩემს შემდეგ მსხვერპლს Face.ge-ს. თავიდანვე მინდა დავიწყო იმით რომ სხვა აქამდე განხილული სოც. ქსელებისგან განსხვავებით Face.ge არ არის რომელიმე სხვა ცნობილი სოც.ქსელის ზუსტი კლონი, მას გააჩნია საკუთარი დიზაინი და ხედვა რაც უკვე იმედისმომცემია.
რაც შეეხება ხედვას და სამიზნო აუდიტორის ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანი დარჩა ამ საიტის შემთხვევაში. ერთი შეხედვით face.ge იხრება ნაცნობობის საიტისკენ, რომელიც ტრიალებს სურათების, პარტნიორის შერჩევის თამაშებისა და ტესტების გარშემო, ამავე დროს საიტის დახმარებისა და უსაფრთხოების განყოფილებაში მითითებულია ბევრი წესები მცირეწლოვნებისა და მათი მშობლების მისამართით (მინიმალური ასაკი რეგისტრაციისათვის 7 წელია, რაც ნაცნობობის საიტის იდეას კლავს ჩემი აზრით).
სოციალურ ქსელში როგორც უკვე ვახსენე დიდი ადგილი უჭირავს სურათებს და შესაბამისად დიდი სუპერ +10-ის როლიც. (სრულად…)
ყველა ადამიანის დიდი ოცნებაა ფული იშოვოს იმით, რისი გაკეთებაც მას უყვარს. თუმცა, ბევრისთვის საყვარელი საქმე ჰობის ნიშას იკავებს ხოლმე, ხოლო თავის რჩენა ბევრ შემთხვევაში მისთვის ნაკლებად საინტერესო/მოსაწყენი/[ჩასვით ნებისმიერი უარყოფითი ზედსართავი სახელი] საქმიანობით უხდება. ამასთანავე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იდეა იმისა რომ ადამიანს ბევრად უფრო წარმატებული კარიერის და ცხოვრების მოწყობა შეუძლია თავისი ჰობის, ბიზნესად გარდაქმნით ვიდრე დიდ და პოპულარულ უნივერსიტეტში სწავლით და შემდეგ დიდ კომპანიაში, დიდ თანამდებობაზე მუშაობით რომელიც გულის სიღრმეში გძულს. სეთ გოდინი ამბობს რომ თუ დღესდღეობით ადამიანს გააჩნია კომპიუტერი, სწრაფი ინტერნეტი და ჰობი, ეს საკმარისია იმისათვის რომ ამ ადამიანმა სხვისთვის მუშაობას თავი გაანებოს და თავისი “ქარხანა” გახსნას სადაც ის საყვარელ საქმეს გააკეთებს.
ერთი ასეთი “ქარხნის” მეპატრონე გარი ვაინერჩუკია. ბელორუსში დაბადებული, ამერიკაში გადახვეწილი რუსი ემიგრანტების შვილი, გარი ბავშვობიდანვე ჩართული იყო საოჯახო ბიზნესში, ალკოჰოლის მაღაზიაში. კოლეჯში სწავლის პერიოდში მან ბიზნესის რებრენდინგი დაიწყო, ასე დაიბადა Wine Library. 1997 წელს გარიმ ინტერნეტში გასვლა გადაწყვიტა და ღვინის ონლაინ მაღაზიაც შექმნა და ამავე დროს თავისი თავის ღვინის ექსპერტად დამკვიდრება დაიწყო.
სოციალური ვების ერის დასაწყისში კი მან vlogინგში დაინახა პოტენციალი (სრულად…)
აი ასე, სანამ სხვები წერენ ივენთებზე სადაც ქართული ინტერნეტის ინოვაცია და ბლოგოსფერო უნდა გააღვიძონ და შთააგონონ, მე იმის გამო რომ ასეთ რაღაცეებში ფიზიკური სიშორის გამო ვერ ვმონაწილეობ, გადავწყვიტე არც მეტი არც ნაკლები ტურნე მოვაწყო ქართულ სოციალურ ქსელებში! დიახ ასეთებიც არსებობს!
ბევრი ჩემი კოლეგა თუ მკითხველი იტყვის რომ ისინი ყურადღების და ძვირფასი დროის ღირსნი არ არიან. მეც დიდი ხანი ვფიქრობდი წამომეწყო თუ არა ეს მოგზაურობა, თუმცა ბოლოს მივედი დასკვნამდე რომ თუ მათზე არავინ ილაპარაკებს (და მითუმეტეს კრიტიკულად) ისინი არც არასოდეს განვითარდებიან. “მოგზაურობის” პერიოდში დრო და დრო ბლოგში სხვა თემებზეც დავპოსტავ ასე რომ გამაგრდით, მხოლოდ ქართული სოც. ქსელებით თქვენს ტანჯვას არ ვაპირებ .
ახლა ცოტაოდენი ინფო მოგზაურობის შესახებ. მე მოვიმარჯვე პსევდოსახელი, პსევდოგვარი და პსევდოელფოსტა, ასეთი შეიარაღებით გადავწყვიტე ქართული სოციალური ქსელების (უშუალოდ ქსელები და არა ფორუმები ან ჩატები) დალაშქვრა. ექპერიმენტი მოიცავს ქსელში რეგისტრაციას, მისი რამოდენიმე დღე გამოყენებას და შემდეგ ჯამური ვერდიქტის გამოტანას. ვეცდები რაც შეიძლება ობიექტური ვიყო და არსებულ ქაოსში ვიპოვო რაიმე მარგალიტები (კარგი გაგებით ). ამ ყველაფერს ბოლოს კი რაიმე ჯამური პოსტი დააგვირგვინებს. მოვინახულებ რაც შეიძლება ბევრ სოც. ქსელს, მათ პოვნაში კი იმედია Google.com და Top.ge დამეხმარება, თუმცა თქვენც თუ კი რაიმე საიტი გაგახსენდათ აუცილებლად შემატყობინეთ კომენტარებში თუ ელფოსტით.
სოც. ქსელების მფლობელებს (თუ ასეთები შემოვლენ აქ) მინდა ვუთხრა რომ პოსტების ეს სერია წარმოადგენს ჩემს სუბიექტურ აზრს რომელიც დაფუძნებული არის პრაქტიკულ გამოცდილებაზე, მე არ მამოძრავებს არავითარი კომერციული თუ სხვა ზრახვები. ასე რომ არავითარი პრეტენზიები (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ჩემი შემოქმედების მიმართ არ მიიღება
და ბოლოს მინდა ჩემი მოგზაურობა დაწყებულად გამოვაცხადო და ჩემს პირველ დანიშნულების ადგილზე მოგითხროთ (სრულად…)