იცოდით როგორ გახდა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი პოპულარული? რამ გახადა Twitter 2009 წელს ინტერნეტის მთავარ მოვლენა? რა იყო ის მარკეტინგული ხრიკი რომელსაც Twitter-ის დამფუძნებელმა Biz Stone-მა მიმართა?
არა მე პასუხი არ მაქვს, თუმცა რასაც ქვემოთ ვიდეოში ნახავთ, აშკარად არ იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
მაშ ასე! 2006 წელი, Twitter-ის ერთერთი “მამა” Biz Stone, მარკეტინგულ ვიდეოში Twitter 101:
გუშინ, კომპანია Google-მ საკმაოდ მოულოდნელად (ჭორები ამ ამბის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ გუშინწინ გავრცელდა) წარმოგვიდგინა თავისი ახალი ქმნილება – Google Buzz.
Buzz კომპანიის მორიგი მცდელობაა თავი დაიმკვიდროს სოციალური ქსელების სფეროში. აქამდე Google არც თუ სახარბიელო შედეგებს აჩვენებდა ამ სფეროში. ადრეული პროდუქტი Orkut პოპულარული გახდა ბრაზილიასა და ინდოეთში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში მასზე უმრავლესობას არც კი სმენია (სრულად…)
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა ტვიტერი. მიუხედავად იმისა რომ ის გამართულად მუშაობს უკვე რამოდენიმე თვეა (ადრე მას ასეთი პრობლემები ყოველდღიურად ახასიათებდა), მე და ბევრ სხვასაც ეგონა რომ, ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, კიდევ ერთი სერვისის გადატვირთვაა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ (შეტევები Blogger, Facebook, Livejournal და Youtube-ზე რომლებმაც უფრო შეუმჩნევლად ჩაიარა) გამოწვეულია ერთი მომხმარებელის Cyxymu-ს “ბრალი”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იმათი ბრალი ვისაც მისი “გაჩუმება” უნდოდა (ასეთი სახელი მისცა ამ ფაქტს ინტერნეტ-გამოცემა CNET-მა).
თუმცა, თვითონ ამ ფაქტმა არ გამოიწვია ჩემში უდიდესი გაკვირვება (ბოლო-ბოლო ის რომ ინტერნეტით შეიძლება ბევრის გაკეთება და ბევრის გაბრაზება ეს ცნობილია), ყველაზე აღსანიშნავი იყო მომხდარის ეფექტი. ის ჩემი აზრით აჩვენებს, თუ როგორი თავისუფალი, ძლიერი, გავლენიანი და… და დემოკრატიული არის ინტერნეტი. მომხდარი ასევე იმის მაჩვენებელია რომ ინტერნეტის გაკონტროლება, რისთვისაც მავანი იღწვის დაუღალავად, შეუძლებელია.
უფრო კონკრეტულად. შეტევის მწარმოებლების მიზანი იყო იუზერ Cyxymu-ს გაჩუმება (როგორც ჩანს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით), რაც მათ თითქოს და მოახერხეს მისი ყველა ინტერნეტ-ანგარიშის გათიშვით. თუმცა რეალობა სულ სხვას გვაჩვენებს. მომხმარებელი Cyxymu ინტერნეტ სივრცის “ვარსკვლავი გახდა”.
თუ კი დღემდე მის შესახებ, რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანმა იცოდა, დღეს მის შესახებ რამოდენიმე ათეულობით ათასით მეტმა იცის. ამის დასტური კი, მასზე გამოქვეყნებული სტატიებია, უდიდეს ბლოგებსა თუ ინტერნეტ გამოცემებში. ალბათ ამ წუთის მდგომარეობით Cyxymu, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ქაერთველი ბლოგერია, რაც მე პირადად მიხარია და წარმატებებსაც ვუსურვებ. ქვემოთ კი მოვიყვენ რამოდენიმე სტატიის ლინკს სადაც მასზეა საუბარი:
დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე - “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
[slideshare id=496437&doc=whatthefissocialmedia070208-1215026815612657-8]